*სამი თვის შემდეგ*
სამი თვე გავიდა, რაც დედა მკურნალობს, მეკიდევ სკოლის შემდეგ კაფეში დავდივარ,მიმტანად დავიწყე მუშაობა,ლუის თუ უნდა,რომ დედაჩემის მკურნალობის ხარჯები თავის თავზე აიღოს, მეც რაღაცაზე ხომ უნდა ვიზრუნო.ჩემი ხელფასით სახლისთვის რაღაცებს ვყიდულობ ხოლმე და გადასახადებსაც ვიხდი.
ალხა უკვე საღამოა,ჩემი ცვლა მთავრდება, კაფეს ჯულიანი კეტავს, მეორე მიმტანი. წინსაფარი მოვიხსენი, იქვე ჩამოვკიდე და ქურთუკი მოვიცვი. დღევანდელი ჩაის ფული საფულეში მოვათავსე და ჩანთაში ჩავტენე იქვე ლუის ნაჩუქარმა პისტოლეტმა ამოყო თავი, მაგრამ მალევე ჩავჩქმალე შიგნით.
- ჯულიან,ნახვამდის,- ყურადღება არც მომაქცია,ამოვიხვნეშე.
ნაგვის პატარა პარკს ხელი მოვკიდე და კაფედან გამოვედი,როდესაც საკმაოდ გავცდი იქაურობას მოსახვევში გავუხვიე,რომ ნაგავი გადამეყარა,როცა მოვბრუნდი მოულოდნელობისგან შემეშინდა და ჰაერში ავხტი.
- ღმერთო ჩემო, ჯულიან..- გავიცინე და წელში გავწორდი. უთქმელად დაიხარა ჩემკენ და ყელზე კოცნა დამიწყო, უცაბედად ამოვიკვნესე,თუნცა ხელები მკერდზე დავადე და ვკარი.
- ჯულიან,რა ჯანდაბას...- არ დამამთავრებინა წინადადება, დანა ამოიღო და ყელზე მომადო.
- ჯულიან..- შიშისგან ხმა ამიკანკალდა და ჩანთაში შეუმჩნევლად ქექვა დავიწყე.ის ისევ განაგრძობდა ჩემს კისერზე კოცნას და ჩანთაში ქექვის უშედეგო მცდელობის გამო ხელი ვკარი, მან კი ის ხელი გამარტყა,რომლითაც დანა ეჯავა,ტკივილისგან ხმამაღლა დავიკივლე,ლოყა საშინლად ამეწვა,ტკივილის გამო ტირილი დავიწყე. შევნიშნე, რომ ძირს დავარდნილი ჩანთიდან პისტოლეტი იყო გადმოვარდნილი.როდესაც ჯულიანი დაიხარა და ჩუმად ჩამჩურჩულა ,,დამჯერი გოგო იყავი და ყველაფერი კარგად იქნება." მაინც არ დავნებდი, მუხლი პირდაპირ ნიკაპში ამოვცხე და ცალი ხელით უკან გავბობღდი, პისტოლეტის ასაღებად, მეორე ხელით სისხლს ვაკავებდი, რაც არც ისე კარგად გამომდიოდა.ჯულიანმა სიმწრისგან დამიყვირა და ვიდრე მომიახლოვდებოდა პისტოლეტი დავუმიზნე.სიცილი დაიწყო.
- შენ ვერ მესვრი,- გადაიხარხარა, ამ დროს ჩახმახს გამოვკარი აკანკალებული თითი, ტყვიამ მის ფეხში გაიარა,რასაც მისი სასტიკი ყვირილი და ხვნეშა მოჰყვა,911-ზე დავრეკე და როდესაც განვაცხადე, რაც ხდებოდა, გონება დავკარგე.
*აგრძელებს ლუი*
როდესაც ემის მივაკითხე კაფე დაკეტილი დამხვდა,გამიკვირდა აქვე რომ არ მიცდიდა, ამიტომაც გადავურეკე, მაგრამ არავის უპასუხია,ცოტა ავნერვიულდი, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და გზა წინ გავაგრძელე, იქნებ შემხვდეს სადმე,ერთ-ერთ შესახვევთან სასწრაფოს და პოლიციის მანქანა იდგა, ამოვიხვნეშე და გზა გავაგრძელე,მალევე ჩემმა ტელეფონმა ბზუილი დაიწყო. ის იყო.
- ემი, სად ხარ?- ეგრევე მივახალე,მაგრამ კაცის ჩასუნთქვამ მაიძულა, ყურმილი ოდნავ მომეშორებინა.
