>17< (დასასრული)

1.1K 104 167
                                    


წესით ჯიმინი და ჯონგუკი ჩვეულ ცხოვრებას უნდა დაბრუნებოდნენ, თუმცა ეს ასე მარტივად არ მომხდარა. უმცროსს დაუბრუნდა მეხსიერება, მაგრამ ამას ბევრი ცუდი მოგონებაც მოჰყვა თან. გატაცება, წამება... უცხო სახეები გონებიდან არაფრით არ ამოსდიოდა. ჯიმინს კოშმარები და ჰალუცინაციები აწუხებდა. სულ ეგონა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა, შესაბამისად ქუჩაში თითქმის საერთოდ არ გადიოდა. ჯონგუკის გარეშე ძილზე ლაპარაკიც ზედმეტია. წარსულმა ღრმა კვალი დატოვა, თუმცა ფსიქოლოგის სეანსებმა და რაც მთავარია ჯონგუკის მუდმივმა თანადგომამ მალევე გამოიღო შედეგი. ერთხელ, როცა ჯონი სამსახურიდან დაბრუნდა საძინებლის კარი გამოაღო და ნახა როგორ იჯდა ჯიმინი დიდი სარკის წინ და საკუთარ გამოსახულებას დაჟინებით უყურებდა. მან ვერც კი შენიშნა ჯონის მიახლოება მანამ, სანამ უფროსი მის გვერდით არ ჩამოჯდა იატაკზე და მათი მზერა სარკეში ერთმანეს შეხვდა.

-გამარჯობა

დაიჩურჩულა ჯონგუკმა, გაიღიმა და ნიკაპი ჯიმინის მხარზე დაასვენა.

-ჯონგუკ შენი აზრით უცნაურად გამოვიყურები?

მისალმება დააიგნორა ჯიმინმა და აგრძელებდა ჯონის სარკიდან ყურებას. უფროსი ამ შეკითხვამ ოდნავ დააბნია. როგორ შეიძლება ასეთი სილამაზის პატრონს მსგავსი შეკითხვა ჰქონდეს? მან წარბები შეკრა და გულწრფელად გაოცებულმა იკითხა

-ეს რამ გაფიქრებინა?

ჯიმინმა თვალები დახარა

-მე ხომ... მთლიანად თეთრი ვარ, როგორც სამოცდაათი წლის.

ჯონგუკს არასოდეს უფიქრია, რომ შეიძლებოდა ჯიმინს თეთრი თმის ქონის გამო კომპლექსები გასჩენოდა, აქამდე ამაზე ყურადღება არც-ერთს არ გაუმახვილებია. ჯონმა უმცროსი თავისკენ შეატრიალა, მისი სახე ხელებს შორის მოიქცია და აიძულა თვალებში შეეხედა.

-გინდა გითხრა რას ვფიქრობ, როდესაც გიყურებ?

ჯიმინმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ ოდნავ დაუქნია თავი

Nothing can replace u (JIKOOK)Donde viven las historias. Descúbrelo ahora