17 თავი

234 35 28
                                    

06.05.2017

-ლილი მორჩი კივილს
-შემეშვი საერთოდ.
-კარგი რაა,მე შენთვის არაფერი დამიძალებია.
-არა დამაძალე,მე შენ გითხარი რომ გამქრალიყავი ჩემი ცხოვრებდან.შეიგნე რომ დავშორდით.
-დავშორდით?კარგი რა ნუ მაცინებ.როდის მოხდა ეს მაშინ მშიშარასავით,უსიტყვოდ რომ წახვედი და დამტოვე,მაშინ ჩემს გამო შუაზე რომ იხეოდი?,მაშინ რომ მკოცნიდი თუ მაშინ არ ვიყავით ერთად ლოგინში რომ ჩამიგორდი.კაგი რა,შენც იცი რომ უჩემოდ ერთ წამსაც ვერ ძლებ.-ფეხი დავკარი და სახლიდან გავვარდი.მისგან თავს შორს ვერ ვიჭერ.
ისიც გამომეკიდა,აუზთან ვიყავი უკვე მისული,როცა ხელი მტაცა და დამიჭირა.
-ატყობ რომ სულ გაქცევას ცდილობ?
-ხელი გამიშვი.
-არა,უნდა ვისაუბროთ!მითხარი,რატომ წახვედი და დამტოვე.
-შემეშვი ჰარი.
-მითხარი მეთქი-ხელი მკლავზე უფრო ძლიერად მომიჭირა.არ ვიცი რა ვქნა.
-შენ გინდოდა რომ წავსულიყავი.
-გოგო,შენ სულ გადაირიე?კაცს რომელსაც სიტყვა სიყვარული სასაცილოდ არ ჰყოფნიდა,მუხლებზე  დამაჩოქე.მაიძულე მთელი არსებით შემყვარებოდი,მაიძულე ჩემი სუნთქვა გამხდარიყავი.ეს შენ გააკეთე,შენ ჩამაგდე ასეთ დღეში.მე ვიყავი კაცი რომელსაც ვერავინ იტანდა თავისი ქედმაღლობის,გულგრილობის და სიცივის გამო.შენ კი პატარა  ბედნიერ პუდელად მაქციე,რომელიც მხოლოდ შენ დაგდევს.
როგორ ფიქრობ ან მაშინ ან ოდესმე გეტყვი ჩემი ცხოვრებიდან წადი თქო?-მართლა ძალიან ვუყვარვარ,მაგრამ მეშინია,რა დებილი ვარ,კაცი ჩემზე გიჟდება მე კიდევ მეშინია.
-ჰარი მე შენ არ გიმსახურებ...
-ცდები,შენ ამქვეყნად ყოველივე კარგს იმსახურებ.
-გამიშვი უნდა წავიდე-გავიწიე,თუმცა დამქაჩა და მასთან ერთად აუზში გადავვარდი.ჩავიძირეთ როგორც წყალში ასევე გრძნობებში.დამეწაფა ბაგეებზე,ისე მოწყურებულად თითქოს დიდი ხნის უნახავი ვყავდე.
მეც ავყევი,მაგრამ უცებ გამახსენდა ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა,უმალ მოვშორდი და აუზიდან უსიტყვოდ ამოვედი,ჰარის ყვირილი და გინება დავაიგნორე და კვლავ სახლში შევბრუნდი.ოთახში ავედი და ცხელი აბაზანა მივიღე,ეს მართლაც მჭირდებოდა,ძალიან მომადუნა,დამაწყნარა და წესიერად ფიქრის სუალება მომცა.როცა მოვრჩი პირსახოცი შემოვიხვიე და სააბაზანო ოთახი დავტოვე,საძინებელში კი ჩემს საწოლზე წამომჯდარი ჰარი დამხვდა.
-გადი,უნდა ჩავიცვა!
-სალაპარაკო გვაქვს.
-ჰარი გადი...
-
თვალები გადავატრიალე,ვიცი რისი მოსმენაც უნდა,ახლა მასთან ჯიკავის თავი ნამდვილად არ მაქვს.
-გთხოვ.
-აი ასე ჩემო ციცქნა-გამიღიმა და მომიახლოვდა.
-ეგრე ნუ მეძახი!
-რატომ?