- ემი?
- ემი არ ვარ..- დამწუხრებუკი ხმით ამოილაპარაკა.
- ვინ ბრძანდებით?
- ოფიცერი იულიამსი.
- ოფიცერი?ემი სად არის?
-მეშვიდე კვატალში, სახის არეში დაჭრეს და სასწრაფოს გამოძახების შემდეგ უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ, ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ კარგად იქნება,- თქვა მან, მეკიდევ მანქანა დავატორმუზე ანერვიულებულზე.
- მ..მეშვიდე?- ამოვილუღლუღე.წეღან იმ ადგილს გამოვცდი, სადაც სასწრაფოსა და საპატრულო მანქანა იდგა,სასწრაფოდ მოვაბრუნე მანქანა და წამებში იქ გავჩნდი.
- რა მოხდა? როგორ არის ემი?- გათიშულმა ვკითხე ოფიცერს,რომელსაც უკვირდა ასე მალე, როგორ გავჩნდი მასთან.
- არ ვიცი ჯერ რა მოხდა,როდესაც გოგონას გონს მოვიყვანთ, აუცილებლად გავესაუბრებით,- მითხრა მშვიდად,- კიდევ ვიღაც ბიჭი ვნახეთ, მუხლის არეში იყო დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით,- გამახსენდა პისტოლეტი რომ ვაჩუქე,რაც მუშაობა დაიწყო, იმის მერე სულ ჩანთაში ჰქონდა ჩამალული.
ოფიცერს არაფერი უკითხავს,ეგრევე სასწრაფოს მანქანას დავედევნე და საავადმყოფოში მისვლისთანავე ემი გადმოიყვანეს, როდესაც მისი სახე დავინახე გული რამის გამისკდა.საავადმყოფოს დერეფანში მიასრიალებდნენ საკაცეს, რომელზეც ის იწვა,მეკიდევ არ შემიშვეს მასთან ერთად,დამტოვეს კარსმიღმა.
***
დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი მიახლოვდება.
- ემისთან თქვენ ბრძანდებით?- თავი დავუქნიე.
- ბევრი სისხლი დაკარგა,მაგრამ ახლა უკეთ არის, ჭრილობა გავუკერეთ,თუმცა ვშიშობ შრამი დარჩება.
- ესეიგი კარგად იქნბა..- თავი დამიქნია,სიხარულისგან გამეღიმა და ამოვიხვნეშე.
*მეორე დღეს*
*აგრძელებს ემი*
გონს რომ მოვედი სახე მეწვოდა, მინდოდა ხელი მომეკიდა,მაგრამ რაღაცამ შემიშალა,თვალები გავახილე,ხელზე ხელბორკილი მეკეთა,შეშინებული საწოლიდან წამოვხტი, მაგრამ სად გავიქცეოდი,პანიკურად მივიხედ მოვიხედე,პალატაში ვიყავი,მაგრამ დაბმული რატომ ვარ.. ვერ ვიაზრებ.მალევე პალატის კარი იღება და პოლიციის თანამშრომელი შემოდის,უკან კი ლუი მოჰყვება.
- რა ხდება, რატომ ვარ მიბმული?
- არ ვიცი, პატარავ,- მცრები აიჩეჩა ლუიმ და ოფიცერს გადახედა.
- რამოდენიმე კითხვაზე შეძლებ პასუხის გაცემას?- მკითხა ოფიცერმა, რომლის სამკერდეზეც ეწერა,ოფიცერი ჯონასი.
- ჯერ ეს ჯართი მომაშორეთ ხელიდან,- ლუის ჩუმ ჩაცინებას მოვკარი ყური.
- ჯერ კითხვ...- არ დავამტავრებინე,ეგრევე ჩავაკვეხე ჩემი სათქმელი.
- არაფერი არ მაქვს სათქმელი,ლოყის ტკივილს ხელიც ემატება,- ოფიცერი იძულებული გახდა ხელბორკილი მოეხსნა ჩემთვის, სხვა გზა არც ჰქონდა, ისე არაფერს ვიტყოდი ან საერთოდ რა უნდა ვთქვა.
- ესეიგი,ემიგუშინ ღამით სად იყავით?
- რა?
- უბრალოდ უპასუხე,- მითხრა ლუიმ მშვიდად.
- კაფეში ვიყავი, ვმუშაობდი.
