chapter 3

22 1 0
                                    

Je no's pov
უცნაურად იქცევიან აიმი და ლუკასი. კაფეში ვართ, ერთმანეთის პირისპირ სხედან და პირდაპირი მნიშვნელობით მზერით ბურღავენ ერთმანეთს. დაძაბული და არაკომფორტული გარემო იქმნება. ხელები ორივეს გადაჯვარედინებული აქვს და ნამცხვარს პირს არ აკარებენ და საერთოდაც მილიმეტრითაც კი არ დაუძრავთ ის. ამ დაძაბულ გარემოში ყოფნა არც თუ ისე მარტივია, ამიტომ საზურგეს მივეყრდენი და ღრმად ამოვისუნთქე საუბრის წამოწყებამდე.

-თქვენ ორს შორის რაიმე ხდება?-წარბაწევით და მათ მსგავსად, ხელებ-გადაჯვარედინებით ვკითხე.

-არაფერი.-პასუხი ისე მომიბრუნა ლუკასმა, ზედ არც კი შემოუხედავს. მზერით ბურღავდა აიმს, რომელიც იგივეს იმეორებდა.

-არ გეტყობათ.-ჩავილაპარაკე და ხან ერთს შევხედე, ხან მეორეს. ინტერესი იმისა, თუ ამ ორს შორის რა ხდებოდა მაღლა და მაღლა იწევდა.

-რას გულისხმობ?-საუბარში აიმი ჩაერთო. მტევნები მკლავებს მოაშორა, ოდნავ შეირხა და ამჯერად მაგიდაზე დააწყო.

-ხელებ-გადაჯვარედინებული სხედხართ და ერთმანეთს მკვლელი მზერით უყურებთ. სასტუმროდან აქ მოსვლამდე წარბიც კი არ შეგიტოკავთ.-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე და სერიოზული მზერით ლუკასს გავხედე. ამით კი ვანიშნე საპასუხოდ რაიმე ეთქვა, მაგრამ საუბარი აიმმა წამოიწყო.

-პრობლემა მართლაც არის, მაგრამ დამნაშავე ბოდიშს არ იხდის.-მოეშვა და ჩვეულებრივად მიპასუხა. ამჯერად ყურადღება ჩემზე გადმოიტანა და მისი თვალები მე მომანათა.

-კიდევ მე უნდა მოვიხადო ბოდიში?-ამაზე ლუკასი გაცხარდა და შეჰყვირა. ხელები აიქნია და მაგიდაზე დაანარცხა. მის ხმაურზე იქვე მსხდომების ყურადღება მივიპყარით. გვერდზე მაგიდიდან ქალი ლუკასს ისე უყურებოდა, თითქოს მსოფლიო დონის კრიმინალს ხედავდა.

-ტაქსი პირველმა მე დავიჭირე და ჩემოდნის ჩადებას, რომ ვაპირებდი საბარგულში, ზუსტად მაგ დროს გამოჩნდი შენც და პირდაპირ ტაქსიში ჩახტი.-არც აიმმა დააკლო. ამჯერად მეტი და მეტი მაყურებელი ჰყავდათ მათ სპექტაკლს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 06, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Stay With MeWhere stories live. Discover now