თავი 6

1.8K 139 7
                                    



•TRUTH•

^ახსნას წყვეტ, როდესაც ხვდები რომ ხალხი, მხოლოდ საკუთარი აღქმის დონით აანალიზებს.^

თავი 6

მისი ხმის გაგონებაზე ლამის იქვე ჩავიკეცე...მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყავი, თვალებში დამიბნელდა მეგონა ყველაფერი ახლიდან დაიწყო ის ჯოჯოხეთური დღეები. გულში ვფიქრობდი რო არაფერი ეთქვა, ვფიქრობდი რომ ეს ხმა მომჩვენებოდა და ნამდვილი არყოფილიყო.

⁃ ელი....ისევ ეს ხმა....ნელა შევტრიალდი მისკენ.
⁃ გ...გისმენთ. თავ ჩახრილმა ვუთხარი.
⁃ თაროები კარგად გადაწმიმდე და ყველაფერი წესრიგში იყოს, არ მიყვარს არეულობა...რადგან ახალიხარ გაგაფრთხილე. ახლა წავალ....თავი ნელა ავწიე და გაოგნებულმა შევხედე კარებთან მდგომ ჯონგუკს. ძალიან ავირიე
⁃ დ...დიახ.

არეულივარ ნუთუ ვერმცნობს...ვერმიცნო? ღმერთო რაკარგია. მადლობა მადლობა მადლობა. გახარებულმა შევუდექი საქმის კეთებას ყველაფერი მივასუფთავე ისე რომ თვალში ის იდიოტი არ გამჩხერია ალბათ წავსულია. მალე მოვიდა ჩემი წასვლის დროც ტანსაცმელი გამოვიცვალე და მიას ბაღისკენ წავედი. გზაში გახარებული სახით ვიყურებოდი აქეთ იქით...მიუხედავათ იმისა რო მომიწევს ყოველ დღე ის ცხოველი ვნახო. მოვიფიქრებ ცოტახანში რამეს რო იქიდან წამოვიდე ვერგავჩერდები ამდენი ხანი იქ.

გახარებული მია სიხარულით ჩემსკენ გამოიქცა კისერზე ჩამომეკიდა და სიხარულისგან ხტუნაობა დაოწყო.
მეც გახარებულმა ხელები შემოვხვიე და ხელში ავიყვანე.

⁃ როგორარის ჩემი პატარა პრინცესა? ვკითხე და ლოყების გაწელვა დავუწყე.
⁃ კარგად დღეს ძალინ გავერთე მაგრამ მომენატრე. მითხრა და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა, ამაზე გამეცინა და შუბლზე ვაკოცე.

მესმოდა გარშემო მყოფების რეაქციები და ლაპარაკი...." ნეტა ვიცოდე ამ ბავშვს რატო უყვარს ასე დედამისი" , "ეს კახპა ნეტა ვიცოდე სად დაიარება ყოველ დღე" , "საერთოდ ქმარი თუყავს".... და ასე შემდეგ ყველა მათგანი დავაიგნორე მია ძირს დავსი ხელი მოვკიდე და ავტობუსისკენ წავედით.
სკამზე ჩამოვჯექი მია სახით ჩემსკენ მუხლებზე დავისვი და არემარეს გავხედე.

•TRUTH• (completed✔️)Where stories live. Discover now