part 4: განსხვავებული

97 14 0
                                    

უცნაური ინციდენტის მერე 1 კვირა გავიდა, სკოლაში თითქოს სიწყნარე იყო, თუმცა სკოლაში ჯიმინი მაინც არჩევდა თვალებს, რომლებიც აშკარად ამრეზით უყურებდნენ, ვერ ხვდებოდა რატომ ხდება ასე? ნუთუ იმ უცნაური შემთხვევის გამო? არა ეს ხომ სისულელეა? თვითონ ვერაფრის დანახვა მოახერხა, ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე და მითუმეტეს ამათ რა უნდა დაენახა?  ამ ფიქრებში ვიღაცამ ზურგზე ხელი დაადო, ჯიმინს წამიერად შიშმა დაჰკრა, თუმცა დაინახა მომღიმარი მასზე მაღალი ბიჭი,

ჯინ: გამარჯობა ახალო სისხლო, როგორ ხარ? დღეს რაღაც ჩვეულებრივზე ჩაფიქრებული ხარ
ჯმ: ახალო სისხლო? ეს რამე ახალია? და შენ ვინ ხარ? ჩაფიქრებული ვარ მერე რაა?
ჯინ: კარგი, კარგი ნუ ბრაზობ, მე ჯინი ვარ, ახალი სისხლი ჰქვიათ ახალ გადმოსულებს, რომლებიც ისევ მოსწავლეების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, აი ჩაფიქრებული რომ ხარ, თითქოს სევდიანი ხარ, მინდა ვიმეგობროთ, ეცადე გაიღიმო ხოლმე
ჯმ:იცი არც ისე ცუდი ხასიათი გაქვს
ჯინ: ოო ეს კომპლიმენტია?
ჯმ: კარგი მოდი ერთი კითხვა მაქვს, მოსწავლეების ინტერესის სფერო მე რატომ მეხება?
ჯინ: იმიტომ რომ არ გამოირჩევი აქაური მოსწავლეების მსავსად, რომლებსაც მდიდარი მშობლები ჰყავს, მაგრამ ხარ სექსუალური, ლამაზი, საყვარელი დაა...........
ჯმ: და გულჩათხრობილი
ჯინ: ოო არ შევცდი, შენი ღიმილი საოცრებაა,
ჯმ: ჯინ გამიხარდა შენი გაცნობა, ახლა კი უნდა წავიდე, გაკვეთილი იწყება.

ჯიმინი ბედნიერი და ოდნავ მომღიმარე მიდიოდა კლასისკენ, ჯინის გაცნობამ მასზე აშკარად კარგად იმოქმედა.

კლასში შესვლის დროს გულის ცემამ იმატა, დაინახა ჯონგკუკი, ფანჯარაში ინტერესით რაღაცას რომ აკვირდებოდა, მის გვერდის სკამზე დაჯდა და წიგნებს იღებდა როდესაც მისი ბოხი, მაგრამ დამატყვევებელი ხმა გაიგონა,

ჯკ: დღეს რაღაც ჩვეულებრივზე კარგ ხასიათზე ხარ, თან გულის ცემაც აჩქარებული გაქვს, რამე მოხდა?
ჯმ: ახალი პიროვნება გავიცანი, მგონი მეგობრობასაც შევძლებ, რაც იშვიათია ხოლმე, ამიტომ ოდნავ ბედნიერი ვარ, მოიცადეე შენ არც კი შემხებიხარ, საიდან გესმის ჩემი გულის ცემა?
ჯკ: ამ... უბრალოდ სახეზე გაწერია, თუმცა შენი გულისცემაზე ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაპატიე ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, შენი ამბავი კი მართლა გამიხარდა.

The life of vampiresDonde viven las historias. Descúbrelo ahora