ზოგი გასასვლელისკენ გარბოდა, ზოგი კი ზემოთ სართულებზე. გაკვირვებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ გამერკვია რა ხდებოდა. უეცრად ვიღაც ხელში მწვდა და კუთხეში მიმიმწყვდია. კედელზე ვიყავი მიყრდნობილი, ჩემს წინ კი ჰარი იდგა და ღრმად სუნთქავდა. მისი მწვანე თვალები ჩაშავებულიყო და შიშსა და დაძაბულობას მოეცვა.
- ჰარი რა.. მინდოდა მეკითხა, მაგრამ მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი.
- ისინი, ნაილი და.. ნერვიულობა დავიწყე და ვეცადე ჰარისგან თავი დამეძვრინა, რომ მათთან წავსულიყავი, მაგრამ უარესად ჩამჭიდა მკლავებში ხელი.
- კარგად არიან.. მხოლოდ ეს თქვა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. უეცრად სროლა შეწყდა, ვიფიქრე ყველაფერი დასრულდა, საფრთხე აღარ გვემუქრებათქო, მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა და სწორიც აღმოჩნდა. ცოტახანში ჩვენს წინ 3 კაცი წარსდგა. 2 ადგილიდან არ იძვროდა და უემოციოდ გვიყურებდა. მესამე კი რომელსაც ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებდა, ჩვენსკენ მოდიოდა და თან ტაშს უკრავდა.
- ყოჩაღ სტაილს.. ცოტახნით შეჩერდა, ჩაიცინა და ლაპარაკი გააგრძელა. - კიდევ ვერ დაიმახსოვრე ის ფაქტი, რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ. უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ, რომ მამაშენის გამო პასუხს შენ აგებ. ჰარი უბრალოდ იდგა, თვალებში უყურებდა და ხელებს მუშტავდა. როდესაც მასთან საუბარი დაამთავრა, ჩემთან გადმოინაცვლა.
- ეს პატარა ქალბატონი, შენი ცოლია არა? ყოჩაღ სტაილს, კარგი გემოვნება გქონია. ხელი ლოყაზე ჩამომისვა. თვალები გამიფართოვდა და სახე მაშინვე უხეშად გავწიე. ამდენი ხნის მომუშტული ხელი კი ჰარიმ მას სახეში უთავაზა. ის ორი კაცი, რომელიც აქამდე უძრავად იდგა ჰარის მივარდა.
- ნაბიჭვარო, კიდევ ერთხელ შეეხები შენი ბინძური ხელით და მოგკლავ. კბილებში გამოცრა. - გამიშვით! დაიღრიალა და ეცადა მათგან თავი დაეხსნა. ლოყაზე ხელი მოისვა, გადაიხარხარა და ისევ ჰარის შეხედა. შემდეგ იმ ორ კაცს თავი დაუქნია.
- გაუშვით. ბრძანება გასცა, მათაც ხელი შეუშვეს. - ჯერჯერობით საკმარისია. ჩაილაპარაკა და ანიშნა მათ, რომ გაყოლოდნენ და შენობა დატოვეს. სიტყვამ "ჯერჯერობით" შემაშინა და მიმახვედრა, რომ ჰარისთან ერთად ახლა მეც დიდ შარში ვიყავი. ფიქრებიდან ჰარის ყვირილმა გამომიყვანა.
- ყველაფერი მისი ბრალია, ჯანდაბა. ჯერ კედელს დაარტყა მუშტი, შემდეგ კი ხელები თმაში შეიცურა და მოიქაჩა. მისკენ მივედი და ვეცადე დამემშვიდებინა, მაგრამ ხელის კვრით მომიშორა.
- შემეშვი! მიყვირა, ვხვდებოდი რომ ახლა ცუდ დღეში იყო, მაგრამ რა საჭირო იყო, ჩემთან ასე მოქცევა. განაწყენებული გამოვედი და მაღლა სართულზე ავედი, რომ ნაილი და დანარჩენები მეპოვნა. აქეთ იქით დადიოდნენ, მე როცა დამინახეს, პირველი ჩემსკენ ჯიჯი წამოვიდა და მომეხვია. შემდეგ ამათვალიერა და ღიმილით ჩაილაპარაკა.
- კარგად ხარ. ჰარი, ის როგორ არის?
- ისიც კარგადაა. ჩავილაპარაკე და დანარჩენებისკენ წავედი. როდესაც დაბლა ჩავედით ჰარი უკვე დამშვიდებული იყო. მართალია ამის შემდეგ კლუბში ვაპირებდით წასვლას და გართობას, მაგრამ ამის თავი ახლა აღარავის გვქონდა. ამის მაგივრად ყველანი ჰარის სახლში წავედით. უბრალოდ ტელევიზორს ვუყურებდით, ჰარი მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა.
- შეგიძლია გამომყვე? ყოყმანის შემდეგ თავი დავუქნიე და მას გავყევი. ჯერ თმებში ხელი შეიცურა, შემდეგ კი მე შემომხედა.
- მისმინე დღევანდელისთვის ბოდიშს გიხდი. ვიცი, რომ ბოლო დონის იდიოტი ვარ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები საკუთარი თავის კონტროლი ვისწავლო. უეცრად მომეხვია.
- კ-კარგი. ჩავილაპარაკე და ხელები მოვხვიე. მინდოდა ეს მომენტი დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა.
- მე გავაღებ. ჩავილაპარაკე და დაბლა ჩავედი. წერილი მომცეს და მითხრეს რომ ჩემს სახელზე იყო. წერილი გავხსენი და ადგილზე გავშეშდი.
* თამაში დაიწყო, კარგად გავერთობით. *...
________________________
მოგეწონათ ახალი თავი? 😁 Vote&comment❤️
YOU ARE READING
იძულებითი ქორწინება (დასრულებული)
Fanfictionიძულებითი ქორწინება, რომლის შემდეგაც ქეროლაინის ცხოვრება სრულიად იცვლება.