ჯიმინის წინ დგახარ და უხერხულად აწოდებ პარკებს, რომელსაც იგი ღიმილით გართმევს და ბინაში გეპატიჟება.-ამის გარეშეც შეიძლებოდა მოსვლა.- მისი წითური თავი შენი გათვლებით სამზარეულოში იკარგება, შენ კი ფეხსაცმელს იხდი და ბინის პატრონის ფლოსტებში დებ ფეხებს.- თავი, როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენი. ჩემი მეგობარი შეყვარებულთან გადავიდა და მიმაგდო. ახლავე მოვალ.
ჯიმინის ბინა პატარა და მყუდროა.
კედლებზე ნახატები, ალბომები, ვინილები და პოსტერებია მოთავსებული, თაროები კი უამრავი სიგელით, მედლით და დიპლომით არის სავსე. პლაზმურ ტელევიზორში მუსიკა არის ჩართული, შენ კი ჯიმინის ფოტოებს მშვიდად ათვალიერებ.
-ო, მანდ პირველად გავიმარჯვე კონკურსში და დედამ ტორტი მიყიდა.
ჩონი ფოტოს თაროზე აბრუნებს და ბიჭისკენ ბრუნდება.
პაკი მშვიდად აგრძელებს მაგიდის გაწყობას და თან ცალი ხელით ლეპტოპს აჩოჩებს ჰოსოკისკენ.
-შეგიძლია დაჯდე, არ ვიკბინები.
ამ სიტყვების მერე ჰოსოკი სწრაფად ეშვება პაკის წინ და კითხვას სხვამს, რომელიც მას გუშინდელს მერე აწუხებს.
-გადახედე ვიდეოებს?
ჯიმინი წინამოდან გიყურებს, მისი მზერა იმდენად შემწავლელია, გგონია რომ მიკროსკოპის ქვეშ გაკვირდებიან.
-კი და ერთი კითხვა მაქვს.
-მხოლოდ ერთი? მახსოვს წინაზე დაკითხვა მომიწყვე.-ცეკვა რატომ მიატოვე ?
ბიჭი მაგიდიდან ვაშლს იღებს და ხელში ათამაშებს.
-არ მიმიტოვებია, აგერ შენთან ვცეკვავ.
-ჰოსოკ-ში,- ჯიმინი მის სახეს შენკენ წევს და თვალებში გიყურებს.- ტყუი და თან არც გეხერხება. რატომ მიატოვე? ვის ან რის გამო? მე ეს მაინტერესებს.
ბიჭი ტრანსიდან გამოდის და უკმაყოფილოდ ჭმუხნის შუბლს. რის ან ვის გამო?
თეჰიონთან ცეკვა გიყვარდა.
ის შენს მოძრაობებს აკვირდებოდა, სწავლობდა, იმეორებდა, შენ კი მას ეთაყვანებოდი. ისეთი გრაციოზული იყო, როცა ცეკვავდა. სამწუხაროდ, მისი წასვლაც ასეთივე გრაციოზული და თეატრალური იყო, როგორც თავად კიმი.
YOU ARE READING
Cup of meringue with insomnia
FanficCan't you see me? Bad Hope it's just a painful dream Sad Return me to your side again