ნაწილი 1

70 6 5
                                    


ოდნავ ცივა, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შემოტყორცნილი სუსტი მზის სხივები გაყინულ, ქათქათა ზეწრებში გახვეულ, ნახევრად შიშველ სხეულს მაინც ათბობენ. მასაც მაშინვე სიამოვნების ჟრუანტელი უვლის და ინაბება. ვიღაცისთვის უმიზეზოდ, ხოლო მისთვის დილის იდეალურ დასაწყისზე ჯერ კიდევ თვალებდახუჭული სულელივით იღიმის.
გულის სიღრმეში იცის, რომ სიტყვა ,იდეალური' მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ მიუხედავად ამისა საკუთარი თავის ჯიუტად დაჯერებას მაინც განაგრძობს იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა.
გიჟი არაა.
არც გამოუსწორებელი ოპტიმისტი.
ახლა დილა, მისთვის მსოფლიოში ულამაზესი ქალის წკრიალა ხმის გარეშე უბრალოდ არაფერი იყო.
არა ფერი.
როგორ შეიძლებოდა რაიმე ფერადი ყოფილოყო, როცა იცოდა, რომ ყოველ დილით მის ოთახში კუპრივით შავი თმის სწორებით და მისი სახელის ნაზად ძახილით აღარ შემოვიდოდა. იგი ვეღარასდროს დაუძახებდა, რომ სასწრაფოდ უნდა ამდგარიყო, თორემ სკოლაში დააგვიანებდა. შვილი კი ვეღარასოდეს იგრძნობდა მის თბილ ტუჩებს საკუთარ შუბლზე.
ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყებოდა.
უკვე მეხუთე წელი.
ყველა ამბობდა, რომ საკმაოდ დიდი დრო იყო იმისთვის, რომ ტკივილს შეგუებოდა და მასთან ერთად ცხოვრება ესწავლა.
მაგრამ ის მხოლოდ მონატრებას და სიცარიელეს გრძნობდა.
სიცარიელეს და მონატრებას...
საწოლიდან ზანტად დგება და საათს ყურადღებას არ აქცევს. ისედაც იცის, რომ აგვიანებს. თავის მოწესრიგების და ცოტა გამოცოცხლების შემდეგ ფოტოაპარატს და ზურგჩანთას ხელს სტაცებს და სახლის კარს კეტავს. სადარბაზოს კიბეზე სწრაფად ეშვება, ახლა ლიფტისთვის ლოდინის დრო ნამდვილად არ აქვს. დილის ლონდონს ობიექტივში გასცქერის და მოწყობილობას რამდენჯერმე აჩხაკუნებს. სარგებლობს იმით, რომ ჯერ ძალიან ადრეა და ქალაქს ბოლომდე არ ღვიძავს.
მეტროთი ხშირად მგზავრობს. სწრაფი და მოსახერხებელია, ისევე როგორც მისი მოტოციკლი, მაგრამ ასე საინტერესო ადამიანებს სადღა გაიცნობს?
აქ ერთი კონტროლიორი მუშაობს. მას როზალინი ჰქვია. ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალია. ისეთი გულჩვილია, რომ რამოდენიმეჯერ იმის გამო უსაყვედურეს, ბავშვებს უფასოდ ნუ უშვებო. იგი განსაკუთრებულ სტუმარს ხშირად ალუბლის ღვეზელით უმასპინძლდება, ეს უკანასკნელი კი ღიმილით აგემოვნებს საყვარელ ტკბილეულს და ჭაღარა ქალს ნახელავს უქებს.
-გამარჯობა, როზალინ.-მოეხვია.
-გაგიმარჯოს, საყვარელო! როგორ ხარ?-ლოყაზე ისე უჩქმიტა, თითქოს მისი ექვსი წლის შვილიშვილი ყოფილიყოს.
-მე-კარგად. თავად? მშვენივრად გამოიყურები...
-მეც, არა მიშავს.მადლობა...რომელი საათია? ლექციებზე არ გაგვიანდება?-მაჯის იაფფასიან საათს დახედა.
-უკვე დავაგვიანე, მაგრამ არაფერია. შენი მონახულება მინდოდა...
-ოხ, შე ცუღლუტო...კარგი, საღამოს ჩემთან გელოდები. ალუბლის ღვეზელს გამოგიცხობ...-ღიმილით ეუბნება.
-აუცილებლად მოვალ!-ისიც ისე თანხმდება, თითქოს აქ მოსვლისას დარწმუნებული არ იყო, რომ საღამოს საყვარელ ტკბილეულზე იქნებოდა მიპატიჟებული.