-იმიტომ,რომ 2 წლის ბავშვი არ ვარ ჰარი!
-კარგი...-უკვე კარებთან იდგა როცა ისევ მოტრიალდა.-როუზ-რა სიკვდილის გამო მეძახის ამ სახელებს,უკვე ჭკუიდან ვიშლები,ძალიან მაღიზიანებს.-ეს დედაშენის სახლია არა?
-ასეა
-ტვინი დაძაბე.-ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა.
იდიოტი,რას ნიშნავს ტვინი დავძაბო,მე რა მართლა შტერი ვგონივარ?
ისე ვიყავი გამწარებული,ისე ჩავიცვი ვერც კი გავიაზრე.
არა რაა,რაც არ უნდა გავაკეთო ის მაინც უკმაყოფილოა.ანუ მე სულელი ვარ და ტვინი არ მიმუშავებს.იდიოტი,დეგენერატი,ვირთხა.
"ეს დედაშენის სახლია არა?" გავაჯავრე თავისივე ხმით.და ზუსტად ამ დროს დამარტყა თავში.
ის კი არა მე ვარ იდიოტი...
ჯანდაბა,ეს ხო დედაჩემის სახლია,რათქმაუნდა აქ უნდა იყოს მინიშნებები და არა იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.ამას აქამდე რატომ ვერ მივხვდი.
აქ ერთადერთი ადგილია სადაც ჯერ არ ვყოფილვარ.
მაშინვე სხვენისკენ დავიძარი,ავედი და იქ ჰარი დამხვდა.
-აი ყოჩაღ,დაგიძაბავს გონება.
-ახლა აქედან გამასწარი სანამ თავში გშმუთე რაღაც.საქონელი.
-სხვათაშორის მეც აქ ვარ.
-იმიტო ვთქვი რომ გაგეგო,კრეტინო.
კიბეზე ავძვერი და კარიც გავიხურე.
-იპოვნე რამე ხელჩასაჭიდი?
-აქაც არაფერია,მხოლოდ ძველი გამოუსადეგარი წერილები.-მითხრა და იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა.
-უცნაურია,მტვრიანი არ არის აქაურობა.
-სანამ შენ მიხვდებოდი რო სხვენში მოგეძებნა,გავასუფთავე აქაურობა.
-როგორც ჩანს სულ ტყუილად-ამოვიხვნეშე და კარს დავეჯაჯგურე.-ჰარიიიი...
მოგკლაააააავ.
-ახლა რაღა გინდა.
-რატო ჩაკეტე კარი!
-არ ჩამიკეტავს,ბოლო შენ ამოხვედი და მე კართან არცკი მივსულვარ.
-მაშინ დავიღუპეთ.
-რატო დავიღუპეთ?
-შენ ბიჭო თავს იდებილებ თუ მართლა ეგეთი ხარ,შე  მართლა ერთ უჯრედიანო ამება.
ჩავიკეტეთ მეთქი,აქ გავიჭედეთ გესმის?
-მერე?
-მერე ის რომ ერთ ოთახში ვარ გაჭედილი დიდ პირუტყვთან ერად.
ადექი და შეამტვრიე,მიდი,სწრაფად.
-არა,მხარი მეტკინება.-ბედნიერი ღიმილით გადაწვა სავარძელზე,ფეხი ფეხზე გადაიდო და ცქერა დამიწყო.
-რა გაცინებს,ადექი შეამტვრიე.
-თუ კაია შენ შეამტვრიე,მე არ მინდა რო მაგის გამო მხარი ამოვიგდო.
-ღმერთო რა გამოუსადეგარი ხარ.-ამოვიოხრე და იქ მყოფი ნივთების თვალიერება დავიწყე.
-როუზ
-ეგრე ნუ მეძახი.
-მაშინ,იმ ღამით,რატომ დამტოვე და წახვედი?
-ჰარიიი...-ამოვიხვნეშე და მისკენ შევბრუნდი.
-ლილი,გთხოვ.
-შენ რიალობას თვალი გამასწორებინე,დამანახე თუ როგორი ადამიანი ვიყავი,თუ რა ზიანის მოტანა შემეძლო შენთვის.და მივხვდი რომ იმდენად მიყვარდი,იმდენად,რომ გაგიშვი.
