რამოდენიმეჯერ დაკაკუნების შემდეგ კარი დედამ გამიღო, თვალები სულ ჩასწითლებოდა, ხოლო როდესაც მე დამინახა უარესად ატირდა.
- დედა, რა გჭირს? ჩანთა იქვე მივაგდე და გადავეხვიე.
მისაღებში შევედი და მამაჩემი დავინახე, რაზეც თვალები ავატრიალე. არ მიყვარდა როდესაც სახლში მხვდებოდა.
- დედას რა სჭირს? არც მივესალმე, ისე ვკითხე ის რაც მაინტერესებდა.
- რა სჭირს? ჩემი კითხვა გაიმეორა.
- ტირის და თვალები ჩაწითლებული აქვს.. ისევ იჩხუბეთ?
- ...
- მე მგონი რაღაც გკითხე. იჩხუბეთ? ისევ გავუმეორე კითხვა, მაგრამ ამჯერად უფრო ხმამაღლა.
- ხმას დაუწიე, შენთან საქმე მაქვს. საღამოს სტუმრები მოვლენ, ლამაზად ჩაიცვი და არ შეგვარცხვინო.
- სტუმრებში თუ ისევ შენი " მეგობრები " იგულისხმებიან ოთახიდანაც ვერ გამომიყვან. გასაგებია? არ ვაპირებ მათთან ერთად მაგიდასთან ჯდომას.
- როგორც გითხარი ისე იქნება, თორემ.. მითხრა და მკლავში მწვდა.
- თორემ მცემ, მომკლავ? არც გამიკვირდება ეგ შენ კარგად გეხერხება. ნერვულად ჩავიცინე და ვეცადე თავი დამეხსნა. რა დროსაც სახეში გამარტყა.
ძლივს დავიხსენი თავი, ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი. ტელეფონი ამოვიღე და ნაილს დავურეკე.
- "ნაილ სახლში ხარ? " ვკითხე და თან ცრემლები უხეშად მოვიწმინდე.
- " კი, რა ხმა გაქვს, რამე მოხდა? "
- " შეიძლება შენთან მოვიდე? "
- "რათქმაუნდა "
- " კარგი, მოვალ და ყველაფერს მოგიყვები. "
ტელეფონი გავთიშე, ტაქსი გამოვიძახე და ნაილთან წავედი.
კარზე დავაკაკუნე და ნაილმა გამიღო თუ არა მთელი ძალით მოვეხვიე.
YOU ARE READING
იძულებითი ქორწინება (დასრულებული)
Fanfictionიძულებითი ქორწინება, რომლის შემდეგაც ქეროლაინის ცხოვრება სრულიად იცვლება.