გულმა უცნაურად დამიწყო ფეთქვა 5 წლის განშორების შემდეგ მასთან შეხვედრა ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ველოდი.როგორ ხარ- მეთქი ვკითხე, ცოტახანს გაშტერებული მიყურებდა, არც მას და არც მე წარმომედგინა, რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებოდით აქ.შემდეგ სახეზე ღიმილმა გადაურბინა და საუბრის წამოწყება დაიწყო.კარგად ვარო მითხრა, ოჯახიც მოიკითხა ,მაგრამ ჩემი ამდენი ხნის გაუჩინარების შესახებ არაფერი უკითხავს, თითქოს ჩვენი ურთიერთობა ბევრს არაფერს ნიშნავდა. მაინც ყველაფერი წარსულს ჩაბარდა ,თუმცა გულში მაინც ჩამწყდა რაღაც ,ჩვენ კი კარგად დავშორდით ერთმანეთს, ერთხელ ხო მაინც უნდა მოვეკითხე ამდენი წლის მანძილზე ,მართალია დიდად მეც არ შემიწუხებია თავი დავკონტაქტებოდი,მაგრამ... უეცრად უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ,თავი დავხარე არ ვიცოდი რა მექნა რადროსაც ბიძია ნიკი გამოჩნდა, როდესაც მე დამინახა თითქოს ნოსტალგია მოაწვა და ძველი დრო გაიხსენა, როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარო, სხვა ვითარებაში რომ შევხვედროდით ერთმანეთს ვერც კი გიცნობდიო. თითქოს მაგნიტი ვიყავი და ხალხს ვიზიდავდი კიდევ ერთი გოგო გამოჩნდა რომელიც ჩემთვის უცნობი იყო ზეინთან მივიდა და წურბელასავით მიეტმასნა.ქერა,მაღალი,ტანადი,მაგრამ აშკარად შეღებილი ქონდა თმა.ღია თაფლისფერი თვალები უმშვენებდა მაკაკას სიფათს.თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა,ცხვირი შეჭმუხნა და აშკარად ჩემს დასანახად მოიქცა ასე ,ზეინს აკოცა შემდეგ წრიპინა ხმით უთხრა საყვარელო სად არ გეძებე და შენ კიდე აქ ყოფილხარო. ზეინმა ამაზე თვალები აატრიალა,არასდროს უყვარდა თავისი პირადის ხალხში გამოფენა და აშკარა იყო ეს გოგო უკვე აღიზიანებდა. ახლა ჩემი გაცნობაც მოინდომა ზეინმა კი ასეთი პასუხი გასცა:-ჩემი ძველი ნაცნობია,დიდიხანია არ შევხვედრილვართ და უბრალოდ მივესალმე.-ნაცნობი ? უბრალოდ ნაცნობი და მეტი არაფერი ? ძველი მეგობარი მაინც ეთქვა.ეს ნაცნობი საიდან მოიგონა.ოხ ზეინ მალიკ სულ არ შეცვლილხარ , ისევ ისეთი ქვეშქვეშა ხარ,საკუთარ შეყვარებულსაც კი ატყებ და თვალებში ნაცარს აყრი .
YOU ARE READING
𝑭𝒊𝒏𝒂𝒍 𝑾𝒐𝒓𝒅𝒔: 𝑳𝒊𝒗𝒆, 𝑳𝒂𝒖𝒈𝒉, 𝒂𝒏𝒅 𝑳𝒐𝒗𝒆 (დასრულებული)
Romance(ქართულად ) მათთვის, ვინც სიყვარული იპოვნეს, გახსოვდეთ, რომ სიყვარულის სილამაზეა ამ ადამიანის შეყვარების შენარჩუნების ახალი გზების ძიება. მათთვის, ვინც კვლავ სიყვარულს ეძებს, ნუ დაუშვებთ სოციალური მედიის თაობის ცინიზმს თქვენი იმედები გადაწუროს. მართ...