ვერ ვიაზრებდი თუ რა მოხდა ,ამას ნამდილად არ მოველოდი. როდესაც ერთმანეთს მოვშორდით ისევ ის გაურკვევლობა მეტყობოდა სახეზე. ზეინს ჩემი თავი ისევ ხელებში ჰქონდა მოქცეული და თითქოს ჩემს თავიდან შესწავლას ცდილობდა, ბოლოს სიჩუმე თავად დაარღვია
-ეივი მომისმინე, ვიცი ეს ცდუნება, შემთხვევითობა ან მსგავსი გგონია, მაგრამ მე ასე სულ არ ვფიქრობ. მაშინ რაღაც მიზეზების გამო დავშორდით, მაგრამ მე შენ არასდროს დამვიწყებიხარ სულ ვკითხულობდი შენზე და ვიცოდი სად იყავი, ამიტომ გთხოვ ჩვენს ურთიერთობაზე დაფიქრდი დროს მოგცემ-მე ისევ გაშეშებული და გაოცებული ვიყავი ნუთუ მას მართლა ვახსოვდი და არ დავვიწყებივარ, ამდენი ფიქრისგან ნამდვილად ჭკუიდან შევიშლები
-ზეინ არ ვიცი რა გითხრა, შენ ხომ შეყვარებული გყავს?-ამ კითხვის დასმა არ მინდოდა მაგრამ ენამ წინ გამისწრო
-ივი შენც ხომ იცი რომ ის ჩემთვის არავინ არის, მითუმეტეს შეყვარებული-ივის მხოლოდ ზეინი მეძახდა ყველა ეივით მომმართავდა, სწორედ ამით მივხვდი მაშინ რომ მისთვის განსხვავებული ვიყავი და რაღაც მნიშვნელობა მქონდა
-ივი ჩემი სიტყვების არ გჯერა ?
-რას ამბობ ზეინ რათქმაუნდა მჯერა და გენდობი ,ამიტომაც ვფიქრობ რაღაც შეიძლება გამოვიდეს-თვალები გაუბრწყინდა როდესაც ეს სიტყვები ვთქვი. უცბად ხელში ამიყვანა და დამატრიალა
-ეივი ანუ თანახმა ხარ ჩემს წინადადებაზე ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე .მის სახეზე შვება იგრძნობოდა, თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდან.კიდევ ცოტახანს ვიყავით ამ ულამაზეს ადგილას.ყველაფერი მივალაგეთ და წამოვედით მთელი გზა ზეინს ჩემი ხელი ეჭირა, ხმას არც ერთი არ ვიღებდით, ჩემს სახლთანაც მივედით გადმოვდიოდი როცა მკლავზე შეხებამ გამაჩერა
-რაღაც დაგავიწყდათ ქალბატონო
-რა დამავიწყდა ?

YOU ARE READING
𝑭𝒊𝒏𝒂𝒍 𝑾𝒐𝒓𝒅𝒔: 𝑳𝒊𝒗𝒆, 𝑳𝒂𝒖𝒈𝒉, 𝒂𝒏𝒅 𝑳𝒐𝒗𝒆 (დასრულებული)
Romance(ქართულად ) მათთვის, ვინც სიყვარული იპოვნეს, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის სილამაზეა ამ ადამიანის შეყვარების შენარჩუნების ახალი გზების ძიება. მათთვის, ვინც კვლავ სიყვარულს ეძებს, ნუ დაუშვებთ სოციალური მედიის თაობის ცინიზმს თქვენი იმედები გადაწუროს. მართ...