პირველი სიყვარული

387 33 5
                                    

როდესაც ვივახშმეთ დედამ ლუის რაღაცებზე დაუწყო საუბარი,მეკიდევ მომიწია ჭუჭყიანი თეფშების დარეცხვა, რაზეც ნერვები ამეშალა.
- ლუი, რა გვარის ხარ?
- ტომლინსონი,- უკან რომ მივიხედე ლუისაყვარლად იღიმოდა.არც შევუმჩნევივარ რომელიმეს, უბრალოდ ლაპარაკობდნენ. როცა დავამთავრე მათ საუბარში ჩავერიე.
- მეძინება,-  ძლივს მივიქციე მათი ყურადღება.
- რჩებით?- იკითხა დედამ
- რა თქმა უნდა,- ამოვიხვნეშე და ლუის გავხედე.
- წამოდი,ლუი..-  ეშმაკურად გამიღმა.
- თქვენ რა, ერთად იძნებთ?
- რა იყო, წინააღმდეგი ხარ?- შევუბღვირე მან კი წარბი ამიწია.
- დიახაც,რომ ვარ.
- მეც წინაადეგი ვარ,რომ შენ რამე ამიკრძალო, იმის მერე, რაც გააკეთე, მიმატოვე და გაუჩინარდი.
- კაი ემი,- მითხარა ლუიმ და ხელი მხარზე დამადო.ამოციოხრე, ჩემს ოთახში ავედით და საწოლში შევწექით ეგრევე.
- რატომ მიგატოვა?
- რატომ არ ჰკითხე? ეგ მეც მაინტერესებს, ალბათ არ ეყო რაც გააკეთა და..- გამაჩერა.
- კაი, ნუ ბრაზობ.
- როგორ თუ ნუ ვბრაზობ,- წამოვიკივლე,- დედაშენს რომ სხვა კაცთან ეღალატა მამაშენისთვის, მიეტოვებინე და შემდეგ მოსულიყო, რას იზავდი?
- ხო, მეც შენნაირად ვიქნებოდი,ამოიოხრა,- მაგრამ..
- რა,ლუი, რა მაგრამ?
- რომ ბრაზდები ძალიან სექსუალური ხდები და...- მხარი გავკარი, გაიცინა. ვერ შევიკავე და მეც ამიტყდა სიცილი.
- ჩემი სულელი ბიჭი ხარ..- ტუჩებზე ვაკოცე.
- კაი, დაიძინე, რომ დამშვიდდე,- ჩამეხუტა,რამაც მომადუნა.

