ნაწილი 2

42 6 0
                                    


ჰარის გამოცდამდე ორი დღე იყო დარჩენილი, ამიტომ გადაწყვიტა ცოტა ხნით ყველაფერი დაევიწყებინა და მხოლოდ ამაზე კონცენტრირებულიყო. თეორიული მასალის გამეორების შემდეგ მთელი დრო ფოტოების დამუშავებას დაუთმო. ლეპტოპის ეკრანს უყურებდა და ფიქრობდა. ცდილობდა გამოეცნო ჟიურის წევრები რას ეტყოდნენ. რაც უფრო დიდხანს აკვირდებოდა, მით უფრო მყარდებოდა მისი თავდაჯერებულობა და გრძნობა, რომელიც ჰკარნახობდა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევდა.
დილით ამაზე სწრაფად არასდროს გაუღვიძია. ღელავდა, თუმცა გარეგნულად არაფერს იმჩნევდა. სადარბაზოდან გასვლისას როგორც ყოველთვის რამოდენიმე ფოტო გადაიღო და მეტროს კიბეებს სირბილით ჩაუყვა. როზალინთან სწრაფად მიირბინა. მანაც წარმატება უსურვა და ჩვეულებისამებრ დაემშვიდობა. ჰარიმაც როგორც ყოველთვის მოჭუტული თვალებით გახედა და თავი სიცილით გააქნია.
უნივერსიტეტის ეზოში შეაბიჯა თუ არა, ყურებში გამაღიზიანებელი ხმა ჩაესმა.
-ჰეი, ჰარი! როგორ ხარ?-მასთან მიირბინა და ცალყბა ღიმილით მიაჩერდა.
-რა გინდა, ედ?
-კარგი რა, მეგობარო, არ გინდა ჩემს წვეულებაზე მოხვიდე? კარგად გავერთობით.
-ჩვენ მეგობრები არ ვართ და ჰო, წვეულებაზე აუცილებლად მოვალ. როგორ შემიძლია ეს გამოვტოვო, როცა ვიცი, რომ ჩემი იქ ყოფნა ძალიან გაგახარებს?-მხარზე ხელი დაარტყა და გაუღიმა.
-აბა რა, ჰაროლდ! მაშინ შეხვედრამდე, მეგობარო!-მანაც გაიცინა და ჰარის ხელის მოშორებას შეეცადა, მაგრამ როდეც მისი თითები უფრო ძლიერად იგრძნო გაჩერდა.
-შენი ადგილი იცოდე, ედვარდ...-მკაცრად შეხედა და შენობაში შევიდა.
გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა საბოლოო პასუხს საღამოს შეატყობინებდნენ, რადგან ჯერ გაგზავნილი სურათებიც უნდა შეეფასებინათ.
უკვე აღარაფერზე ღელავდა, ამიტომ გადაწყვიტა წვეულებაზე ნაილი და ელისონიც წაეყვანა. მარტო რომ მისულიყო, ალბათ რაღაც ცუდი მოხდებოდა და ამის თავიდან აცილება უნდოდა.
სახლში მისვლისთანავე მათ დაურეკა, თუმცა უარი მიიღო, რადგან მეგობარ ბარის მეპატრონეებს ბევრი საქმე ჰქონდათ. ადვილი ხომ არაა საკუთარ ბარში ბენდის დაქირავება? თავიდან ისიც იფიქრა, სახლში დავრჩებიო, მაგრამ გეგმების უქონლობის გამო გადაიფიქრა და აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად. მობილური ყოველი შემთხვევისათვის სარეცხ მანქანაზე დადო, რადგან შესაძლოა გამოცდის შედეგის შესატყობინებლად დაერეკათ, თუმცა არაფერი.
პირსახოცშემოხვეული ჰარი ოთახში დააბიჯებდა და გონებაში იმაზე წუწუნებდა, რომ აქამდე არავინ დარეკა. მისი მთელს სახლში ბოდიალი იქამდე გაგრძელდა, სანამ მხრებზე ჩამოყრილი ხვეული თმიდან ჩამოსულმა ცივმა წვეთებმა არ შეაწუხა. ტანზე მომდგარ შავ შარვალში და ამაზე ოდნავ ღია პერანგში გამოეწყო. სველი თმა სწრაფად შეიკრა და ჩაფხუტი მოირგო.