-კარგი. ახლა წადი, თორემ შემდეგი მატარებელი გაგასწრებს.
ერთმანეთს ემშვიდობებიან და როზალინს უკანალზე ჩქმეტაც არ ავიწყდება, როგორც ყოველთვის. ამაზე საპასუხოდ ქალი ყოველთვის დაწვრილებულ მწვანე თვალებსა და ჩუმ ხითხითს იღებს.
უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა და გონებაში დღევანდელ გეგმებს ალაგებდა. აღმოჩნდა, რომ დღის გატარებას უსაქმოდ აპირებდა, ამიტომ გადაწყვიტა ნაილი და ელისონი მოენახულებინა.
ღია ფერის შენობასთან მიახლოვებისთანავე იფიქრებდით, რომ ვიღაცამ ბალახზე პალიტრიდან დასვრილი ფეხსაცმელებით ირბინაო.
იქაურობა იმ ნაჭერს მოგაგონებდათ, მხატვარი ათასფერად დასვრილი ფუნჯის შესაწმენდად რომ იყენებს.
თითქოს ფერმწერს მთავარ ფონად მწვანე აერჩია და მხოლოდ ღია, ღაჟღაჟა ფერები გამოეყენებინა თავის ტილოზე.
უფრო ახლოდან თუ დააკვირდებოდით, ნახატზე მუქ, თუმცა არცთუ შესამჩნევ ლაქებსაც დაინახავდით.
ხეების ქვეშ ჩამომსხდარი ახალგაზრდები სწორედ იმ ყავის ლაქებს ჰგავდნენ, ნახატით ტკბობისას ფინჯანს წამიერად ხელს რომ გაუშვებ და რამოდენიმე მუქი წვეთი ახლადგამშრალ საღებავზე მაშინვე გაიჟღინთება.
სასურველ კაბინეტს პოულობს და კარს მოურიდებლად აღებს.
-რატომ აგვიანებთ, მისტერ სტაილს?-ჰკითხა სათვალეებიანმა ლქტორმა, რომელსაც საშინლად არ უყვარდა საუბარს რომ აწყვეტინებდნენ, თანაც დაკაკუნების გარეშე.
-ვფიქრობ, ეს თქვენ არ გეხებათ.-უპასუხა მარტივად და თავისუფალი ადგილი დაიკავა.
ლექციებმა უინტერესოდ ჩაიარა.
უინტერესოდ იმიტომ, რომ ყველაფერი, რაზეც საუბრობდნენ ჰარის დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ უნივერსიტეტამდე ჰქონდა ნასწავლი. ამის გამო ყველა მარტივ კითხვაზე, რომელსაც ლექტორი იმის გამო უსვამდა, რომ ბიჭს უყურადღებობას ამჩნევდა, ჰარი თვალებს მობეზრებით ატრიალებდა და ისე პასუხობდა.
სანამ როზალინს ესტუმრებოდა, მონატრებული წყვილი უნდა მოენახულებინა. ფიქრი არ დასჭირვებია. პირდაპირ იმ ბარისკენ გაეშურა, სადაც თავისი ბოლო წლების ნახევარი თუ არა, მეოთხედი მაინც ჰქონდა გატარებული.
ელისონი და ნაილი ჩვეულ ადგილას რომ ვერ იპოვა, იფიქრა, საწყობში იქნებიანო. გადაწყვიტა ბართან დალოდებოდა. ისინიც მალე კისკისით გამოჩნდნენ და მეგობრის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ. მოეხვივნენ და უსაყვედურეს, რატომ დაგვივიწყეო.
-მომენატრე, ხუჭუჭა!-კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
-მეც ძალიან, ელ!-ხელი ჰარიმაც გადაჰხვია. -მგონი შენი ბიჭი ისევ ეჭვიანობს და თუ ასეა, ჩემს სახეს კარგი დღე ნამდვილად არ უწერია.-გაიცინა და ნაილს გახედა.
-ამაზე ხუმრობას კიდევ დიდხანს აპირებთ?-შეუბღვირა, თუმცა ღიმილის დამალვა მაინც ვერ მოახერხა.-ხომ იცით, რომ ეს ძალიან ადრე იყო. თანაც მაშინ ჰარის არც კი ვიცნობდი.
-მართალია, არ მიცნობდი, მაგრამ ჩემი თვალის ჩალურჯებაში ამას შენთვის ხელი არ შეუშლია.
-ღმერთო, ძალიან სასაცილოები იყავით...
მეგობრებმა დიდხანს ისაუბრეს. ბევრი იცინეს და საყვარელი ბურგერებიც მიირთვეს. მართლაც მონატრებიათ დროის ერთად გატარება.
ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, როცა ჰარიმ აქაურობისთვის რაღაც უჩვეულო შენიშნა. უკანა კარიდან რამოდენიმე მასზე უმცროს ბიჭს მუსიკალური ინსტრუმენტები და აღჭურვილობა შემოჰქონდა.
აღმოჩნდა, რომ დღეიდან ბარში ცოცხალ მუსიკაზე ბენდი იზრუნებდა, რაც კლიენტების რაოდენობას ერთიორად გაზრდიდა. ეს კი სწორედ ის იყო, რაც ნაილს და ელისონს სურდათ. მეგობარმა წყვილს ეს შესანიშნავი ამბავი ღიმილით მიულოცა და ისიც შეიტყო, რომ ნაილი ბენდში ერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაიკავებდა ადგილს. ჰარიმ იცოდა, რომ მისი ბავშვობის მეგობრის შეყვარებული პატარაობიდანვე შესანიშნავად მღეროდა, შემდეგ კი გიტარაზე დაკვრაც მალევე ისწავლა. ელისონის ნაილისადმი უსაზღვრო სიყვარულის და მისი გაუთავებელი საუბრის წყალობით ბიჭები ძალიან მალე დამეგობრდნენ და ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდნენ. ახლა კი უკვე როგორც დიდი ხნის ბავშვობის მეგობრებს, ისეთი ურთიერთობა ჰქონდათ.
ჰარი ნაილს და ელისონს კიდევ ერთხელ გადაეხვია, კარში ჩქარი ნაბიჯით გავიდა და როზალინის სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
-ისევ მოტოციკლით მოხვედი, არა?-თავი გააქნია ქალმა და ბიჭი ოთახში შეუშვა.
-ხომ იცი, რომ არ უნდა გეშინოდეს? აი, თუ ერთხელ დამთანხმდები და ნებას მომცემ რომ გაგასეირნო თვითონ ნახავ, რომ ძალიან კარგად ვმართავ...-როზალინს გულიანად გაეცინა.
-მაგისთვის საკმაოდ დავბერდი...არაფერი გამოგივა, ცუღლუტო მწვანეთვალებავ!- ცხვირზე თითი ჩამოჰკრა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.
როზალინმა ბიჭს მისი საყვარელი ალუბლის ღვეზელი წინ დაუდო და იმ სასაცილო კომენტარებს დაელოდა, რომელსაც როგორც წესი, ჰარი ყოველი ლუკმის შემდეგ ამბობდა.
დამსახურებული ქების მიღების შემდეგ ქალმა ჰარის ჰკითხა:
-აბა, რა გეგმები გაქვს ახლო მომავალში?
ჰარიმ მშვენივრად იცოდა, რომ როზალინი მის დაბადების დღს გულისხმობდა, მაგრამ ამ თემაზე ხმა არ ამოუღია.
-ორ დღეში გამოცდა მაქვს და ვემზადები. ხომ იცი ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს...
-ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად გამოგივა ყველაფერი. მთავარია სურათები მოეწონოთ, თეორიას მარტივად ჩააბარებ...ოჰ, როგორ ვამაყობ შენით!-ლოყაზე აკოცა.
-როზალინ, რა კარგია შენ რომ მყავხარ.
დიდხნიანი საუბრის შემდეგ ქალმა ჰარის ჩაფხუტი თავისი ხელით დაახურა და უკანალზე ჩქმეტით გააცილა. თან მიაძახა, ფრთხილად იარეო და სახლში მთქნარებით შევიდა.
მათი ურთიერთობა მართლაც რაღაც განსაკუთრებული იყო. როზალინს შვილი არ ჰყავდა, ჰარის კი- დედა. ისინი ერთმანეთს ავსებდნენ და იმას აძლევდნენ, რაც ორივეს აკლდა. ამაზე ხმამაღლა ხშირად არ საუბრობდნენ, მაგრამ გულში ორივე ღმერთის მადლობელი იყო, რომ ერთმანეთი გაიცნეს და ახლა გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდათ, რომელთანაც თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ნამდვილ ოჯახში.

          

                                                          All the love, N

გვიანი სერენადა(H.S)Where stories live. Discover now