მე და სეჰუნი ქალაქში დავბრუნდით. თვალი ისევ ძალიან მტკიოდა ვერ ვიხედებოდი და ცალი თვალით დანახვა რთული იყო. ახლა მესმის იმ ადამიანების ვისაც მხედველობა არ აქვთ დაა ვერ იხედებიან ვერ ხედავენ სამყაროს და იმ სილამაზეს რასაც ჩვენ ვუყურებთ.
გოგოები მეორე დღეს ჩამოვიდნენ. კარგი დასვენება გამოგვივიდა. ჩემთვის იღბლიანი დღეები იყო. ნელ-ნელა თვალის ტკივილიც ქრებოდა არც ექიმთან წავედი ვიცოდი რო მალე გადამივლიდა მხედველობაც დამიბრუნდა დაა ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. სეჰუნს თითქმის ყოველდღე ვნახულობდი ძაალიან საყვარელი ბიჭია. მან მაგრძნობინა თუ რა არის სიყვარული. ჩვენი ურთიერთობიდან 1თვე გავიდა როცა ისევ თვალის ანთება ოღონდ მეორე თვალზე. იგივე ტკივილები. ვერ გავდიოდი გარეთ სინათლეზე ვერ ვახელდი მხოლოდ სიბნელეში შემეძლო დანახვა და ყოველ ღამით ვუყურებდი სიბნელეს დაა ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქს. 1კვირა გარეთ არ გავდიოდი არც სურვილი მქონდა რომ წავსულიყავი. არავინ არ მინახავს ერთი კვირა სეჰუნსაც ვთხოვდი რომ არ მოსულიყო და ტელეფონზე ველაპარაკებოდი. ბოლოს ამ ამბავმაც გაიარა. საკურა მთხოვდა რომ ექიმთან წავსულიყავი ყოველჯერზე კის ვეუბნებოდი მაგრამ არ მივდიოდი. უბრალო ანთება იყო არაფერი სერიოზული. ჩემი და სეჰუნის სიყვარული ყოველდღე იზრდებოდა რამოდენიმეჯერ გვიჩხუბია სისულელეზეც კი მაგრამ ბოლოს ისევ ერთად ვიყავით. ორივე ეჭვიანები ვართ. არასდროს მიყვარდა ეჭვიანობა არასდროს გამოვხატავდი და ყველას ვეუბნებოდი რომ ეჭვიანობა ადამიანს ანგრევს როგორც შინაგანად ისე გარედანაც. მაგრამ როცა ურთიერთობაში ხარ ბიჭთან რომელიც უსაზღვროდ გიყვარს ეჭვიანობაც იწყება. მაგრამ ბოლოს თავი დავაჯერე რომ ასე არ უნდა გაგრძელებულიყო და ვცდილობდი აღარ მეეჭვიანა მასზე. გამომდიოდა მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი.
სეჰუნს ვუყურებდი და ვფიქრობდი რომ ის ერთადერთი ადამიანია ვისთანაც მინდოდა მთელი ცხოვრება ყოფნა.
YOU ARE READING
მწვანე თვალები (დასრულებული)
Fanfictionგოგონას ისტორია რომელსაც ლამაზი ფერის თვალები აქვს ეს გახდება სიყვარულის ისტორიის დასაწყისი