part 2: შეხვედრა

142 17 5
                                    

ჯიმინი კორეაში გადავიდა მამასთან. 2 კვირა იყო დარჩენილი სკოლის დაწყებამდე. ჯიმინი ბედნიერი იყო ეს ხომ მისი სკოლის დამასრულებელი წელია. მამასთანაც შეხვედრამ უცნაურად ჩაიარა, არც თბილად, მაგრამ არც ცივად. მართალია მამა ძალიან ენატრებოდა, მაგრამ მისმა დანახვამ ემოციები გადაფარა. სახლში მისვლისას მარტივად დალაგდა, მისი ნივთებიც ადვილად მოათავსა, მამამისს მისი საყვარელი ღია ლურჯი თეთრეული ეყიდა და უკვე ოთახიც გამზადებული ქონდა. ჯიმინიი ცოტა გაოცებული იყო, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია, ბოლობოლო 6 წლის მერე მამამისს იშვიათად ხედავდა და ბოლო 3 წელია საერთოდ არ უნახია.

ჯიმინს ჩამოსვლიდან 3 დღის მერე მამამ მისი მეგობარი ჯონგო და მისი ვაჟი თეჰიონი გააცნო, რომელიც ჯიმინისთვის საინტერესო აღმოჩნდა, ერთად დრო კარგად გაატარეს, რამდენიმე ქილა ლუდიც დალიეს და ბეისბოლსაც უყურეს, დღემ მხიარულად ჩაიარა ყველასთვის. დღე დღეებს მიჰყვებოდა, 2 კვირაც ასე თუ ისე გავიდა, ამ დღეების განმავლობაში ჯიმინი და თეჰიონი ბუსანს ათვალიერებდნენ, ჯიმინი ბედნიერი იყო, მაგრამ გულს თითქოს რაღაც აკლდა. ჯონგმინმა ბიჭი სკოლაში მარტივად მოაწყო, ჯიმინი საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, თუმცა მაინც გულჩათხრობილი, მას ხალხთან ურთიერთობა მარტივად არ გამოსდიოდა.

2 კვირაც მიილია სკოლის პირველი დღე იყო. ჯიმინი ბედნიერი ადგა, მოემზადა სკოლისთვის, თითქოს სკოლაში რაღაც კარგი ელოდა, რაც გულს უჩქარებდა. სწრაფად მოწესრიგდა და სკოლისკენ გაეშურა.

.......................

ჯონგკუკისთვის ეს დამამთავრებელი წელია, თითქოს რაღაც სკოლოსკენ იზიდავს, მას მართალია ყველაფერი ნასწავლი აქვს მავრამ დღეს თავს განსხვავებულად გრძნობს. მოწესრიგდა და სკოლისკენ მიდის.

სკოლაში მივიდა, როგორც ყოველთვის კლასში მის ადგილზე დაჯდა ფანჯრის მხარეს. კლასელების ფიქრებს უსმენდა, უცებ ფანჯრიდან ყურების დროს გაშეშდა, რაღაც გამაბრუებელი სურნელი ეცა, კარებისკენ გაიხედა.

The life of vampiresDonde viven las historias. Descúbrelo ahora