თავი 1

886 45 4
                                    

- არა მამა შანსი არ არის მე მაგ ქალს არ ვნახავ და არც დაველაპარაკები. - ვყვირივარ მთელ ხმაზე.

- როგორ ვერ გაიგე რომ ის ქალი დედაშენია და მასე ნუ მიმართავ. - მიყვიროდა მამაც.

- ის დედაჩემი რომ ყოფილიყო არ დაგვტოვებდა და არ გაყვებოდა ვიღაც სხვას. რა იყო გავმდიდრდით და მოუნდა ჩვენი ფულები. ბოდიში მოიხადოს შანსი არაა მე მაგ ქალს არ დაველაპარაკები. იყოს თავის საყვარელთან აი მე თავი დამანებოს. - უკვე ვტიროდი. როცა გავიხსენე დედა სახლიდან როგორ წავიდა. ვეხვეწებოდი არ წასულიყო მაგრამ მაინც წავიდა. უი ამ აყალ-მაყალში სულ დამავიწყდა გაგცნობოდით. მე მედისონი ვარ 22 წლის და ვსწავლობ ნუ იტყვით. დიზაინის ფაკულტეტზე, მუსიკალურ ფამულტეტზე, სამსახიობო ფაკულტეტზე და რაც მთავარი ბიზნესის ფაკულტეტი. ნუ ბოლო ფაკულტეტი წელს დავამთავრე. წარმოიდგინეთ როგორი გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ლექცია, ლექცია, სახლი, ლექცია და ბოლოს მეგობრები. უკვე დავიღალე ამ ყოველდღიური გაუთავებელი ჩხუბით. ჩემი სამეგობრო წრე არც თუ ისე დიდია. სულ სამი მეგობარი მყავს. ბეკი, საბრინა და ლუი. არ ვიცი ამ სამის გარეშე რა მეშველებოდა.

- ის დღე ისევ გახსოვს ხო? მომისმინე მადი რაც არ უნდა გააკეთოს მან ის მაინც დედაშენია.

- არა მამა შენ არ გესმის ის დედაჩემი ვერასდროს იქნება. - ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე. - მორჩა სახლიდან მივდივარ. - ვთქვი და სახლის კარი გავაღე. არა რა გგონიათ მამას ვეაფერისტები და ვატყუებ რომ სახლიდან ვითომ მივდივარ. არა ცდებით მართლა მივდივარ. ისე წავედი მანქანაც არ წამიყვანია. გზაში ვარ და ვტირი. უეცრად ტელეფონი რეკავს.

- გისმენ სები. - ამას საბრინას ვეძახით შემოკლებით.

- სად ხარ? გოგო რა საშინელი ხმა გაქვს. მითხრა სად ხარ და ეგრევე მანდ გავჩნდები. - მისამართი მივეცი და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. სებიმ არ დააყოვნა და მარტლაც მალევე მოვიდა. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა. ჩემი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა მიხვდა რაც მოხდა. გულში ჩამიკრა და თავზე მოფერება დამიწყო.

პატარა მატყუარა (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now