- შემდეგ?- ოფიცერმა ჩაიწერა და შემდეგ მთხოვა გამეგრძელებინა.
- შემდეგ ნაგვის პარკი ავიღე და მის გადასაყრელად წავედი, სანამ ლუი მომაკითხავდა,- მან ისევ ჩაინიშნა და შემომხედა.
- ის ბიჭი ვინ იყო?
- ის ბიჭი,დიდი ნაბიჭვარია!- ოფიცერმა უცნაური სახე მიიღო.
- რა მოხდა, მომიყევი.
- უკან გამომკიდებია, შემდეგ კიდევ ყელში კოცნა დამიწყო!- როდესაც ეს სიტყვები ჩემგან გამოვიდა,ლუის ხელები დაეჭიმა, რაზეც ხმა ამიკანკალდა.იმის გამო კიარა,რომ ლუი გაბრაზდა, იმ ნაბიჭვრის გამო, არამედ იმიტომ,რომ წუხანდელის გახსენება ცუდად მხდიდა.
- ხელი რომ ვკარი, დანა მომიშვირა,ისევ შევეწინააღმდეგე, რის გამოც დამარტყა,- სახეზე ცრემლები ჩამომცვივრა,რის გამოც ლოყა ოდნავ ამეწვა.
- ის ბიჭი თქვენი დაჭრილია, იარაღზე თვენი თითის ანაბეჭდები იყო,- ამის გამგონებისას გამაჟრიალა.
- მოკვდა?- შეშინებულმა ვკითხე.
- მიპასუხე,- თქვა ოფიერმა
- დიახ, მე დავჭერი..
- როგორ?
- პისტოლეტი ჩანთაში მქონდა..
- მესმის,რომ თავდაცვისთვის გამოიყენეთ პისტოლეტი, მაგრამ საიდან გქონდათ თქვენ ის?- დავმუნჯდი,გავქვადი,ლუის მზერას ვგრძნობდი,მაგრამ არ ვუყურებდი, ახლა რა უნდა ვუთხრა?
- ემი..?- გავიგონე ოფიცერის ხმა.
- მე მივეცი..- უეცრად ლუის პირიდან ამოღერღა ამ სიტყვებმა,რაზეც გაშტერებულმა გავხედე მას,ოფიცერი წამოდგა და ლუის მიუბრუნდა, მეკიდევ თავს ვიქნევდი ეს რატო თქვი მეთქი,ეს კი მართალია, მაგრამ რაიმე ტყუილის მოფიქრება შეიძლებოდა..
- კარგით, ემი, მადლობა,- მითხრა ოფიცერმა და ლუის ანიშნა გაჰყოლოდა უკან,მისი გასვლის შემდეგ ლუის ხელში ვწვდი.
- ეს რატომ თქვი?
- მაინც გაიგებდნენ..
- საიდან?
- ჩემი ძმაკაცის მამა ძაღლობაში მუშაობს და..
- მოპარული გქონდა?
- არა, მაგრამ მაინც.
- ახლა დაგიჭერენ?
- ჰო, თუმცა დიდხნით არა...- ამის თქმის შემდეგ ამეტირა.
- მიყვარხარ და ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება,- ჯერ ტუჩებზე მაკოცა, შემდეგ ნაზად შეხვეულ ლოყაზე მაკოცა,ლუის გასვლის შემდეგ, ექიმი შემოვიდა,იქამდე მოვასწარი დამენახა,როგორ დაადეს ხელბორკილები,მეკიდევ პანიკაში ჩავვარდი.
- არა..არა..ჯანდაბა,ლუი.. არა,- ყვირილი დავიწყე,თან ავქვითინდი, მაგრამ,როდესაც ექიმმა ვენაში წამალი შემიყვანა თავბრუს ხვევა ვიგრძენი,დამამშვიდებლის დიდმა დოზამ მაიძულა ისევ დამეძინა.
_________________________________________
სურათი რა კარგად ჩაჯდა ფიკში.😂✌️
მთელი რვა თავი ვწუწუნებდი,სადაა დრამა მეთქი,მაინც ჩამიკვეხებია რაღაც 😂🤦🏻♀️ხვალ ფინალურ თავს დავდებ❤️
YOU ARE READING
Just like you (L.T) დასრულებულია
Fanfictionფიკი 17 წლის სკოლის მოსწავლისა და მისი მეზობლის,ლუის უცნაური და ამავდროულად სასიამოვმო ურთიერთობის შესახებაა. ფიკი დაწერილია 2017 წელს