Dream

171 21 6
                                    


პროექტორების შუქზე ორი სხეული ერთმანეთს ერწყმის და მალევე შორდება. ათასფრად აკიაფებული თვლები მიმოფანტულა სამოსზე, რომელიც კანივით აკრავს გარს მოცეკვავეების გრაციოზულ სხეულს.

"ხმა, თითქოს რაღაც გატყდა
და მე, რომელიც იღვიძებს ამ სიზმრიდან."

წითელ თმაში ხელს უცურებს შავგრემანი და მის ლოყას თითებით ეხება.

"ამ გაყინულ ტბაში ისევ ხმაური ისმის,
ჩემი ხმა შენთვის დავმარხე."

ბიჭები ერთმანეთს შორდებიან, სცენის  კუთხისკენ მისრიალებენ, ვითარცა ქვეწარმავლები და ისევ ცენტრისკენ, თითქოს მიზიდულობა მოქმედებსო, ჯიუტად მიიწევენ.

მოძრაობები ცეკვაზე მეტია, ერთმანეთს ესაუბრებიან, ეალერსებიან, ეფერებიან და ვნებაში იკარგებიან.

თეჰიონი და ჯონგუკი.
ორი ნაწილი ერთი ფაზლისა.
მზე და მთვარე შეერთდნენ.

ნომერი სრულდება. აპლოდისმენტებში მათი კოცნა იკარგება.

***

ბოხ მელოდიას ჟღერადი ინსტრუმენტალი ცვლის.

სცენაზე, ხავერდში გამოწყობილი ყმაწვილი ადის, ხელში კი ალისფერი ნაჭერი უჭირავს.

ჯიმინის სახე უფრო გამოეკვეთა ახალ ვარცხნილობას.

წყვდიადივით შავი თმა ამშვენებს ახალგაზრდა მოცეკვავეს.

რამდენად დიდი გამბედაობა დასჭირდა სცენაზე დასადგომად?

ასეთი ძლიერია სურვილი, რომ დიდ სცენაზე მოხვდეს?

თუ სურს დაუმტკიცოს ვიღაცას, რომ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვა?

სცენის შუაში მდგომი მამაკაცი თვალებზე ნაჭერს იფარებს და მელოდიაში იკარგება.

Cup of meringue with insomniaWhere stories live. Discover now