Harry's POV
დრო ისე შეუმჩნევლად გავიდა, რომ ვერც კი გავიაზრე. წვეულების დაწყების შესახებაც მხოლოდ ჩემი დის წყალობით შევიტყე.იგი ჩემს კაბინეტში გაბრაზებული შემოვარდა:
-ჰარი ედვარდ სტაილს!!!!
მის ყვირილზე ლეპტოპიდან თავი ამოვყავი და დაკვირვებით შევხედე:ხუჭუჭა თმები მოეწესრიგებინა და შესანიშნავად გამოიყურებოდა ისე თითქოს, რამდენიმე საათის წინ სრულიად სხვა პიროვნება იყო ახლა კი ახალგაზრდა, ჯამრთლე და ძალიან ლამაზ გოგონად გადაქცეულიყო.
-რუ დაასრულებ წინადადებას თუ აუცილებელია მეც სრული სახელით მოგმართო?
სარკასტულად გადავულაპარაკე მას გაეცინა და საუბარი გააგრძელა:
-ჰარი წვეულება უკვე ერთი საათის დაწყებულია და ყველა შენ გეძებს!! ამიტომ აწიე მაგ სავარძელიდან უკანალი და გამომყევი ჯიჯის და ბელას კარგი თამაშის იდეა აქვთ, რომელიც დაგეხმარება კენისთან უფრო დაახლოებაში!!!
მან ეშმაკურად თვალი ჩამიკრა, მე კი ფეხსე ნერვიულად წამოვხტი თმები სწრაფად გავისწორე ხელით და რუს გავყევი, რომელიც იმის მაგივრად, რომ პირველ სართულზე ჩასულიყო სადაც ხალხს მოეყარა თავი, მან სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა სვლა და ბიბლიოთეკაში შევიდა.
მე მორჩილად შევყევი უკან და ქი მყოფ იატაკზე მჯდომებს დაკვირვებით გადავხედე, თითქმის ყველა აქ იყო:
ჯიჯი და ზეინი გვერდი-გვერდ ისხდნენ, როგორც ანვარი და დუა და ერთმანეთს ეჭორავებოდნენ, ბელა და კენი ერთად ისხდნენ, კენის გვერდით მისი ,,მეგობარი"ფაი იჯდა და გულიანად იცინოდა კენის ხუმრობაზე, ბიჭებიც აქ იყვნენ, ლიამი და ლუი გვერდი-გვერდ ისხდენ და გაცხარებით ესაუბრებოდნენ ნაილს, რომელიც ჩემი დანახვისთამავე ფეხსე წამოხტა და ჩემსკენ ნერვიულად წამოვიდა, რუმ კი მას ჩაუარა რაღაც გადაუჩურჩულა და ფაის გვერდით დაჯდა.
YOU ARE READING
Txt message
Fanfictionარასწორად გაგზავნილი ესმესი, რომელიც ადრესატის ნაცვლად თქვენს ყოფილს მიუვიდა... რა მოხდება, როდესაც კენდალისა და ჰარის გზები ისევ გადაიკვეთება? რა მოხდება, როდესაც წარსული ისევ დაბრუნდება აწყმოში და ძველი გრძნობებსაც თან მოიყოლებს? ნუთუ შეძლებს ორი...