იცი,ჰარი,გაშვება საყვარელი ადამიანისა მხოლოდ იმ ერთეულებს ძალუძთ ვისაც წრფელი გულით,შესისხლხორცებით უყვართ.
ზუსტად ასე მიყვარდი,ამიტომ იმ ერთადერთ მომენტში გვერდზე გადავდე ჩემი ეგოიზმი და მოგეცი საშუალება ბედნიერებისა.
-მე შენს გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია,იცი ეს შეენ?
-უნდა ისწავლო,მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც უნდა შეიყვარო.
-ზუსტად შენ ხარ ის ერთადერთი ვინც უნდა შევიყვარო.-არხეინად გაიცინა და სავარძელზე რასაც ქვია გაიშხლართა.
-ჰარი...
-ჰმმ
-ლივი...ის, გოგო ვეგასში რომ შევხვდით...ანუ ის ვინ არის შენთვის?-ამ კითვის დასმა და მისი ჩაღიმება ერთი იყო,აშკარად ფიქრობს რომ ვეჭვიანობ.
-ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
-ადრეც მეგობრები იყავით?
-არა,სკოლის პერიოდში შეყვარებულები ვიყავით.
-რა ურთიერთობა გქონდათ.
-ლილი,ის რაც შეყვარებულებს აქვთ.
-გიყვარდა?
-შეიძლება ასეც ითქვას.
-და ახლა?
-ხომ გითხარი,ძალიან კარგი მეგობრები ვართ.ყველაფერი იცის ჩემზე,ჩემს ცხოვრებაზე და წარსულზე.-მე კი მასზე არაფერი ვიცი,ამან კიდე უფრო მატკინა გული.ეს ჩემი ბრალია.-რამე თუ მაწუხებს ან მიხარია ჩემი გულწრფელი და ერთგული მსმენელი ლივია.
-ახლა აღარ გიყვარს?
-კი რათქმაუნდა,ახლა უფრო მეტადაც მიყვარს.
-რააა?
-უფრო მეტად რადგან ახლა ის ჩემი მეგობარია.ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს წარსულ ურთიერთობას და ვცხოვრობთ ახლანდელი მომენტით.
-თუ ასეთი კარგი მეგობრობა გაქვს ყოფილთან ჩენ რატომ არ გამოგვდის არაფერი.სულ ვჩხუბობთ.
-ლი ეს მაშინ ხდება როცა ურთიერთობაში რომელსაც შეყვარებულობა ჰქვია ყველაფერი მთავრდება,როცა სიყვარული და შეიძლება ვნებაც რომელსაც პარტნიორის მიმართ გრძნობ მთავრდება.ამ დროს გადადის ურთიერთობა სხვა ეტაპზე.
-კი მაგრამ,ჩევნც ხო ეგრე ვართ.
-ლილი,კიდე ერთხელ გეტყვი,ეს მაშინ ხდება როცა ყველაფერი მთავრდება.-ანუ ის ამბობს რომ ჩვენშორის ჯერ არაფერი მორჩენილა?
-დაჯდომა მინდა.
-ჩემს გვერდით დაწექი.
-არა,ფეხები აწია.-ხელზე დამქაჩა და მაინც მის გვედზე დამაგდო.
-გამიშვი ხელი.-ავფართხალდი და ფეხზე წამოვხტი.
-ხედავ?რომელ მეგობრობაზე მესაუბრები ჩემს გვერდით ვერ ჩერდები.შენი ქცევები ამტკიცებს რომ კი არ დამთავრდა ყველაფერი ახლა იწყება.ისე ახლა გამახსენდა,შენ ჩემი ცოლი გახდი არა პირდაპირ?
-მაგას ახლა მიხვდი?
-იმას ვგულისხმობ რომ ჩვენ შეყვარებულობის პერიოდი არ გვქონია.-ღმერთო,ამან სულ გააფრინა.-ახლა დევნის პერიოდია,მერე დაგიჭერ და შეყვარებულები გავხდებით,ცოლ-ქმარი კი ისედაც  ვართ.
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს რა. 
ჰარი დედა ცოცხალია არა?
-კი
-სადაა
-ეგ რომ ვიცოდე წავიდოდი და ყველაფერს მისგან გავიგებდი ამდენი ძებნა კი აღარ მომიწევდა.
