ქორწილი

1.1K 45 2
                                    

                                   



    რას იფიქრებდა ყველაფრის შემდეგ თუ ცხოვრებას სხვა ადამიანს დაუკავშირენდა, მითუმეტეს იმას ვინც მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა, რაღაც მომენტში გაანადგურა მაგრამ ამასთანავე იოანე აჩუქა რომელიც ყველაზე მეტად აბედნიერებს.

   ეხლა დგას ეკლესიაში მამაოს წინ გვერდით მომავალი საქმრო უდგას, უკან კი შვილი, რომელსაც სასწაულად უხარია დედისა და მამის ჯვრისწერას რომ ესწრება. ანიტას მოკლე ლამაზი თეთრი კაბა აცვია რომელიც გიორგიმ აჩუქა, წინააღმდეგობა გაუწია არუნდოდა ჩაცმა მაგრამ სხვა გზა არდაუტოვა ბაგრატიონმა. გიორგის შავი შარვალი და თეთრი პერანგი აცვია, რომელიც კარგად გამოკვეთს მის დაკუნთულ ხელებს. ნიშნობა მალევე დამთავრდა. იქედან გიორგის სახლში წავიდნენ, სახლი მყურდო და გემოვნებიანად მოწყობილია. გიორგის დედას უამრავი გემრიელი საკვები მოუმზადებია და ახალგაზრდებს ელოდებოდა.



^^

ბაგრატიონის ოჯახმა სიმართლე, რომ გაიგეს თავიდან შვილის ნათქვამს ვერ უჯერებდნენ, ვერ შეეძლოთ იმის დაჯერება თუ მათი პატიოსნად აღზრდილი შვილი ასე მოიქცეოდა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ შვილიშვილი ჰყავდათ და მათ გააცნობდათ სრულიათ დაავიწყდათ სიბრაზე. ბავშვი  ანიტასთან ერთად მიიყვანა ოჯახურ სუფრაზე და ერთმანეთი გაიცნეს. გიორგის დედა ძალზედ თბილიდა კეთილი ქალია, ანიტასთან ურთიერთობა მალევე ჩამოაყალიბა და დედა-შვილივით უგებდნენ ერთმანეთს. ანიტას მშობლების ამბავი, რომ გაიგო ცრემლი ვერ შეიკავა და სარძლო გულზე მიიხუტა „ამიერიდან შენი დედა მე ვიქნები"-ო. ანიტამ მხოლოდ ვერ დაილაგა ურთიერთობა, ყველას თბილად და მეგობრულად ელაპარაკებოდა , გიორგის მეგობრებს, ნიკუშას ხუმრობებზე სულ კისკისებდა ხოლმე, მაგრამ გიორგის ვერა და ვერ მიეჩვია როგორც საქმროს, რაც ბაგრატიონს ძაალიან აბრაზებდა.

საბედისწერო ღამეWhere stories live. Discover now