გამარჯობა..მე ემი გიგლზი ვარ,17 წლის. ვხცოვრობ ლოს-ანჯელესში, ჩემს მეგობრთან ერთად, ტარასთან.ჩვენ ორივე გართობის მოყვარულნი ვართ და ერთი სული გვაქვს როდის გავხდებით 21-ის,რომ კლუბებში ცეცხლი დავანთოთ,სიმართლე გითხართ, გვიცდია შესვლა, მაგრამ გამოგვყარეს, რაზეც სულ მეცინება.
ახლა,ამ წუთას კაფეში ვზივარ და მატემატიკას ვწერ ვითომ, გარტყმაში არ ვარ,ტარას ველოდები, ცოტას მაინც მომეშველება.მალევე ჩემმა ტელეფონმა ბზუილი დაიწყო.
- გისმენ,ტარა, სად ხარ აქამდე?- ამოვიხვნეშე.
- გოგო, ვერ მოვალ,- ხმა შეეცვალა.
- რა ხდება?
- ის მაქვს, ხო ხვდები,- ტელეფონში ჩურჩულებდა,რომ მის ძმას არ გაეგო ალბათ,მეკიდევ ავკისკისდი.
- კაი, ჯანდაბას მოვალ,არადა დღეს არ მინდოდა სახლში ყოფნა,- დავიწუწუნე,მანაც კარგად დამცინა და გათიშა.
ბართან მივედი,ერთი ცივი მარწყვის შეიქი შევუკვეთე,
მალევე ჩემი უგემრიელესი შეიქი მომაწოდეს, ფული გადავიხადე და წრუპვა წრუპვით გავედი კაფედან. მოულოდნელად კი..
- აიჰ,- წამოვიკვნესე,როდესაც ფეხი რაღაცას წამოვკარი და ვიღაცას შევასკდი,მისი ძლიერი მკლავები,რომ არა, ალბათ წავიქცეოდი.უხეშად წამომაყენა, როდესაც შევხედე შემეშინდა, ცისფერი თვალები გაუმუქდა ბრაზისგან,მის პერანგს დავხედე და პირი დავაღე,ჩემი მარწყვის შეიქი გადავასხი.
- მ..მაპ..მაპატიეთ, მე..ეს..- დაბნეულმა სიტყვა ვერ გადავაბი.
- წინ იყურე, ბავშვო!- შემიღრინა და უკან გაბრუნდა.ხო, ვაღიარებ,დამნაშავე ვიყავი, მაგრამ არ იყო ასეთი სიუხეშე საჭირო.
თვალები ავატრიალე, ჩემი ლამაზი კაბა შევისწორე და გზა გავაგრძელე,ცარიელი ჭიქა სანაგვეში ვისროლე.
YOU ARE READING
Just like you (L.T) დასრულებულია
Fanfictionფიკი 17 წლის სკოლის მოსწავლისა და მისი მეზობლის,ლუის უცნაური და ამავდროულად სასიამოვმო ურთიერთობის შესახებაა. ფიკი დაწერილია 2017 წელს