თვითმფრინავი დაეშვა ლონდონის საერთაშორისო აეროპორტში.თანამედროვედ,მაგრამ ამავდროულად ელეგანტურად ჩაცმული ახალგაზრდა,სუსტი აღნაგობის,საკმაოდ მაღალი,ჟღალ თმიანი ქალბატონი,ქუსლიანი ფეხსაცმლითა და შეუნელებელი,თანაბარი რიტმის ნაბიჯებით იკვლევს გზას ხალხში და ტოვებს შენობას.მძღოლი ესალმება,კარს უღებს და ისიც უმალ მანქანის სავარძელზე თავსდება.
-სად მივდივართ?
-სახლში.
-გასაგებია ქალბატონო.-მანქანა დაქოქა და გზას დაადგა.რამდენიმე ხნის შემდეგ,მძღოლმა ლაპარაკის წამოწყება სცადა: -ძალიან შეიცვალეთ!
-ყველანი იცვლებიან რობერტ,ჩვენი ბოლო შეხვედრი შემდეგ დიდი დრო გავიდა.-ჩაიცინა და სარკეში თვალი გაუსწორა.
-მე ვიტყოდი,რომ უფრო გაიზარდეთ,დაქალდით.იცით,ისიც ძალიან შეცვლილია.
-მართლა?ხშირად ხვდებით ერთმანეთს?
-თქვენ არ გეკონტაქტებოდათ?
-იცი,რაც წავედი მას შემდეგ მასზე არაფერი მსმენია.
-ორივე ჩემს ხელში ხართ გაზრდილები.-გაიცინა კაცმა და მანქანის სვლა შეანელა.-მახსოვს თქვენი ბავშვობა და თითოული ჩხუბი.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
-რას ამბობ ეივი,საკუთარი შვილივით მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ და ამ დროის განმავლობაში შენთან საუბარი მართლაც ძალიან მაკლდა.-მივიდა და აწ უკვე გადმოსულ კაცს ჩაეხუტა,შემდეგ მოშორდა გაუღიმა და სახლისაკენ აიღო გეზი.
კარი დიასახლისმა გაუღო და გულთბილად შეეგება.-დეიდა ლუსი,როგორ მომენატრეთ.
-მეც შვილო,როგორ ხარ? რამხელა გაზრდილხარ,უკვე სრულფასოვანი ლედი ხარ.
-დედა და მამა სად არიან?
-თავიანთ ოთახში,შენი წასვლის მერე ეს სახლი სულ გამოყრუვდა!
-ნაღვლიანი თვალებით შეხედა ქალმა და კიბეზე აუძღვა.
YOU ARE READING
𝑭𝒊𝒏𝒂𝒍 𝑾𝒐𝒓𝒅𝒔: 𝑳𝒊𝒗𝒆, 𝑳𝒂𝒖𝒈𝒉, 𝒂𝒏𝒅 𝑳𝒐𝒗𝒆 (დასრულებული)
Romance(ქართულად ) მათთვის, ვინც სიყვარული იპოვნეს, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის სილამაზეა ამ ადამიანის შეყვარების შენარჩუნების ახალი გზების ძიება. მათთვის, ვინც კვლავ სიყვარულს ეძებს, ნუ დაუშვებთ სოციალური მედიის თაობის ცინიზმს თქვენი იმედები გადაწუროს. მართ...