ჯონგუკს ესმის ჯიმინის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა თავიდან რთული იყო... გული ძალიან ეტკინა და შიგნეულობა აეწვა იმის გაფიქრებაზე, რომ მისგან შორს მოუწევს ყოფნა, მაგრამ განა ასეც არ უნდა ყოფილიყო? აბა რა ეგონა? მან გაიგო, რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა, წამლავდა, აბრუებდა და მისით მანიპულირებდა რვა თვის მანძილზე. იმავე დღეს გაიტაცეს, სრულიად უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხის გარემოცვაში გამოეღვიძა. ალბათ როგორ ეშინოდა... როგორი დაბნეული იყო... შემდეგ აიძულეს დაევიწყებინა ყველაფერი, ელექტრო შოკით აწამებდნენ, აძალებდნენ საშინელი იარაღის დამზადებას. ასე გრძელდებოდა ხუთი თვე მანამ, სანამ უცხო კაცის სახლში არ გაიღვიძა. მეხსიერებაც ერთბაშად დაუბრუნდა. წარსულის მოგონებები აღმოჩნდა ზედმეტად მტკივნეული და დამაბნეველი მისთვის, რაც ბუნებრივია. ჯონგუკი არ არის ეგოისტი. იყო დრო... სანამ ჯიმინს გაიცნობდა, მაგრამ ის შეიცვალა. ადამიანები იცვლებიან, სიყვარულს დიდი ძალა აქვს. თავში აზრებს ალაგებს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია იფიქროს არა საკუთარ თავზე, არამედ ჯიმინზე. მას სჭირდება სიმშვიდე. მსგავს ფიქრებში გართული ჯონი თავის კაბინეტში იჯდა. ჯერ მხოლოდ თორმეტი საათია. ისმის ტელეფონის ხმა და ჯონიც დაუფიქრებლად პასუხობს. დარწმუნებულია, რომ ეს ისევ თავისი მდივანი იუნგია, რომელიც იკითხავს ჯიმინის ამბავს, მაგრამ ყურმილში მხიარული და ნაცნობი ხმა ისმის
-ბატონო ჯონ დღეს რა გეგმები გაქვთ?
-თეჰიონ?
უკვირს ჯონგუკს. უკვე კარგახანია მისგან არაფერი სმენია. ნამჯუნს რამდენჯერმე ჰკითხა მისი სამსახურისა და ბინის შესახებ, თუმცა ოჯახურმა პრობლემებმა ყველაფერი გადაფარა.
-დიახ, კარგია, რომ ჩემი სახელი ჯერ კიდევ გახსოვს.
ჯონს ჩაეღიმა. ის არასოდეს გამოსწორდება, მაგრამ იქნებ ოდესმე დასერიოზულდეს კიდეც, ვინ იცის...
VOUS LISEZ
Nothing can replace u (JIKOOK)
Fanfictionშეიძლება ტყუილს აქვს ძალა შექმნას ზღაპრული ილუზია, მაგრამ სამუდამო არაფერია. სიმართლე ყოველთვის პოულობს სინათლისკენ მიმავალ გზას.