18 თავი

243 33 28
                                    

გაოგნებული იდგა,სრულიად უსიცოცხლო და სიცარიელის გამომხატველი თვალები მოებყრო ჩემთვის.ასე ვიდექით კარგა ხანს,შემდეგ უბრალოდ ადგა და ოთახიდან გავიდა.ვერც მე და ვერც ჩაკეტილმა კარმა ვერ მოახერხა მისი შეკავება.მეგონა რაიმეს მაინც იტყოდა,იყვირებდა,აქაურობას დალეწავდა...
თუმცა ასე არ მოიქცა,უჩუმრად დამტოვა.ვერ გამეაზრებინა ეს სიყვარულის გამოხატულება იყო,ტკივილის,ბრაზის თუ მართლაც ყველაფერს ხაზი გადაუსვა და წავიდა.
ჩემი ბრალია,რა მჭირს,რა მემართება,ყოველ წამს ვუმეორებ ჩემს თავს.მინდა რომ ჩემთან იყოს,ჩემს გამო მთები გადადგას,არასდროს დამტოვოს და ამასთან ერთად წავიდეს,ჩემგან შორს იყოს,დამივიწყოს და ბედნიერი იყოს.
გადავწყვიტე უკან დავდევნებოდი,არ მინდოდა გაურკვევლად დაგვემთავრებინა ჩვენი ხანმოკლე თუმცა ბევრ ხანგრძლივზე ნაყოფიერი და ყველაფრის მნახველი ისტორია.კარისკენ დავიძარი,როდესაც ფეხი რაღაცას მწარედ წამოვკარი და ძირს დავვარდი.საშინლად მტკიოდა ტერფი.შევხედე და ამოწეული ლურსმანი დავინახე.გულში ჩემს ბედს ვაგინებდი.ლურსმანს თვალი გავაყოლე და იატაკზე თითქმის შეუმჩნეველი ნაპრალი დავინახე,თავიდან ვიფიქრე ძველი სახლია და ალბათ ამის გამოა მეთქი,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია და იატაკზე დავაკაკუნე.შემდეგ ფეხზე წამოვდექი და ცოტა მოშორებით სხვა ადგილზე დავაკაკუნე.სხვადასხვ ხმა ჰქონდათ,რაც იმას ნიშნავდა,რომ იმ ლურსმნის ადგილზე სიცარიელე იყო ქვემოთ.
ფეხზე წამოვხტი და იარაღის ძებნა დავიწყე რათა ფიცარი ამეძრო და გამერკვია შიგნით რა იყო.
როდესაც ავაძვრე მის შიგნით უამრავი ფურცლი დავინახე და ერთი ხმის ჩამწერი.ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული,რომ სწორედ იმას მივაგენი რასაც ვეძებდით.სასწრაფოდ ყველაფერი ამოვიღე და იქაურობა კიდევ ერთხელ დავათვალიერე საგულდაგულოდ.ჩემს ოთახში ჩავედი და წერილების წაკითხვა დავიწყე.აქ FBI-სთვის გაგზავნილი გეგმა დეტალურად იყო აღწერილი,ასევე მოყოლილი იყო თავისი გაქცევის შესახებაც და რომ ჰარისთვის უნდა დამეჯერებინა და მას მივნდობოდი.ხელჩასაჭიდი რომ ვერაფერი ვიპოვნე,დიქტაფონი ჩავრთე და ჩანაწერის მოსნენა დავიწყე:
"დავიწყოთ.ძვირფასო,ჩემო პატარავ,თუ შენ ამას უსმენ ეს იმას ნიშნავს რომ შენი და ჰარის თანამშრომლობამ გაჭრა და ჩემს შესახებაც ყველაფერი იცი.ვფიქრობ რომ ჯერ წერილებს წაიკითხავდი ასე რომ სხვა რაღაცეებს აღარ მივედ მოვედები.კამილა ვერგასი,სწორედ ის იყო ჩემი მეტოქე და მაშინდელი დაჯგუფების ლიდერი.ხიფათზე და სხვა ეგეთ რაღაცეებზე საუბარს არ დავიწყებ,ვიცი რომ შენც მშვენივრად გესმის ამ საქმის სერიოზულობა,უბრალოდ ერთს გეტყვი არ შეგეშინდეს და უკან არ დაიხიო.