Je no's pov
"-დედა ხომ გითხარი არა. ერთი თვეც და უნივერსიტეტი დაიწყება, მანამდე კი ჩამოვალ."
"-კი მაგრამ, ხომ იცი არა ვნერვიულობთ შენზე. დაიჟინე მარტო წავალო. იქნებ დაბრუნდე?"
"-ყველაფერი კარგად იქნება დედა. ხომ იცი არა ექიმმა მითხრა, რომ დასვენება მჭირდებოდა და მეც მას ვუჯერებ. თან მარტოც არ ვარ. ჩემი მეგობარიც აქ არის და ერთად ვიქნებით."
"-იცოდე ყოველდღე დარეკავ და დაგველაპარაკები."
"-თავს მოგაბეზრებთ იმდენჯერ დაგირეკავთ. კარგი დედა ახლა უნდა წავიდე."
"-მიყვარხარ პატარავ."
"-მეც მიყვარხარ დედა."
დედას ტელეფონი გავუთიშე და ლეპტოპს მივუბრუნდი. დამავიწყდა გაგცნობოდით. მე ჯენო ვარ, ლი ჯენო, ინჩონიდან 21 წლის.
ამჟამად მალდივის კუნძულზე ვარ, ერთ-ერთ კაფეში ვზივარ და ჩემს წვენს მივირთმევ, მაგრამ ვინ დამაცდის ნებივრობას, ტელეფონი ისევ აბზუილდა. ამჯერად კი ჩემი უმცროსი და მირეკავს."-გისმენ ჰესალ."
"-ლი ჯენო, მეტიც არ მინდა ის სიტყვები ამიხდეს რასაც ახლა გეტყვი. შენ რა ჩემი შავი კეპი აიღე?"
"-ჰო რა მოხდა მერე?"
"-როგორ გაბედე. გინდა ჩამოგაკითხო და აგკუწო?"
"-შეგახსენო ვის გამო გაქრა ჩემი კეპი? ნაგვის ურნაში შემთხვევით ვინ მოიქნია? თან რაღა შენი გამოდის, ესეც მე წამართვი."
"-კარგი ხო დამნაშავე ვარ. მანდ როგორ ხარ? დაბინავდი უკვე?"
"-კი დავბინავდი უკვე. საკმაოდ კარგი ბინაა. მამას კი უთხარი ნუ იხარჯება და ნუ რიცხავს ყოველწამს ფულს."
"-მამამ კი უთხრა დედას, 5 000 $ უდევს ბარათზეო, მაგრამ მოისმინა? ხომ იცი არა როგორი ფეთიანია. მანამ არ მოეშვა სანამ არ გადმორიცხა კიდევ. ჯერ ვერ წარმომიდგენია როგორ დაითანხმებ ცალკე გადასვლაზე."
YOU ARE READING
Stay With Me
Randomთითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ უეჩვეულოდ დაწყებული ურთიერთობა. სიცილით, კისკისით და ცრემლებით სავსე. ყველაფერი სულის ნაწილის დაკარგვამ გამოიწვია, რომელის შევსება ბევრმა სცადა, მაგრამ არავის გამოუვიდა და ვისაც გამოუვიდა უფრო გაამწვავა და ჭრილობა გააღრმა...