chapter 1

55 4 0
                                    

Je no's pov

"-დედა ხომ გითხარი არა. ერთი თვეც და უნივერსიტეტი დაიწყება, მანამდე კი ჩამოვალ."

"-კი მაგრამ, ხომ იცი არა ვნერვიულობთ შენზე. დაიჟინე მარტო წავალო. იქნებ დაბრუნდე?"

"-ყველაფერი კარგად იქნება დედა. ხომ იცი არა ექიმმა მითხრა, რომ დასვენება მჭირდებოდა და მეც მას ვუჯერებ. თან მარტოც არ ვარ. ჩემი მეგობარიც აქ არის და ერთად ვიქნებით."

"-იცოდე ყოველდღე დარეკავ და დაგველაპარაკები."

"-თავს მოგაბეზრებთ იმდენჯერ დაგირეკავთ. კარგი დედა ახლა უნდა წავიდე."

"-მიყვარხარ პატარავ."

"-მეც მიყვარხარ დედა."

დედას ტელეფონი გავუთიშე და ლეპტოპს მივუბრუნდი. დამავიწყდა გაგცნობოდით. მე ჯენო ვარ, ლი ჯენო, ინჩონიდან 21 წლის.
ამჟამად მალდივის კუნძულზე ვარ, ერთ-ერთ კაფეში ვზივარ და ჩემს წვენს მივირთმევ, მაგრამ ვინ დამაცდის ნებივრობას, ტელეფონი ისევ აბზუილდა. ამჯერად კი ჩემი უმცროსი და მირეკავს.

"-გისმენ ჰესალ."

"-ლი ჯენო, მეტიც არ მინდა ის სიტყვები ამიხდეს რასაც ახლა გეტყვი. შენ რა ჩემი შავი კეპი აიღე?"

"-ჰო რა მოხდა მერე?"

"-როგორ გაბედე. გინდა ჩამოგაკითხო და აგკუწო?"

"-შეგახსენო ვის გამო გაქრა ჩემი კეპი? ნაგვის ურნაში შემთხვევით ვინ მოიქნია? თან რაღა შენი გამოდის, ესეც მე წამართვი."

"-კარგი ხო დამნაშავე ვარ. მანდ როგორ ხარ? დაბინავდი უკვე?"

"-კი დავბინავდი უკვე. საკმაოდ კარგი ბინაა. მამას კი უთხარი ნუ იხარჯება და ნუ რიცხავს ყოველწამს ფულს."

"-მამამ კი უთხრა დედას, 5 000 $ უდევს ბარათზეო, მაგრამ მოისმინა? ხომ იცი არა როგორი ფეთიანია. მანამ არ მოეშვა სანამ არ გადმორიცხა კიდევ. ჯერ ვერ წარმომიდგენია როგორ დაითანხმებ ცალკე გადასვლაზე."

Stay With MeWhere stories live. Discover now