-რატომ მიმალავდი.
-შენ რომ დამეცავი,თუ არაფერი გეცოდინებოდა ვერც ვერაფერს გავნებდნენ.დედაშენზე ვერავინ ვერ უნდა გაიგოს.
-და კამილა?
-ამ დღეებში რაიმე ხელჩასაჭიდი უნდა ვიპოვნოთ,მერე კი კამილასთან უნდა წავიდეთ.ერთიანი ძალებით შევძლებთ მათ სამუდამოდ ციხეში გამოკეტვას.
-და ისევ ჩვეულებრივი,უხალისო შავ-თეთრი ფილმი დაბრუნდება ხო?
-ასე არ იქნება გპირდები.
-ასე იქნება ჰარი სამწუხაროდ.გახსოვს ერთხელ მითხარი რომ სიკვდილზე მესაუბრებოდი.
-ასეა, "თაფლობის თვიდან" რომ ვბრუნდებოდით.
-ანუ გახსოვს.
-მე ყველაფერი მახსოვს ჩემო პატარა,თითოული შენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა.
-ახლა მომიყევი.
-ასე არ შევთანხმებულვართ.
-მეტჯერ შანსი აღარ გექნება.
-რას გულისხმობ.
-ჯერ ამ თემაზე ვისაუბროთ.
-მითხარი რას გულისხმობ!-შეშფოთება დაეტყო სახეზე,მკლავში ხელი წამავლო.
-გთხოვ უბრალოდ ვისაუბროთ.
-ეს ის თემაა,რაზეც თითოული ჩვენთაგანი ხშირად უნდა ფიქრობდეს,თუმცა ეს ასე არაა.არავინ იცის რიალურად რა არის იგი,მაგრამ ის მეტია ვიდრე უბრალოდ ტრაგედია...
რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, რასაც არ უნდა მიაღწიოს, რამდენიც არ უნდა შეიმეცნოს, სიკვდილი მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ადამიანებმა სიკვდილზე ძალიან ცოტა რამ იციან. იმდენად ცოტა, რომ უჭირთ იმის გააზრება, თუ რატომ არსებობს ის. მრავალ ადამიანს უკვირს, რატომ არ ვართ უკვდავები, რატომ ვასრულებთ სიცოცხლეს. ის ხედავს, როგორ იხოცებიან ადამიანები მის გარშემო, იცის, რომ თვითონაც მოკვდება, მაგრამ დასკვნებს მაინც ვერ აკეთებს.
-იცი გეთანხმები.
-აი ის იშვიათი შემთხვევაც.-გაიცინა ჰარიმ.
-იცი ამ თემას რატომ შევეხე?
-გონება დავძაბო?-ისევ გაიცინა.-რათქმაუნდა ვიცი.შენს თავს ადანაშაულებ იმაში რომ ამ დროის განმავლობაში ჩემზე ვერაფერი გაიგე,ახლა კი ცდილობ გაიგო ჩემი საუბრით და დასკვნებით თუ რას ვგრძნობ,რადგან ბევრი დავკარგე.ამისათვის კი იდეალური თემაა სიკვდილი.
-ყოჩაღ,როგორც ჩანს კარგად გამიცანი.
-კარგად და ბოლომდე რომ გამეცანი შენს მიმართ ინტერესი გამიქრებოდა,მაგრამ შენ ძალიან ღრმა ხარ.
-ისევე როგორც შენ.
-იმიტომ,რომ ჩვენ წარსული გვაქვს ლილი.
-ასეა
-ზოგი ფიქრობს რომ მისი ცხოვრება აზრიანია.ჩვენ ვიზრდებით,ვსწავლობთ,ვამთვრებთ სკოლას და უნივერსიტეტს,ვმუშაობთ,ვოჯახდებით,გვყავს შვილები და ვუყურებთ თუ როგორ გადიან ისინი იმავე გზას.მაგრამ, როცა სიკვდილის დრო დაგვიდგება, მთელი ჩვენი ცხოვრება, თავისი შთაბეჭდილებებით, თვალწინ ერთ წამში ჩაგვირბენს. და შეიძლება, მაშინ აღმოვაჩინოთ, როგორი ფუჭი იყო ჩვენი მოქმედებები, სიტყვები, განცდები, მხოლოდ მაშინ ვუფიქრდებით, რა რჩება ჩვენგან.ტრაგედია სიკვდილი არ არის. ტრაგედია ისაა, რომ ადამიანს არ ესმის მისი დანიშნულება. ხშირ შემთხვევაში მისთვის ის უბრალოდ ცხოვრების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ რატომ არსებობს ის? რაღატომ ვცხოვრობთ, თუ მაინც უნდა დავიხოცოთ? ამაზე ადამიანი იშვიათად ფიქრობს.
