~ეს გოგო იყო ბედნიერების განსახიერება. სულ მოცინარი, სულ მომღიმარი და რაც ყველაზე უცნაურია-უკარება. არასდროს ყოლია შეყვარებული, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სკოლა მასზე გიჟდება. 16 წლის გოგო, რომელსაც სიყვარული არ განუცდია, რომელსაც არასდროს უთქვამს ბიჭისთვის "მიყვარხარ" ახლა დერეფანში მიაბიჯებდა და მწვანე თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. როდესაც ჩახუტებულ წყვილს მოკრავდა თვალს გაიფიქრებდა "ადრე თუ გვიან მაინც დაშორდებიან."~