თავი 4

2K 110 8
                                    

დილას რომ გავიღვიძე თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა. სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე.

დაბლა რომ ჩავედი ყველანი მაგიდასთან იჯდნენ, უემოციოდ მივესალმე და მაგიდას მივუჯექი.

- დღეს კაბის საყიდლად მიდიხართ ხომ გახსოვთ? თავი დავუქნიე და მაგიდიდან ავდექი.

- მე ჩემს ოთახში ავალ, მოვემზადები. მაშინვე ჩემს ოთახში ავედი, ყურსასმენები მოვირგე, თვალები დავხუჭე და კედელთან ჩამოვჯექი.

საათს რომ დავხედე წასვლის დრო იყო ამიტომ უცბად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ენი უკვე მელოდებოდა, ხოლო როდესაც დამინახა თბილად გამიღიმა და მანიშნა მასთან მივსულიყავი.

მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. არცერთი კაბა არ მომწონდა. საბოლოოდ ერთ-ერთ კაბას მოვკარი თვალი, არც ზედმეტად გადატვირთული იყო და სხვებსაც ბევრად ჯობდა. ამიტომაც ის ავირჩიე და სხვა მაღაზიებში წავედით.

საბოლოოდ როდესაც სახლში მივედით, ნივთებიანად ჩემს ოთახში ავედი. კარი გავაღე თუ არა ფანჯარასთან მდგარი სილუეტი დავინახე, მაშინვე პირზე ხელი ავიფარე, რომ არ მეკივლა.

- ნ-ნაილ? აქ რა გინდა, ვინმეს რომ დაენახე? ნივთები იქვე მივყარე და ნაილს მოვეხვიე.

- ჰო, მაგრამ მომენატრე, ვიცოდი რომ ვერ მოხვიდოდი, ამიტომაც მე გადავწყვიტე მოსვლა. გამეკრიჭა და ისევ მომეხვია.

ის დღე გამახსენდა  ჩუმად რომ გავიპარე სახლიდან და ჰარის სიტყვებიც ამომიტივტივდა თავში. ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე და ისევ ნაილს გავხედე.

- კარგი, ხომ მნახე ახლა წადი, გთხოვ.

უცბად კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნაილს გავხედე და ვანიშნე სადმე დამალულიყო. კარი გავაღე და ჰარი დამხვდა.

- დაბლა გელოდებიან. არც შემოუხედავს ისე თქვა და მხრები აიჩეჩა.

- კ-კარგი.

- რამე მოხდა? წარბ აწევით მკითხა და ოთახს თვალი მოავლო.

- რა? აარაფერი. მხრები ავიჩეჩე. - წადი, მივწესრიგდები და ჩამოვალ. თვალები ავატრიალე და ოთახიდან გავუშვი.

- ნაილ გამოდი და ახლავე წადი.

ნაილიც მაშინვე გამოვიდა, მომეხვია და წავიდა. მეც ოთახიდან გამოვედი და მათთან წავედი.

...
როდესაც საქმეს მოვრჩით, ვივახშმეთ და ჩემს ოთახში ავედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში დავწექი. ცოტახანში ოთახში ჰარი შემოვიდა.

- ჰარი? აქ რა გინდა?

- არაფერი, ჩემს ოთახში დასაძინებლად  შემოვედი. მხრები აიჩეჩა.

- კი მაგრამ..

- დღეიდან ეს ჩემი ოთახიცაა. მხრები აიჩეჩა და მაისური გაიხადა. კითხვა გამიჩნდა რათ უნდოდა ამდენი ტატუ? მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ყველა ლამაზი იყო, განსაკუთრებით კი პეპელა. ჰარიმ ჩაიცინა, მეორე მხარეს გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე, რომ მალევე ჩამძინებოდა. ცოტახანში ვიგრძენი, როგორ ჩაიწია საწოლის მეორე მხარე. მალევე კი ჰარის ცივი ხელი ვიგრძენი წელზე.

ჟრუანტელმა დამიარა..

- რასაკეთებ? ვკითხე და ვეცადე მისი ხელი მომეშორებინა. ხმას არ მცემდა, ხელი კი ძლიერად ჰქონდა მოხვეული. მეც  ყურადღება აღარ მივაქციე, თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა კიდეც..

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now