-ჰარი,საოცარი ისაა, რომ ჩვენ სიკვდილს უბედურებად აღვიქვამთ, მაგრამ როცა ვხედავთ, როგორ კვდებიან ადამიანები, ეს ჩვენში სულ მცირე ემოციასაც არ აღძრავს. არასდროს ვეკითხებით ჩვენს თავს, რატომ მოხდა ეს, ან რა იქნებოდა, მის ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით. სამაგიეროდ, ღმერთს ვადანაშაულებთ ყველაფერში. განა უსამართლობა არ არის, ამდენი ადამიანი ნაადრევად რომ იხოცება? განა უსამართლობა არ არის, როცა ჩვილი ბავშვი ჯერ კიდევ იქამდე ასრულებს სიცოცხლეს, სანამ დაიბადება? თუმცა, ამავე დროს, შეგვიძლია, უემოციოდ შევხვდეთ სხვა ადამიანის სიკვდილს, რომელიც შეიძლება, არ მოგვწონდა ან ღრმად მოხუცებულმა დაამთავრა სიცოცხლე. ჩვენ სიკვდილის ტრაგიზმს არასწორად აღვიქვამთ.
-თუმცა, ყველაფერთად ერთად, გესმოდეს სიკვდილის დანიშნულება, არ ნიშნავს, ვერ ხედავდე მასში ტრაგიზმს და უემოციოდ შეხვდე მას. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი რამაა ამქვეყნად. ჩვენ სიცოცხლე ყველაზე მეტად უნდა დავაფასოთ იმის მიუხედავად, როგორი გაუმართლებელიც არ უნდა მოგვეჩვენოს, როგორი აუხსნელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის იმ სიცოცხლის მნიშვნელობა, რომელიც თუნდაც პატარა თაგვში არსებობს. ჩვენ მას მაინც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან პატარა თაგვის სიკვდილიც კი ტრაგედიაა. ტრაგედიაა არა იმიტომ, რომ უბედურებაა, არამედ იმიტომ, რომ ის სიცოცხლის დასასრულია. ადამიანის სიცოცხლეც ხომ ისევე სრულდება, როგორც პატარა თაგვისა, სრულდება მთელი მისი ცხოვრება და იწყება ახალი ცხოვრება. სიკვდილი დასასრულია იმ ყველაფრისა, რასაც ჩვენ ამ სამყაროში აღვიქვამთ. ამიტომ, როგორიც არ უნდა ჩანდეს სიკვდილი ჩვენს თვალში, ის მაინც სამყაროს ყველაზე გამორჩეული მოვლენაა.
-იცი,ახლახანს შენს კითხვას შენთვითონვე უპასუხე.
-ვიცი.
და რა გაიგე ჩემზე?
-გტკივა.
-ამისთვის ეს გჭირდებოდა?
-კი,შენ გტკივა,მაგრამ ამავდროულად შენს მშობლებს ადანაშაულებ,თითქოს მათ გასაკეთებელი ამ სამყაროში ვერ მოასწრეს.თითქოს შენთან ვალში დარჩნენ.შენ აი ეს შეგრძნება გაქვს და ამიტომ გტკივა ასე ძალიან.ამას ემატება შენი ექსტრემალური ცხოვრება,განსაკუთრებით ჩემი გამოჩენის მერე.მუდმივი მკვლელობები და შენი სისხლში გასვრილი ხელები.

-შენ ხომ არასდროს მატკენ?
-არასდროს,ვერასდროს.-

მომიახლოვდა და მაკოცა,ძალიან ნაზად.დიდხანს და ხანგრძლივად.ჩემთვის ეს კოცნა დიდი სიმწარე იყო,რადგან...
როცა მოვშორდით მე მას ვუთხარი:
-ჰარი,უნდა გავქორწინდეთ.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now