მოტოციკლით სეირნობა ძალიან უყვარდა, ამიტომ გრძელი გზა აირჩია და ედის სახლამდე მანძილი მაქსიმალურად გაწელა.
სად წავიდოდა? იქ მისვლა ნამდვილად არ უნდოდა, თუმცა სახლში ჯდომას და ზარის მოლოდინში ტელეფონის ეკრანზე მიშტერებას ცოტა გართობა მაინც ჯობდა.
ზუსტად ის სიტუაცია დახვდა, რასაც ელოდა- ტიპიური ბანალური სტუდენტის წვეულება.
თინეიჯერებით გატენილი სახლი;
მოზარდები, რომლებმაც სასმელი პირველად გასინჯეს და ახლა ბუჩქებში არწყევდნენ, ხოლო მათი ,,გამოცდილი'' მეგობრები შუბლს უჭერდნენ;
ბიჭები, რომლებიც არც თუ ისე სექსუალურ გოგონებს თავიანთ გამოგონილ ჩხუბის ისტორიებს უყვებოდნენ, რათა რაც შეიძლება მალე დაეკმაყოფილებინათ მოთხოვნები და სულელი გოგონები, რომლებიც მათ აღტაცებით უსმენდნენ და ამ სისულელეებს იჯერებდნენ, ან უბრალოდ თავს აჩვენებდნენ, რადგან საწოლში ახლადგაცნობილი ბიჭის სახელის კვნესა ეჩქარებოდათ.
და ბოლოს, ალკოჰოლის, სიგარეტის, მოსაწევის, და ათასნაირი სუნამოს ერთმანეთში არეული სუნი დამძიმებულ ჰაერთან ერთად.
ჰარიმ სასმელი სწრაფად აიღო და მეორე სართულზე კიბესთან დადგა, საიდანაც თითქმის ყველაფერი ჩანდა, თუ ოთახში შეკეტილ სტუდენტებს არ ჩავთვლით, რომლებსაც ახლა არაფერი ანაღვლებდათ. უეცრად ბიჭმა ფეხთან ვიბრაცია იგრძნო და უცხო ნომერს დახედა. შემდეგ კი აივანზე გავიდა, სადაც შედარებით სიმშვიდე სუფევდა.
-მოგესალმებით, მისტერ სტაილს. მე იზაბელა ადამსი გახლავართ. თქვენი ტესტირების პასუხის შესატყობინებლად გაწუხებთ...-ჰარი დარწმუნებული იყო, რომ ქალი ღიმილით ესაუბრებოდა, თუმცა ამის მიზეზს იქამდე ვერ მიხვდა, სანამ იზაბელამ სათქმელი ბოლომდე არ უთხრა და მათ შორის ზარი არ გაწყდა.
-საღამო მშვიდობის, მის ადამს! დიახ, გისმენთ?!
-მინდა მოგილოცოთ, მისტერ სტაილს! თქვენ თეორიულ ცოდნაში საუკეთესო შეფასება მიიღეთ. რაც შეეხება სურათებს...-შეყოვნდა- ყველა ჟიურის წევრი აღფრთოვანებული დარჩა თქვენი ნამუშევრებით! მისტერ ეტკინსონს სურს ხვალ დაგელაპარაკოთ, ამიტომ იმედია უნივერსიტეტში მობრძანდებით, დაწვრილებით იქ გესაუბრებათ...
-რა თქმა უნდა. დიდი მადლობა.
-ხვალამდე, მისტერ სტაილს!
-ღამე მშვიდობის, მის ადამს!
ბიჭი უზომოდ ბედნიერი იყო. უხაროდა, რომ როზალინს იმედები არ გაუცრუა. დედა ცოცხალი რომ იყოს, ისიც აუცილებლად იამაყებდა მისით...
ჰარი უმაღლეს შეფასებას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა იცოდა, რომ ასე თუ ისე ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. მის ადამსმა ცოტათი დააბნია, როცა მისტერ ეტკინსონი ახსენა. იქნებ პირადად უნდა მიელოცა მისთვის ეს სასიხარულო ამბავი? თუმცა ეჭვი ეპარებოდა, უდიდესი უნივერსიტეტის დირექტორს ამის დრო გამოენახა.
