როდესაც ამ სურათს დავხედე აზროვნების უნარი დამეკარგა, ხმას ვეღარ ვიღებდი
-ეივი რა ხდება ხმა ამოიღე ნუ მაშინებ
-წყა...ლი ელე წყალი მომიტანე-ხელები მიკანკალებდა, ძლივს გამოვართვი ჭიქა
-ვი რა ხდება თქვი
-ვიღაცამ სურათი გამომიგზავნა სადაც ზეინი და ის რებეკა ერთად არიან. გამომარართვი და შენთვითონ შეხედე
-ეივი იქნებ რაღაც შეცდომაა, ხომ იცი რომ ზეინს შენს მეტი არავინ უყვარს
-ელე ამ სურათს რომ ვუყურებ ეგ ყველაფერი ქრება და უკვე აღარ მჯერა მაგ სიტყვების. აი თურმე რატომ არ ეცალა დღეს ჩემთვის
-კარგი ეივი იქნებ დაელაპარაკო და ახსნა ქონდეს ამ ამბავს
-რომ დაველაპარაკო რას ვუსმინო მის თავის მართლებას ?
-როდის ჩამოდის ?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს
-კარგი მიდი ცოტახანს დაწექი იქნებ დამშვიდდე, მე ჩაის მოგიტან -ოთახში ავედი, თვალები დავხუჭე და ისევ ის სცენა მედგა თვალწინ. ეს როგორ გამიკეთა ზეინმა მე ხომ ვენდობოდი, ან იქნებ საერთოდ მის გამო წავიდა იტალიაში, არ ვიცი სხვა რა უნდა ვიფიქრო. ბოლოს ელემ დამამშვიდებელი დამალევინა და მალევე ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი და სააბაზანოში შევედი. თვალები ჩაწითლებული მქონდა ტირილისგან. სადაც არ უნდა გამეხედა ის სცენა მიდგებოდა თვალწინ.ხელში რაც მომხვდა ის ჩავიცვი და სამსახურში წავედი იქნებ საქმეზე მაინც გადამეყოლებინა გული. ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა რათქმაუნდა ზეინი იყო, მაგრამ არ ვპასუხობდი მისი თავისმართლების მოსმენის თავი არ მქონდა.
ზეინის p.o.v:
დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა იმდენი დავლიე რომ არაფერი არ მახსოვს გაჭირვებით ვდგები და ჩემს გვერდით ვიღაც ქალს ვხედავ ,მაგრამ ვერ ვხვდები ვინ არის ან აქ საიდან გაჩნდა. გუშინ რომ მოვედი მაშინვე დამეძინა. კარგად შევხედე და თვალები გამიფართოვდა ჩემს გვერდით რებეკა იწვა. გუშინდელის გახსენება დავიწყე, მახსოვს ძველი მეგობარი შემხვდა და მასთან ერთად ბარში წავედი, ბევრი დავლიე და მერე სასტუმროში მომიყვანა, დავწექი და მაშინვე დამეძინა. რებეკა საერთოდ არ მახსოვს ან რომც მენახა ამას არ გავაკეთებდი. მალევე ქალბატონმაც გაიღვიძა და ისეთი სახით მიყურებდა მინდოდა აქვე მომეკლა
YOU ARE READING
𝑭𝒊𝒏𝒂𝒍 𝑾𝒐𝒓𝒅𝒔: 𝑳𝒊𝒗𝒆, 𝑳𝒂𝒖𝒈𝒉, 𝒂𝒏𝒅 𝑳𝒐𝒗𝒆 (დასრულებული)
Romance(ქართულად ) მათთვის, ვინც სიყვარული იპოვნეს, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის სილამაზეა ამ ადამიანის შეყვარების შენარჩუნების ახალი გზების ძიება. მათთვის, ვინც კვლავ სიყვარულს ეძებს, ნუ დაუშვებთ სოციალური მედიის თაობის ცინიზმს თქვენი იმედები გადაწუროს. მართ...