უკვე ერთი თვეა რაც მამას ადგილი დავიკავე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა მომუშავე პერსონალი გავიცანი და დავუახლოვდი. არ მიყვარს როდესაც შენს მომუშავე ხალხს ხელქვეითად თვლი. რადგან ისინი რომ არა არც ჩვენი კომპანია იარსებებს.
ახლა ჩემს კაბინეტში ვზივარ და ისევ ფასიანი ქაღალდებს ჩავჩერებივარ. ჰარიზე ყოველთვის ვფიქრობ. ყოველ წამს მისი მწვანე თვალები მახსენდება. რომელშიც ძალზედ იოლად შემეძლო ჩაძირვა და მასთან ერთად მომავალზე ფიქრი. ჩემს კომპანიაში მაიკლმა და ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს მუშაობა და ცდილობენ რომ არ მოვიწყინო. ნაილს და ფიბის საჭმელები მოაქვს. დანიელა და ლუის კი ნიძალვზე მეთამაშებიან. ზეინი და ბეკი კი მასხარაობრნ და მაცინებენ. სების და ლიამს რაც შეეხება იშვიათად შემოდიან და ყოველთვის იმას ცდილობენ რომ ჰარის თემას არ შეეხონ. მაიკლ და ჯეიდენი კი ნერვებს მიშლიან. ეს ორი იდიოტი ყოველთვის ასე რომ მექცევა.
უეცრად ტელეფონი მირეკავს. ნაილის ნომერია.
* გისმენ წიწო*
* მედისონ ცუდი ამბავი უნდა გითხრა. *
* კი მაგრამ რა ცუდი ამბავი?*
*ჰარი მანქანამ გაიტანა. ახლა საავადმყოფოში ვართ ყველა და ველოდებით როდის მოვა გონს. *
*რაა? რომელ საავადმყოფოში ხართ?*
ნაილთან საუბარი დავასრულე, ჩემი ნივთები ავიღე და მანქანაში ჩავჯექი. მაშინვე ადგილს მოვწყდი და საავადმყოფოში წავედი. მთელი გზა კი ჰარიზე ვფიქრობდი თუ ახლა როგორ იყო.
,,ჰარი"
თვალებს ვახელ და ვხედავ რომ თეთრ პალატაში ვარ. ბოლოს რაც მახსოვს ის არს რომ მე და მედი აეროპორტიდან სახლში მივედით. ამის შემდეგ კი ყველფერი ბურუსშია გახვეული.
პალატაში ექიმი შემოვიდა და გამსინჯა. ყველაფერი წესრიგში მქონდა გარდა ერთისა. ექიმმა მითხრა რომ მეხსიერება დავკარგე და ბოლო ხნის განმავლობაში არაფერი მახსოვს. ექიმი რამდენიმე ხანი მესაუბრა ბოლოს კი გავიდა. ღმერთო ჩემო ნეტავ რა არ მახსოვს? ალბათ ამ დროის მანძილზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

YOU ARE READING
პატარა მატყუარა (რედაქტირების პროცესში)
Actionყველაფერი დაიწყო ერთი დიდი ნიძლავით. რომელიც მოითხოვს მედისონი იყოს ჰარის მენეჯერი. გოგონა ძალიან აზარტულია ასეთ თამაშებში. მითუმეტეს თუ ლუის ეთამაშება.