ჩემიგაქრობა მაშინ აუცილებელი იყო.ეს მხოლოდ შენს გამო გავაკეთე.ამით დამთავრდებოდა ბრძოლა.FBI აღარ დაედევნებოდა კამილას,კამილა შენს მოკვლას აღარ ეცდებოდა და ამით სამარეს გაითხრიდა.მე შევცდი,ჩემს მტრად კამილა კი არა ტერეზა უნდა აღმექვა.გაუწვრთნელი და უსუსური დაგტოვე ასეთ ვითარებაში.ტერეზა ჯერ იმათ მოკლავს ვინც ოდესმე გყვარებია და გიყვარს,ბოლოს შენც მათ გზაზე გაგიშვებს.
სიყვარულს დიდი ზიანი მოაქვს,მიყვარდა კაცი სახელად რიკი და ჩვენს გარშემო დიდი სასიყვარულო მრავალკუთხედი იქმნებოდა.მე და რიკს ერთმანეთი გვიყვარდა,მამაშენი ჩემზე ჭკუას კარგავდა.რიკს ცოლი და ვაჟი ჰყავდა,რაც სამწუხაროდ გვიან გავიგე და ვგონებ ეს ჩემი უვიცობა მათი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა.შენ იცნობ მის ვაჟს ბენჟამენს არა?მამაშენი ჩემი სიკვდილის მერე ყველას ზურგს გაქცევდათ ალბათ და საშინელებებსაც გააკეთებდა,მაგრამ გთხოვ აპატიე,ესეც ჩემი ბრალია,არად ჩავაგდე მისი გულწრფელი გრძნობები.
რაც შეეხება ტერეზას,საიდან გაჩნდა ის.სწორედ ის იყო რიკის ცოლი და ბენის დედა.სწორედ მე ვიყავი მისი გაუბედურების მიზეზი და მან ეს მთელი ამ წლების მანძილზე იცოდა.იმდენად შეიბყრო შურისძიების სურვილმა ჩამოაყალიბა ბანდა და ვერგასის ტახტიდან გადაგდება განიზრახა.ეს მოახერხა კიდეც.მას კამილასთან კი არა ჩემთან სურდა ბრძოლა ქმრის წართმევის გამო და ბოლოს ყველას ამოჟლეტვა უნდოდა რიკის სიკვდილისთვის.მისი აზრით ამაში მთელი სამყაროა დამნაშავე.ამან გახადა იგი ასეთი და იცოდე რომ ამ ბრძოლაში არ იქნება დანდობა.ის გაგანადგურებს თუ შენში შიშის ნაპერწკალს მაინც დაინახავს.
მოძებნე კამილა და მიპოვნე მე.დროა ყოფილ მტერთან ერთად მხარდამხარ მეც ჩავერთვა ბრძოლაში.მხოლოდ 1 კონტრ შეტევა უნდა განვახორციელოთ.გვექნება ერთადერთი შანსი თუარადა ყველანი მოვკვდებით,ის ძალიან ძლიერია ბევრი მოკავშირე ყავს.არ ენდო არავის ჰარის გარდა.
და ბოლოს რაც მინდოდა რომ მეთქვა,მე ყველაფერი ვიცი და დარწმუნებული ვარ ახლაც იგივეს გრძნობ რასაც მაშინ.მაპატიე რომ დაგიმალე ის ამ წლების მანძილზე.
სიყვარული საოცრად უპროგნოზო რამაა.ზოგისთვის ზღვასავით მოდის, ზოგისთვის კი პირველი თოვლივითაა.თუ მოვიდა არავინ იცის რა შეიძლება გაგაკეთებინოს,მას დიდი გაფრთხილება სჭირდება,მაგრამ....
აი აქ დიდი მაგრამ...
თუ რაიმე მიზეზმა გული აგიცრუა ძვირფას ადამიანზე, როგორც გესტუმრათ, ისევე წავა, ვეღარავინ და ვერაფერი დააბრუნებს.
ასე რომ უთხარი და დააფასე,დროულად დააფასე თორემ ადგება და წავა."

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now