კარზე კაკუნი მაღვიძებს. თვალებს ზანტად ვახელ და ვხედავ რომ ჩემს ოთახში ვარ. ტელეფონს ვიღებ და საათს დახედე. ღმერთო ჩემო უკვე საღამოს 7 საათია. ღმერთო ამდენი ხანი მეძინა? არ არსებობს. ვდგები და კრებს ვაღებ იქ სები, ფიბი და მაიკლი დავინახე. სამი შტერი.
— კითხვა მაქვს თქვენ სამი საცხოვრებლად აქ გადმოვედით? — ვეკითხები სამივეს.
— კი! — სამივემ ერთდროულად მითხრა.
— და რატომ?
— კი მაგრამ რა კითხვებს სვამ და კიდევ დროზე ადექი უნდა ვჭამოთ.— ამბობს ფიბი ნერვებ მოშლილი.
— კარგი ჩამოვალ.
— გელოდები მედი. — ამბობს მაიკლი და მიღიმის.
— მედი მალე ჩამოდი თორემ მერე ერთი ლუკმა არ დაგრჩება. — ამბობს სები და ფინისკენ იხედება.— კარგი კარგი. — ოთახში შევედი და ტელეფონი ავიღე. შემდეგ კი დაბლა ჩავედი. ყველა მაგიდაზე ისხდნენ და მელოდებოდნენ.
— ჭამა რატომ არ დაიწყეთ?
— შენ გელოდებოდით. (მაიკლი)
— კარგი მადლობა დალოდებისთვის.
საჭმელი გემრიელად მივირთვით. ფიბი კი ჯერ ისევ ჭამს. ამ გოგოს მადა უკვე საზღვარს ცდება. ეს და ნაილი უნდა შევაჯიბრო რამდენს შეჭამენ.
კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ზანტად ავდექი და კარები გავაღე. იქ კი მწვანე თვალები დამხვდა ის მწვანე თვალები რომლის დანახვაც ძალიან მინდოდა. ჰარიმ გამიღიმა, მე კი წარბი ავწიე.
— სალაპარაკო მაქვს.
— მე კი არა.
— მედი გთხოვ...
— მე მედისონი მქვია და არა მედი.
— მინდა რომ...
— ბოდიში მომიხადო. ვიცი ჰარი ამას მეტყოდი. იცი რა? თავი დამანებე.
ვთქვი და კარები მივაჯახუნე. თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და ფიბის შევუერთდი.
YOU ARE READING
პატარა მატყუარა (რედაქტირების პროცესში)
Azioneყველაფერი დაიწყო ერთი დიდი ნიძლავით. რომელიც მოითხოვს მედისონი იყოს ჰარის მენეჯერი. გოგონა ძალიან აზარტულია ასეთ თამაშებში. მითუმეტეს თუ ლუის ეთამაშება.