part 7: აღელვებული

158 14 15
                                    

ჯიმინი და ჯონგკუკი რამდენიმე კვირაა ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ რამდენიმე კოცნით და თბილი ჩახუტებით თუ შემოიფარგლება. გარეთ უკვე ჩამობნელდა, ჯიმინი წამოწოლილი წიგნს კითხულობს. ჯონგკუკი ჯიმინის ფარჯრიდან შეძვრა ჯიმინის ოთახში, ჯიმინმა უცებ შიშისგან შეჰკივლა მაგრამ ქუქის დანახვისას ნერვები დაიწყნარა. ჯონგკუკმა ჯიმინს ნაზად აკოცა, თუმცა ამ კოცნაში იყო ვნებაც შერეული. ჯონგკუკი ხელებს ჯიმინის ზურგზე ასრიალებდა, ჯიმინს კი ჯონგკუკის ყელზე ქონდა ხელები შემოხვეული. ჯონგკუკი ზედის გახდას აპირებდა როდესაც უცებ ინერციით კედელს შეეჯახა, თავისი თავის შესაჩერებლად ძალა გამოიყენა, ჯიმინი გაოცებული უყურებდა ჯონგკუკს:

ჯკ: პატარავ მაპატიე, ასე არ შეიძლება, ჯერ ამ ყველაფრისთვის ადრეა,
ჯმ: მესმის ქუქ, ბოდიში
ჯკ: პატარავ შენ არაფერ შუაში ხარ უბრალოდ მინდა ეს მაშინ მოხდეს როცა ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით,

ჯიმინი ბოლომდე ვერ მიხვდა ჯონგკუკის ნათქვამს, თუმცა დაეთანხმა, ჯონგკუკის ნათქვამმა სიტყვებმა ,,სამუდამოდ ერთად" მისი გაწითლება ისევ გამოიწვია. ჯონგკუკი საწოლზე დაჯდა ჯიმინი ჩაიხუტა, ჩახუტებულები კი საწოლში გადაეშვნენ, ორივე საწოლზე არიან, ჯონგკუკი ჯიმინს უკნიდან ეხუტება, ჯიმინს კი ეღიმება

ჯკ: პატარავ ხვალ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე და ჩემი მშობლები გაგაცნო
ჯმ: ქუქ არ ვიცი, მათი რეაქციის მეშინია
ჯკ: პატარავ არ შეგჭამენ არ ინერვიულო

ჯონგკუკმა სიტყვებს სიცილი ამოაყოლა, თუმცა ეს თითქოს სიმართლეც იყო

ჯკ: ჯიმინ, ისინი ადამიანის სისხლს არ სვამენ შენ ამაზე არ იფიქრო
ჯმ: კი მაგრ.....

ჯონგკუკმა ჯიმინს სიტყვის დასრულება არ დააცადა, მის საყვარელ ტუჩებს კიდევ ერთხელ დააცხრა

ჯკ: პატარავ ახლა დაიძინე, ხვალ გრძელი დღე იქნება.

ჯიმინმა მალევე დაიძინა, ჯონგკუკი კი კიდევ დიდხანს უყურებდა მძინარეს, როცა დარწმუნდა რომ ჯიმინს ღრმად ეძინა, მხოლოდ მაშინ შუბლზე აკოცა და წამის მეასედში ისევ ჯიმინის ფანჯრიდან გაუჩინარდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 08, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

The life of vampiresWhere stories live. Discover now