chapter 2

19 4 0
                                    

Je no's pov
დილით თმააბურდულს მეღვიძება და Miguel's "remember me" ჩამესმის. მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. არამგონია კისრის ტკივილმა გამიაროს. დინიც ყეფით შემეგება და სახეზე ლოკვას მიწყებს.

-როგორ გეძინა პატარავ?-მოვუთათუნე და ფეხზე წამოვდექი.

მაჯის საათს დავაკვირდი, რომელიც ჰესალმა მაჩუქა, საკუთარი დანაზოგით იყიდა. მას არასდროს ვიხსნი, წყალგაუმტარიც კია.
გავიზმორე, ფანჯარასთან მივედი და ჯერ კიდევ ბნელი ხედი მიმოვათვალიერე. გავიწელე, კიდევ ერთხელ დავამთქნარე და საძინებელში გავედი. კარადასთან მივედი შორტი, მაისური და კეპი ავიღე. მოვემზადე, ზურგჩანთაც მოვამზადე, ფეხსაცმელები ჩავიცვი და დინთან ერთად დავტოვე ოთახი. კარი ჩავკეტე და ლიფტი გამოვიძახე.
პირველი სართულიდან ნელ-ნელა ამოდიოდა. ჯერ მესამეზე გაჩერდა და უკან დაბრუნდა. კიდევ ერთხელ გამოვიძახე, ბოლოს კი ნერვებმა მიმტყუნა, ხმამაღლა შევიკურთხე და კიბით ვისარგებლე. სწრაფად ჩავედი, ჰოლი გავიარე და ღია ცის ქვეშ დავდექი.

მაჯის საათს დავაკვირდი, უკვე რვა საათი გამხდარიყო. ზურგჩანთიდან წყალი და პატარა კოლოფი ამოვიღე, რომელშიც ყოველდღე მისაღები წამალი იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დედა ნერვიულობს მასთან ახლოს, რომ არ ვარ. წამალი დავლიე და სეირნობა დავიწყე. გზადაგზა დინი ხმამაღლა დაიყეფდა.

ნელა მივუყვებოდი გზას, როცა ის გოგონა მომხვდა თვალში გუშინ დინს, რომ მოეფერა. მას მივუახლოვდი და უკვე ხმა უნდა ამომეღო, თვალთ დამიბნელდა.

Aimi's pov
დილით ადრიანად გავიღვიძე და მთქნარებით სააბაზანოში შევედი. სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად. ნიჟარას ჩამოვეყრდნე და სარკეში ჩავიხედე. ჰომ, უბრალოდ რუტინული ჩვევა მაქვს ასეთი. მე აიმი ვარ, ბანგ აიმი. ცოტა ხანს კიდევ ვიყავი აბაზანაში და თავი მოვიწესრიგე, შემდეგ კი ჩემოდანთან მივედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.
ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვედი იაპონიიდან და არც ამომილაგებია ბარგი. პარკში მინდოდა გასეირნება და გონების დასვენება. არჩევანს თეთრ მაისურზე და შავ შორტზე ვაჩერებ. მაისურს ფრანგული წარწერა აქვს:"je ne t'oublierai jamais"-რაც ნიშნავს, არასდროს დაგივიწყებ. ჩემი ძმის საჩუქარია და ვუფრთხილდები.

Stay With MeWhere stories live. Discover now