Ghost from the past

428 26 1
                                    

კორეელი თუ უცხოელი წყვილებისთვის რომ გეკითხათ ყველაზე გემრიელი ყავა სად დაგიგემოვნებიათო, ისინი აუცილებლად "Black insomnia"-ს დაასახელებდნენ.

ეს ყავის სახლი გამორჩეული იყო ინტერიერით, ყავითა და არაჩვეულებრივი ბარისტით.

დეკორატიული ხის სათამაშოები, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, პატარა სცენა მყუდრო განათებებით და ათობით სახეობის ყავა სუსხიან ნოემბერში — რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი ხალხის მოსაზიდად?

განგამის ხმაურიან უბანში ჯერ-ჯერობით სიმშვიდე სუფევდა.

დღის პირველ ნახევარში კაფეში ყოველთვის ცოტა ხალხი იყო. სტუმრები მუსიკის ნაზ მელოდიას აყოლებდნენ ფეხს და გემრიელად ეახლებოდნენ ახლად დაფქულ არომატიან ყავის ნაირსახეობას.

შავ ფორმაში გამოწყობილი მაღალი, შავგრემანი ბარისტა ფინჯნებს დიდი ყურადღებით  წმენდდა და ყავისფერი თვალებით სცენას მიშტერებოდა.

"ხვალ სტუდიაში უნდა მოვასწრო მისვლა, მაღაზიაში უნდა შევიდე და მიმის საჭმელი ვუყიდო. დედასაც უნდა დავურეკო, დიდი ხანია არ მილაპარაკია. კიდევ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რა?"

ფიქრებიდან მის ცხვირ წინ აქანავებულმა წითელმა ფრჩხილებმა გამოარკვიეს.

— ჰოსოკ-შიიი, პიტნის ჩაი მინდა.

კოპლებიან კაბასა და წითელ ბერეტში გამოწყობილი ლურჯთმიანი გოგონა ჰოსოკს, საკრედიტო ბარათის ნაცვლად, შოკოლადს უწვდის და სანდომიანად უღიმის.

ბიჭი რამდენიმე წამი აშტერდება მეგობარს, თავს აკატუნებს და აპარატისკენ ბუზღუნით ბრუნდება.

— ყავა ამია, ყავა! აქ ყავას ვამზადებ, შენ კი ჩემს ხელოვნებას ბღალავ.

— ნუ წუწუნებ, ჩაია ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და არა ეს შავი სითხე, რასაც შენი სტუმრები მიირთმევენ. — ამია ტუჩებს იბზუებს და ვიტრინაში ფუნთუშების დათვალიერებას იწყებს.

Cup of meringue with insomniaWhere stories live. Discover now