15

1.2K 62 7
                                    

გონს რომ მოვედი ისევ სარდაფში ვიყავი, აქეთ იქიდან კი ჰარი და ნაილი იჯდნენ და მიყურებდნენ.

- ჯანდაბა, ქეროლაინ! ჰარიმ მაშინვე მომხვია ხელები, თვალები ისევ მიმეჭუხა. 

- მოვკლავ! ნაილი მხოლოდ ამ სიტყვას იმეორებდა. თვალები ჩასწითლებოდა, ხელები მოემუშტა და ერთ ადგილზე გაქვავებულიყო. ხმას ვერ ვიღებდი, უემოციოდ ვიჯექი და ხან ჰარის ვიყურებდი, ხანაც ნაილს. ხან კი უბრალოდ კედელს მივშტერებოდი. თავში სულ ის ვიდეო მიტრიალებდა.

*ზეინი*
უეცრად თავბრუდამეხვა შემდეგ კი რეალობას დავუბრუნდი. კედელთან ვიჯექი, გვერდით კი იარაღი მედო.ლიამი საწოლთან იწვა გონება დაკარგული და ფეხიდან სისხლი სდიოდა. ქეროლაინის დედა კი.. ის.. სისხლის გუბეში იწვა. მაშინვე წამოვდექი და მათთან გავიქეცი, ჯერ ლიამი ცოცხალი იყო, მაგრამ ქეროლაინის დედა არ სუნთქავდა, ყველაფერი საშინლად ამტკივდა. იქვე დატოვებული წერილი ვნახე.

" ესეც მორიგიე სიურპრიზი" ნიკი, ეს ყველაფერი მისი ნამოქმედარი იყო, მაშინვე დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც ვიჯექი და ჩემს გვერდით იარაღს დავხედე. თავი საშინლად ამტკივდა, უეცრად კიდევ ერთხელ ძლიერად დამეხვა თავბრუ და ყველაფერი დაწვრილებით გამახსენდა. გამახსენდა თუ როგორ ჩამარჭო ნიკმა ნემსი, შემდეგ კი ნიკის დავალებებს ვასრულებდი.

- ჯანდაბა ეს ყველაფერი მე ჩავიდინე! თმაში ხელი შევიცურე. - მე.. მე მკვლელი გავხდი!

***
- ქეროლაინ, ასე შენს თავს რამე დამართებ. მითხრა ჰარიმ და საჭმელი მომაწოდა, რომელიც ცოტახნისწინ შემოგვიტანეს.

- დედა, ზეინი, ლიამი.. ჩავიჩურჩულე და ჰარის გავხედე.

- ამას შენ საჭმელს ეძახი? ან საერთოდ გგონია მისგან მოწოდებულ რაიმეს შევჭამ ან დავლევ? ის მკვლელია! მკვლელისგან კი არაფერი მჭირდება! ჯერ კიდევ არ ამომდის თავიდან ის კადრები! საბოლოოდ ბრაზი ამოვანთხიე და საჭმელს ხელი ვკარი. ამოვისუნთქე.. შემდეგ ისევ იმავე ადგილას ჩამოვჯექი და ისევ  კედელს დავუწყე ყურება.

***
- ბორკილები დაადეთ. ბრძანება გაიცა თუ არა ხელებზე ბორკილები დამადეს. ქალის გვამი უკვე გაეტანათ, ლიამს კი ჭრილობა დაუმუშავეს.

- ის არ არის დამნაშავე! თქვა ლიამმა და მაშინვე მას გავხედე. კოჭლობით მოდიოდა ჩვენკენ. - ის არ არის ისეთი, როგორიც გგონიათ. ნიკი. ეს ყველაფერი მისი ბრალია! მან ჰარი, ნაილი და ქეროლაინი გაიტაცა! ის უნდა იპოვოთ!

- ამ საქმეს გამოვიკვლევთ, მანამდე კი მისი დაკავება მოგვიწევს. თქვა და თავით ჩემზე ანიშნა. - წაიყვანეთ. გასასვლელისკენ წავედით. ლიამს გავხედე.

- აუცილებლად გამოხვალ, ნიკი კი ყველაფრისთვის დაისჯება. თავი დამიქნია, გამეღიმა და გარეთ გავედით.

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now