ჰარიმ გონებაში უნივერსიტეტში მომხდარ ბოლო დროის მოვლენებს გადაავლო თვალი და მისტერ ეტკინსონთან ვიზიტის დანიშვნის მიზეზსაც მიხვდა. სავარაუდოდ, ისევ ედის წარბის გახეთქვაზე მოუწევდა პასუხის გება. თუმცა, მაინც ვერ ხვდებოდა, რა აზრი ჰქონდა ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ დირექციასთან საუბარს. ნუთუ ვერ ხვდებოდნენ, რომ სანამ ასე ნაბიჭვრულად მოქცევას და სტუდენტებისთვის ნარკოტიკის მიყიდვას არ შეწყვეტდა არაფერი გამოვიდოდა?
როგორც ჩანს, საქმე ამჯერად უფრო ცუდადაა, მაგრამ ახლა ჰარის ეს დიდად არ ადარდებდა.
ბიჭმა მიმოიხედა და გონებაში საკუთარ თავზე გაეცინა. მის გარშემო უამრავი გამომწვევად ჩაცმული გოგონა იყო, თანაც ახლახან შესანიშნავი ამბავი შეატყობინეს, ის კი ვიღაც ნაბიჭვარზე ფიქრობდა. შარვალზე დაიხედა, სიცილით გადაამოწმა ჰომოსექსუალური ნიშნები ხომ არ გამოუმჟღავნდა და აივნიდან ისევ მეორე სართულზე დაბრუნდა.
მოაჯირზე ჩამოყრდნობილი ალკოჰოლს ნელა ყლუპავდა, როდესაც წელზე ვიღაცის ხელები იგრძნო. გაეღიმა, თუმცა არაფერი უთქვამს.
-ძალიან მინდიხარ...- ჩასჩურჩულა გოგომ ყურში და ხელი სასქესო ორგანოზე ძლიერად მოუჭირა.
ბიჭი მოაჯირს მოსცილდა და ახლა უკვე მის წინ მდგომს შეხედა, რომელსაც ცალი ხელი პირზე აეფარებინა და თვალებგაფართოებული შესცქეროდა მას. სიბნელის მიუხედავად მის სახეზე დაბნეულობას მაინც ხედავდა.
-ღმერთო ჩემო!.. მე... აჰ, ჩემი შეყვარებული მეგონე! ბოდიში.-ნერვიულად გაიცინა და ოდნავ გაწითლდა. შეიძლება ალკოჰოლის გამო, თუმცა მის თვალებში სირცხვილი ნამდვილად ჩანდა.
ჰარის ამაზე ხმამაღლა გაეცინა. გოგონამ შეუბღვირა და ტელეფონზე საუბარი დაიწყო.
-...სად ხარ?.. მეც აქ ვარ, მაგრამ ვერსად გხედავ...-ჰარის ხმამაღალი მუსიკის გამო გოგოს სიტყვები ბუნდოვნად ესმოდა.-ხელს მიქნევ? აჰ, მაინც ვერ გხედავ...
ბიჭი მისკენ გაიწია და მხარზე ხელი დაადო.
-ის ხომ არაა?- თითით გოგონების წრეში მდგარ ქერა ბიჭზე ანიშნა, რომელიც ხელებს იქნევდა და აქეთ-იქით იყურებოდა. თან ამაოდ ცდილობდა მის სხეულზე მოსრიალე გოგონას ხელები ყველასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.
-ჰო, ისაა.-ჩუმად ამოილაპარაკა და მათზე გაშტერებულმა ტუჩი მოიკვნიტა.
თუ ეს ქერა მისი შეყვარებულია, ახლა თავს შესანიშნავად ნამდვილად არ უნდა გრძნობდეს.-გაიფიქრა ჰარიმ.
გოგომ იმ ახალგაზრდებისკენ ბოლოჯერ გაიხედა და აწყლიანებული თვალებით მოშორდა გვერდით მდგომს. ბიჭმაც ჩათვალა, რომ მარტო ყოფნა სურდა და ნება მისცა გაცნობის გარეშე წასულიყო.
 

                                                          All the love, N

გვიანი სერენადა(H.S)Where stories live. Discover now