15 თავი

247 32 3
                                    

04.05.2017

სირბილით ჩავიდა ლილი საფეხურებზე და ისეთი სანახაობის მომსწრე გახდა ადგილს სულ წამიერად მიეყინა.ამ ერთი წამის განმავლობაში კი უამრავი რამ მოხდა.რაც მის თავს ხდებოდა და რა ტკივილსაც ის გრძნობდა...
სულ რაღაც 1 წამით დააგვიანა.ვერ მიუსწრო...
დაცვა მისკენ დაიძრა და გააკავა.მთელი ძალით იგერიებდა მათ,თუმცა ხელიდან ვერაფრით უსხლტებოდა.კიოდა,წიოდა,ბღაოდა,იხვეწებოდა და ვედრულობდა.მხოლოდ მის სახელს გაჰკიოდა მანამ სანამ იოგები არ ჩაუწყდა.ფართხალებდა და სხეულს ვერ იმორჩილებდა,მისკენ გაქცევა და ჩახუტება სურდა მაგრამ ვერ ახერხებდა.ტიროდა,ლოცულობდა.მას არაფერი შველოდა.

♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

რამდენიმე საათით ადრე.

-გისმენ.
-მომენატრე.
-
-შენი ნახვა მინდა.
-შეუძლებელია.
-ვიცი,რომ აქ იყავი.
-საიდან მოიტანე.
-ლილი ვერასდროს ვერ ახერხებდი ჩემს მოტყუებას,ისევ ხმა გიკანკალებს.მამაშენი ვარ და ვიცი,უბრალოდ ვიცი,რომ სახლში იყავი მოსული.
-ახლა ხარ მამაჩემი?მაშინ სად იყავი ყველაზე მეტად რომ მჭირდებოდი?მაშინ სად იყო მოსიყვარულე მამა,როდესაც აპირებდი ფულის და კომპანიის გამო საკუთარი შვილი გაგეყიდა,იმ კაცის შვილზე მიგეთხოვებინა ვისაც ჩვენი ოჯახისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია.სად იყო მაშინ ,,მამა"!?
იცი რა?არ მჭირდები,არც შენ,არც შენი მოჩვენებითი მზრუნველობა,არც შენი ფული და არც შენი კომპანია.შენ მამაჩემი აღარ ხარ.
-ამას ნუ ამბობ!
-რას ნუ ვამბობ,რას!
-შვილო....
-ასე ნუ მომმართავ,მე არ ვარ შენი შვილი.ის შენს ცოლთან ერთად მოკვდა.
-მხოლოდ ერთი შანსი მომეცი,გთხოვ!
-ერთი?ნუ მაცინებ.ამ ოთხი წლის მანძილზე წარმოდგენა მაინც გაქვს რამდენი შანსი მოგეცი?რამდენჯერ მიუხედავად იმისა,რომ ბრალი მე არაფერაში მიმიძღვოდა მე გადამიდგამს პირველი ნაბიჯი.უკვე დავიღალე,აუტანელია ეს ყოველივე.
-გთხოვ!მხოლოდ ერთი საუბარი,პირისპირ.მომეცი შანსი ყველაფერი გამოვასწორო.მხოლოდ ამ ერთხელ,მომეცი საშუალება დაგელაპარაკო.შემდეგ კი შეგიძლია შემიძულო და ხმა აღარასოდეს გამცე.
-ფჰჰჰჰ,ჰაიდ პარკთან მოდი 18 საათისვის.
-აუცულებლად მოვალ.

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now