>12<

598 84 93
                                    


5 თვის წინ

-დაგაგვიანდა

თქვა ჯონგუკმა, რომელიც სმარტფონში რაღაცებს ამოწმებდა და მზერა კარებში შემოსულ ჯიმინს მიაპყრო, რომელიც ჯონის გვერდით, ლოგინზე ჩამოჯდა.

-მაპატიე, მე დამავიწყდა გაფრთხილება... დღეს ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება ჩავიტარე.

ჯონგუკი აშკარად ამჩნევს, რომ რაღც ისე ვერაა. ჯიმინი ზედმეტად მოწყენილია, შეშინებულიც კი. უფროსმა გვერდით მჯდომის ხელი აიღო და აღელვებულმა შეხედა

-შენ რამე გტკივა? ავად ხარ?

-არა მე... მე ჯანმრთელი ვარ

თავი გააქნია ჯიმინმა და მეორე ხელი ახლა თავად ჩასჭიდა ჯონს.

-მაშინ რა მოხდა?

უფრო მშვიდად იკითხა ჯონგუკმა

-ერთ-ერთი ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ...

ჯიმინი ყოყმანობდა და ამით ატმოსფერო მეტად დაიძაბა.

-სისხლში ძლიერი ნარკოტიკი მაქვს.

უმცროსმა თავი დახარა და მზერა ხალიჩაზე გადაიტანა, აი ჯონი კი ლამის დაიხრჩო ამის გაგონებაზე. მთელი მისი სხეული შიშმა შეიპყრო, ხელები, რომლითაც ჯიმინს ჩაბღაუჭებოდა, ერთ წამში გაეყინა.

-ვთხოვე გადამოწმება, პასუხი იგივეა, ექიმის თქმით ეს ალბათ ორი ან სამი თვის წინ მიღებული დოზაა, მაგრამ სისხლში მაინც დარჩა.

უმცროსი გაუბედავად და ჩუმად ლაპარაკობდა

-მე წარმოდგენა არ მაქვს საიდან... შენ ხომ იცი, ამას არასდროს გავაკეთებდი, გასინჯვისთვისაც არ მივკარებივარ... არ მესმის...

პაკმა ლაპარაკი შეწყვიტა და კოპები შეკრა, როცა მზერა ჯონისკენ გადაიტანა. იმ ერთ წამში, როცა მათი მზერები ერთმანეთს შეხვდნენ უფროსის თვალებში უსაზღვრო შიში ამოიკითხა და კიდევ რაღაც გაურკვეველი... ჯიმინი აკვირდება ჯონგუკს, უყურებს ყურადღებით, მაგრამ გაკვირვება არ არის, მხოლოდ უსაზღვრო შიში და დანაშაულის გრძნობა. ისინი უკვე ერთი წელია ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ.

Nothing can replace u (JIKOOK)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon