13.

1.1K 57 3
                                    

ჰარი კედელს მიეყუდა, მე კი თავი მხარზე ჩამოვადე. უბრალოდ კედელს მივშტერებოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, შემდეგ კი ჩამეძინა.
დილას თვალები გავახილე თუ არა წინ ნიკი დამხვდა. მოულოდნელობისგან შევხტი რაზეც ნიკს ჩაეღიმა. ნაილს და ჰარის ისევ ეძინათ.

- დილამშვიდობის პატარავ. მომესალმა და გაიცინა. გვერდით გავიხედე და კისერზე ხელი მოვისვი. - კარგად გეძინა? ალბათ ასე წოლისგან კისერი გეტკინა არა? ბოდიშს გიხდი.. დამცინავად მითხრა, შემდეგ კი უეცრად წამოიყვირა. - სტაილს, ჰორან! ახლა ნაილისკენ გადაინაცვლა.
***
- ჯანდაბა ჰარის ტელეფონი ისევ გათიშული აქვს! ზეინმა ტელეფონი დივანზე მოისროლა. - უნდა გავარკვიოთ რა ხდება.

- მისმინე ზეინ, იქნებ ის.. იქნებ ამ საქმეშიც ნიკის ხელი ურევია.. ჩაილაპარაკა ლიამმა რა დროსაც  ზეინმა ვაზას ჰკრა ხელი და ძირს მოისროლა.

- ჯანდაბა ეს როგორ არ გამახსენდა! ხელები თმებში შეიცურა. - უნდა ვიპოვოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ მათ რაიმე დაუშავდეთ. მაგრამ ჯერ დედამისთან წავიდეთ, დარწმუნებული ვარ ნიკს რაიმე ექნება ჩაფიქრებული.
***
- კარგი! ცოტახნით ქეროლაინს მოგტაცებთ. ტაში შემოკრა ნიკმა. - გაიყვანეთ! მე კი ცოტახნით სტაილსს გავესაუბრები.

"ჰარი"
- იცი სტაილს რატომ ვაყენებ მას ამდენ ტკივილს? ჩაიცინა და ლაპარაკი განაგრძო. - ვხედავ თუ როგორ ორმაგად გკტივა მისი თითოეული ტკივილი, ვხედავ როგორ იტანჯები და ეს მსიამოვნებს..

- მას შეეშვი, არაფერი დაუშავებია, არ არის ღირსი ასე იტანჯოს, ეს ყველაფერი მე მეხება ნიკ, მხოლოდ მე!

- არა სტაილს, მინდა გაგრძნობინო.. თვალები ძლიერად დახუჭა, შემდეგ კი ისევ განაგრძო. - მინდა გაგრძნობინო თუ როგორია როდესაც უყურებ როგორ იტანჯება შენი საყვარელი ადამიანი. მინდა მიხვდე იმას თუ როგორ ვიტანჯებოდი მაშინ როდესაც მამაშენი, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს ზიანს აყენებდა. მან ჩემი ქალიშვილი არ შეიბრალა, გესმის? ის ერთადერთი იყო ვინც მყავდა, მან კი წამართვა.

- ვაღიარებ, მამაჩემი ერთი ნაბიჭვარია, რომელმაც შენს ქალიშვილს და არამხოლოდ მას ზიანი მიაყენა, მაგრამ ქეროლაინი..ის..

- ჯანდაბა მორჩა, მეტის მოსმენას აღარ ვაპირებ! ხელები ჰაერში ასწია და გარეთ გავიდა.

"ქეროლაინი"

სკამზე მიმაბეს და წინ კომპიუტერი დადგეს, კომპიუტერში დისკი მოათავსეს, შემდეგ აქეთ იქიდან გვერდში ამომიდგნენ და ნიკის მოსვლას დაუწყეს ლოდინი..

იძულებითი ქორწინება (დასრულებული)Where stories live. Discover now