>6< (18+)

803 89 51
                                    

( ფიონგიანგი ქალაქის სახელია, ინტერნეტში წერია „ფხენიანი" მაგრამ კორეულ ენაში „ხ" არ არსებობს და არ ვიცი რატო ტენიან ეს ქართველები მაგრამ მე ისე დავუძახებ როგორც სინამდვილეში ქვია.)

აწმყო

ქალაქში შესვლა ფულმა იმაზე მეტად გაადვილა ვიდრე ჯონს წარმოედგინა. სქელი ჯიბით აქ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. არავინ ითხოვს პასპორტს ან რაიმე პირად ინფორმაციას, ფული ყველა კითხვაზე სცემს პასუხს. ფიონგიანგში შესვლისთანავე მიხვდები, რომ ის ბევრი რამით განსხვავდება გარეუბნებისგან. ქუჩები ბევრად უფრო სუფთაა, ხალხი მოვლილი და მდიდარი, გზები განათებული, მაღაზიები ღია, მოკლედ რომ ვთქვათ ეს ადგილი ჰგავს სამხრეთს, თუმცა სამხედროები ყოველ ნაბიჯზე არიან. იქაურობა სავსეა კამერებით არა მოსახლეობის უსაფრთხოების, არამედ მთავრობის კეთილდღეობისთვის, რათა არავინ მოახერხოს კანონის დარღვევა. ჯონგუკი და თე საღამოს ათი საათისთვის შევიდნენ შიგნით, ჯონი ათვალიერებდა ყველაფერს, თუმცა არ იყო გაკვირვებული, რასაც ვერ ვიტყვით თეზე. ის აღფრთოვანდა იმ ყველაფრით რაც არასდროს უნახავს. მაღალი, ლამაზი შენობები, ახალი ტანსაცმელი, მდიდარი ხალხი... ის თავს ვირთხად გრძნობდა, რომელიც კანალიზაციიდან ამოძცრა.

-ამის დედაც! აქ ყველაფერი ისეთი საუცხოოა!

შეჰყვირა ბიჭმა ბავშვივით, რომელიც გასართობ ცენტრში პირველად იყო.

-წყეული ცხრამეტი წელი ისე ვიცოცხლე, რომ ცხოვრება ნაცრისფერი მეგონა, ამ ქონიან პრეზიდენტს დამიხედეთ აქ რა წვეულება გაუმართავს!

გაჰყვიროდა თეჰიონი და აჟიტირებული მიაბიჯებდა ქუჩებში. მას თითქმის დაავიწყდა აქ რისთვის მოვიდნენ, თუმცა ჯონს ნანდვილად ახსოვდა.

-გეყოფა თეჰიონ. კოშკთან უნდა მივიდეთ.

თქვა ჯონგუკმა გულგრილი ხმით, თითი მაღალი წითლად განათებული კოშკისკენ გაიშვირა, რომელიც მოშორებით აღმარტულიყო. ამ ჟესტმა თეს ბედნიერების ნაპერწკალიც წაართვა, გაახსენდა, რომ გართობა და ოცნებების ახდენა ჯერ შორსაა, პირველ რიგში საჭიროა თავი საფრთხეში ჩაიგდოს,მაგრამ ამად ღირს. თუ გამოვა ის ნანატრ ცხოვრებას მიიღებს.

Nothing can replace u (JIKOOK)Where stories live. Discover now