and we go...

354 39 35
                                    

Kendall's POV
-პატარავ მენდობი?
-რა თქმაუნდა ისე, რომ საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლადაც კი განდობ!!!

ჰარის ამაზე გულიანად ეღიმება ჩემსკენ იხრება და შუბლზე ნაზად მკოცნის.

შემდეგ პალატიდან გადის. მე კი გაოგნებილი მარტოდ მარტო მტოვებს ცივ, ბნელ პალატაში...

ფიქრებში გადავეშვი, ისევ სინდისმა და დანაშაულის გრძნობამ შემიპყრო. თვალებზე ცრემლები მომაწვა, ყელში ბურთი გამეჩხირა და საშუალება არ მომცა თავისუფლად ამომესუნთქა.

ისევ ავტირდი, ბალიში ჩავრგე თავი და ჩემი ცხელი ცრემლებით დავასველე თეთრი სავაადმყოფოს სუნის მქონე ბალიში....

უეცრად კარი ირება, ვცდილობ მომსვლეისგან შეუმჩნევლად მოვიწმინდო ცრემლები, მაგრამ არაფერი განომდის ჰარიმ ნათლად დაინახა ჩემი ცრემლები.

სახეზე ისევ ის შეწუხებული და აღელვებული გამომეტყველება გამოესახა.

სწრაფად მომიახლოვდა და გულსი ჩამიკრა, თავი ჩემს კისერში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი, ისევე, როგორც მე მისი.

უკან დაიხია და ცრემლები ხელით მომწმინდა შემდეგ კი დამამშვიდებლად გამიღიმა.

-მოსაცდელში არავინ აღარ არის, ყველას ვუთხარი, რომ ჩაგეძინა და შენთან მე დავრჩებოდი, მათ კი ვთხოვე ცოტა დაესვენათ....
-ანუ თავისუფლად შეგვიძლია წავიდეთ ამ სულის შემხუთველი საავადმყოფოდან?
-აჰამ... უბრალოდ აჯობებს ვიჩქაროთ ექთანმა შეიძლება ყოველ წუთს მოგაკითხოს...

მისკენ ვიხრები და სწრაფად ვკოცნი.

-ოჰ ჰარი საუკეთესო ხარ!!!

ის გულიანად მიცინის შემდეგ წამოდგომაში მეხმარება, სწრაფად ვიცმევ და ჰარის ხელს ვეჭიდები.

ის წინ მიდის მე კი ფეხაკრეფით მივყვები უკან.
დერეფანში თავს ყოფს და ამოწმებს ცარიელია თუ არა.
ასეცაა, სწრაფად გავდივართ დერეფანში და ლიპტისკენ მივრბივართ.

 Txt messageWhere stories live. Discover now