•TRUTH•^_ სიყვარული წიგნია
_ წიგნი რომანია
_ რომანი ზღაპარია
_ ზღაპარი კი ტყუილია
_ ტყუილი ტყუილია
_ ტყუილი ტკივილია
_ ტკივილი გრძნობაა
_ გრძნობა კი სიყვარულია^თავი 3
თავში უაზრო აზრები მიტრიალებს, რაგავაკეთო რომ ბავშვი გადავარჩინო...ვიცი რომ ისინი ასე არ დაჯდებიან და ბავშვს ტყუილა არ გამაჩენინებენ...ან ჯეონზე გამათხოვებენ რაც სიკვდილამდე არმიდა ან აბორტს გამაკეთებინებენ რაც უფრო ძალიან არმინდა...ჩემს ბავშვს ვერ დავკარგავ..მეშინია.
⁃ ელი შეგიძლია რომ ქვევით ჩამოხვიდე? გვინდა დაგელაპარაკოთ რაღაც მოვიფიქრეთ. დედამ კარები შემოაღო და ჩასასვლელად დამიძახა.
⁃ კი.ძალა გამოცლილი ძლივს ჩავედი ქვევით მათთან მივედი და დივანზე წინ დავუჯექი, ქეიც იქ იყო და უკვე ყველაფერი ცოდნია მაგრამ არანაირი რეაქცია ქონდა მხოლოდ იჯდა და მიყურებდა.
⁃ ელი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ჯეონების ოჯახში მივიდეთ და პასუხი მოვთხოვოთ თავიანთ საქციელზე , მოუწევთ რო მათ ოჯახში შეგიშვან.
და აი მესმის ის რაც ყველაზე მეტად მაშინებდა. მჯეროდა რომ ამას არ მეტყოდნენ მაგრამ მაინც გამიკეთეს ეს. მისი სახელის გაგონებაზე კი საერთოდ არმაქ ლაპარაკი ეგრევე შიშმა ამიტანა. უარესად ავნერვიულდი.
⁃ ეგ არ გააკეთოთ გთხოვთ ეგ არ გამიკეთოთ მე მასზე ვერ გავთხოვდები ის მონსტრია ის ცხოვრებას ხელმეორედ გამინადგურებს გთხოვთ ეს არ გამიკეთოთ. ვტიროდი და თან მშობლებს ვევედრებოდი.
⁃ ელი სხვა გზა არგვაქ სახელს ვერ გავიფუჭებთ ისედაც არარაობად გვთვლიან და შენ გამო უარესად ვერგავიხდით თავს. ამ სიტყვებმა გული ნაწილებად დამიშალეს.
⁃ შენ გამო?...ხმა ჩახლეჩილმა ავხედე მათ...ჩემ გამო? თქვენთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენ? საერთოდ არაფერს? თქვენი სახელი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მე? ბოლო ხმაზე ვყვიროდი. ესაა თქვენი მიზანი? რომ სახელი რომელიც ისედაც არ გაგაჩნიათ შეინარჩუნოთ? და ამის გამო თქვენი საკუთარი შვილი გაწიროთ? არა ამას არდავუშვებ მე იმ მონსტრზე არ გავთხოვდები მითუმეტეს არც ისინი დაგთახმდებიან არავის ჭირდება თქვენი ცინგლიანი შვილი... ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და მათ წინ ჩაკეცვამდე ვიდექი მანამ სანამ მამას ხელის შემორტყმამ გონს არ მომიყვანა.
⁃ როგორ ბედავ და ყვირიხარ , როგორ ბედავ და გვეწინააღმდეგები როგორ ბედავ შე ლაწირაკო. ხელით ლოყას ვისრესდი ტკივილისაგან მათ ისევ ამაყად დავუდექი წინ.
⁃ მე მასზე არ გავთხოვდები!
⁃ კარგი ეგრე ხო მაშინ დღესვე წავალთ და აბორტს გაიკეთებ. მითხრა მკაცრი ტონით მამამ.
⁃ რა? არა ამის უფლებას არ მოგცემთ მე მას არ მოვკლავ. ცრემლებმა უარესად დაიწყეს დენა.
⁃ ჩემი სახლიდან გაეთრიე! მამას მტკიცე და შეუდრეკელმა ხმამ სასტიკად ბოლო მომიღო , გამანადგურა.
⁃ რა? სასოწარკვეთილმა მას შევხედე შემდეგ კი დედას. დედა..
⁃ შენ ჩემი შვილი აღარ ხარ!
⁃ დედა...მ..მე ხომ აგიხსენით..ეს..მე.
⁃ მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა სანამ იმ არამზადას ბოზივით ლოგინში ჩაუგორდებოდი.
⁃ ტანში გამცრა მისი სიტყვების შემდეგ ადგილზე გავშრი ცრემლებიც აღარ მომდიოდა ჟრუანტელიც აღარ მივლიდა..ყველაფერი გაჩერდა...ყველაფერი. ვიგრძენი როგორ ჩამავლო მამამ ხელი მაჯაში და როგორ ამათრია ოთახში. კარადიდან ჩემოდანი ჩამოიღო ყველა ჩემი ნივთი შიგნით ჩამიყარა ძირს დავარდნილს ხელი ჩამავლო და ქვევით ჩამათრია. გზად კი ქეიმ შეაჩერა.
⁃ მამა გეყოფა!
⁃ რა? ახლა დაგაინტერესა შენი ბოზი დის ბედი? ახლა? ხელი გამიშვი!
⁃ მამა შეეშვი არგააკეთო ეს. მის სიტყვებს არც კი მოუსმინა ისე გააღო კარები და გარეთ დამტოვა...
⁃ ქეი გთხოვ ეს არ გააკეთებინო გთხოვ აქ არ დამტოვოთ...ვტიროდი და თან გარეთ ჩემი ჩანთით ვიდექი...არანაირად არადარდებდათ ჩემი ტირილი მხოლოდ ჩემი ძმა ეწინააღმდეგებოდა ჩემს იქნდატოვებაზე...მაგრამ ყოყმანის გარეშე კარები ცხვირწინ მომიხურეს.
YOU ARE READING
•TRUTH• (completed✔️)
Fanfictionყველა ქალს სურს ყავდეს შვილი, ჰქონდეს მყარი ოჯახი მოსიყვარულე ქმრითა და კეთილი ნათესავებით, თუმცა მაშინაც კი სანატრელია ეს ყველაფერი, როდესაც მარტო გიწევს პატარა ასაკში მარტომ გაზარდო შვილი, ყველასგან დამოუკიდებლად და ყველასგან მიტოვებულმა? ...