-ჰოსოკ, შენი აზრით როდის არის ადამიანი ბედნიერი?ჯონი ტელევიზორს აცილებს თვალს და ბიჭს დაკვირვებით აცქერდება, შემდეგ კი თავს ისევ ეკრანისკენ აბრუნებს.
-მაშინ როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებს ან საყვარელ ადამიანთან ერთად არის, არა?
ბიჭი თხელ თითებს უცურებს ჰოსოკს თმაში და ეფერება.
ჯონმა ლამისაა კრუტუნი დაიწყოს სიამოვნებისგან, შემდეგ კი მის ხელს იჭერს და თავისკენ იზიდავს.ამ წამს ჰოუფი ბედნიერია და ვერ ამჩნევს კოცნაში ჩაკარგულ სევდიან ამოოხრებას.
***
- და შენ გინდა თქვა, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ მან ბეზეიანი ყავა გთხოვა, მე უნდა გავიგო თუ ვინ არის? ჰოსოკ, მაშინებ.
ჩონმა უკვე ასჯერ ინანა, რომ გოგონას გუშინდელი კლიენტის შესახებ მოუყვა.
არადა არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ ყავის დამზადება სთხოვეს, რის დროსაც ხელიდან ფაიფურის ფინჯანი გაუვარდა და ნამსხვრევებად აქცია დედამისის საჩუქარი."- გამარჯობა, მერინგა მინდა წასაღებად და ბევრი ბეზე გაუკეთეთ, თუ შეიძლება.
-რამოდენიმე წუთში იქნება მზად, შეგიძლიათ იქამდე დასხდეთ.- ჰოსოკი მაღალ ყავისფერ მულეტიან ბიჭს მაგიდისკენ უთითებს და თვითონ ბეზეს ათქვეფას იწყებს.
-აქ ვიდგები, თქვენი ყურება უფრო სასიამოვნოა.
YOU ARE READING
Cup of meringue with insomnia
FanfictionCan't you see me? Bad Hope it's just a painful dream Sad Return me to your side again