დილით,როცა გამეღვიძა, ცხრა საათი ხდებოდა, წამოდექი ლუის გამოვეპარე და დაბლა ჩავედი, დედა არ იყო, ალბათ წავიდა,ისევ.
ყავა მოვიმზადე და ნელ -ნელა ვსვამდი, როდესაც ლუი ჩამოვიდა.
- რატომ გაიღვიძე ასე ადრე?- მხრები ავიჩეჩე.
- შენ?
- შენ რომ გამომეპარე დიდხანს ვერ გავძელი,- ჩემს წინ ჩამოჯდა. წამოვდექი და ნახევარი ყავა ნიჟარაში ჩავღვარე.
- თავის ტკივილი არ მივლის,წამალიც არ მშველის,- ამოვიხვნეშე,როცა მივტრიალდი ლუი ჩემს წინ იდგა..
წამოვიკივლე და გულზე მივიდე ხელი.ჩაიცინა და მაგიდაზე შემომსვა.
- მოდუნდი და დამშვიდდი,- კისერზე კოცნა დამიწყო.
მისმა კოცნამ მართლაც მომადუნა.ლუიმ მაისური გადაიძრო,ჩემიც ზედ მიაყოლა.ლიფის ზემოდან მკერდზე ნაზად მკოცნიდა,შემდეგ ტუჩებზე შემეხო და სასიამოვნოდ კოცნა დამიწყო,ხელი წურგზე მომისვა, ლიფის გახსნა დააპირა,როდესაც კარის ხმა გაისმა.
- ემი...- წამოიკივლა დედამ და პროდუქტები ხელიდან გაუვარდა. ჩამოვხტი მაგიდიდან და მაიკა გადავიცვი,ლუიმ ძირს დაყრილი პროდუქტები აკრიფა.
- ვა, დედაა...- ცალყბად ჩავიღიმე.
- ვა, შვილოო...- ისეთი ხმით თქვა, თითქოს არ მოელოდა,რომ ასე დამინახა ბიჭთან ერთად.ნუ შეყვარებულთან.
- მაღაზიაში ვიყავი.
- აი,მეკიდევ მეგონა მიმატოვე, ისევ,- გველურად ვუთხარი,ლუიმ ხელზე მომიჭირა რომ დავწყნარებულიყავი.
- ემი, ოთახში ავიდეთ, უნდა დაგელაპარაკო,- მითხრა ლუიმ, ამოვიხვნეშე და გავყევი.
ნახევარი საათი იმაზე დამიწყო ლაპარაკი,რომ რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში, დამევიწყებინა, მაგრამ ამაზე უფრო ვბრაზობდი.
- ლუი,  როგორ  მიჭირდა მის გარეშე,იცი? ძალიან რთული გარდატეხის ასაკი მქონდა და მე დედა მჭირდებოდა.შენ რომ არ გამოჩენილიყავი ალბათ, მართლაც მოვკვდებოდი,- ავტირდი,ახლოს მოიწია და მომეხვია.
- გეტყობა,რომ გინდა ჩაეხუტო და უთხრა,გიყვარს, ყველაფრის მიუხედავად,მაგრამ იმდენად ჯიუტი ხარ, ამას ვერ აკეთებ.
- ასე არაა..
- აჰა, აი კიდევ,- ჩაიცინა. მოულოდნელად პირველი სართულიდან მტვრევის ხმა გაისმა, შიშისგან წამოვიკივლე და ლუის ავეკარი, შემდეგ ორივემ გაკვირვებულებმა გავხედეთ ერთმანეთს და დაფეთიანებულები ჩავედით ქვემოთ.
- დედა?- დავიძახე და მისაღებში გავედი, სადაც ის უგონოდ ეგდო.
- დედაა...- ჩემს კივილზე ლუი შემოვარდა,როდესაც დედა უგონოდ დაინახა ეგრევე სასწრაფოში დარეკა, მეკიდევ ვცდილობდი,როგორმე გონს მომეყვანა.
როდესაც სასწრაფო მოვიდა საკაცით მანქანაში ჩასვეს,მეც ავხტი  დიდ მანქანაში, ლუიმ მომაძარა,მანქანით დაგეწევითო.
- რა დაემართა?- ვკითხე ექიმს, მაგრამ მხრები აიჩეჩა.
- ზუსტად ვერ გეტყვით მიზეზს, საავადმყოფოში გავარკვევთ,-  სასუნთქი აპარატი მოარგო სახეზე. საავადმყოფოში მივედით თუ არა დედა რეანიმაციაში გადაიყვანეს.მე და ლუი კი კოლიდორში დავბოდიალობდით,უფროსწორედ მე დავბოდიალობდი,ის მე დამყვებოდა.
- ლუი,მეშინია..- ამოვილუღლუღე, გამაჩერა და მომეხვია.
- მშვიდად,პატარავ,- მომეხვია, არ შემეძლო დამშვიდება.
კიდევ რამოდენიმე საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა და თავის კაბინეტში გაგვიძღვა.
- როგორ არის? რა დაემართა?
- დედათვენს სიმსივნე აქვს..- თქვა ექიმმა, რაზეც პირი დავაღე.ერთ წამს გავიფიქრე, ამის შესახებ არ უთქვამს, მაგრამ ჩვენ ნორმალურად არც დაგვილაპარაკია.
- მოკვდება?- ავტირდი.
- საბედნიეროდ განკურნებადია..რაც უფრო მალე დავიწყებთ,მით უკეთესი იქნება..
-ბრა დაჯდება მკურნალობა?
- დაზღვევას შევუმოწმებთ ჯერ, შემდეგ გაგაგებინებთ,- თავი დავუქნიე და გასვლის წინ ვთხოვე სანახავად შევეშვი.
როდესაც დედასთან შევედი,ეღვიძა. ცრემლები შევიმშრალე და მივუახლოვდი.
- აქ ხარ?- გამიღიმა.
- რატომ არაფერი მითხარი?- დავუყვირე ანერვიულებულმა.
- საჩხუბრად მოხვედი?- მოწყენით,მშვიდად მკითხა. ავტირდი და ჩავეხუტე, მანაც მომხვია ხელები და თავზე კოცნა დამიწყო.
- მაპატიე, დედა,-  უფრო ძლიერ ჩამიხუტა.
- მე უნდა მოგიხადო ბოდიში,რომ დაგტოვე.ჩემი თავი მძულს, შენნაირი არაჩვეულებრივი არსება რომ მივატოვე..
- რამე ხომ არ გტკივა?- უარის ნიშნად თავი გააქნია.
ცოტახანს ვისაუბრეთ, შემდეგ კი ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და ცალკე დამელაპარაკა.
დაზღვევა არ ჰქონდა დედას,მისი მკურნალობა კი ძალიან ძვირი ჯდებოდა.
- ახლა რა უნდა ვქნა?- ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა ფიქრი,ლუიმ კი გამომხედა.
- ყველაფერს მოვაგვარებ, შენ არ იდარდო.
- არ ხარ ვალდებული..
- არა, ვარ.
- ლუი...- ტუჩებზე ამაფარა თითი, რომ გავჩუმებულიყავი.
- შენ ჩემი სიყვარული ხარ, არ მინდა იტირო- ლოყაზე მომეფერა,- ვფიქრობ, შენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავი იმავეს იზავდი,- მთელი ძალით მოვეხვიე.ქუჩაში, ბოლო ხმაზე ავბღავლდი,მიყვარხარ მეთქი, მას კი თვალები გაუფართოვდა.
- ღმერთო ჩემო..- ამოილაპარაკა და ჩემკენ მოიწია.
- მეც, მიყვარხარ,- ნაზად მაკოცა, გამეღიმა სიხარულისგან.ადრე არასდროს გვითქვამს ერთმანეთისთვის, არ გამოვმტყდარვართ სიყვარულში ან რაიმე გრძნობაში, მაგრამ  ვგრძნობ, მართლა ვუყვარვარ, ადრე ვერ დავიჯერებდი,თუმცა ახლა მართლა ასეა. ისაა ჩემი ნაწილი,რომლის დაკარგვასაც არასდროს ვისურვებ.

Just like you (L.T) დასრულებულიაOnde histórias criam vida. Descubra agora