So sad

99 18 2
                                    

  ღამის სეული მეტად ლამაზი სანახავია.
თითქოს, დაკარგული სულები და ოცნებები ერთმანეთს ხვდებიან და რაღაც იდუმალსა და ჯადოსნურს ქმნიან.

მდინარე ჰანის ჩუმი დინება და ფოთლების ნაზი შრიალი არიან ადამიანის მუდმივი მეგზურები ამ ცივ ქალაქში.

ჰოსოკი მდინარეს გაჰყურებს და ფიქრობს. ბევრს ფიქრობს.
უყვარდა თუ არა თეჰიონი? უყვარს თუ არა ჯიმინი? და არის რამე, რაც უყვარს? ვინ არის ჰოსოკი და რა სურს მას?

იმ დღეს, როდესაც ჯიმინი და თეჰიონი ერთად დაინახა, მასში რაღაც ჩაწყდა.

თეჰიონი დაინახა. შეცვლილიყო. ბედნიერად იღიმოდა და ჯეონისთვის ხელი მტკიცედ ჩაეჭიდა.
ჰოსოკის გული თუ აქამდე გაბზარული იყო, იგი იმ წამსვე გატყდა, რა წამსაც კიმის  ბაგე   ჯონგუკის ტუჩებს შეეხო.

წელიწადში არის დღეები, რომლებიც სამწუხაროდ აღარ სრულდებიან.

სეულში ზამთარი ჩამოწვა.

**
ჯიმინი ნერვიულობდა. სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯონმა შეხვედრა დაუნიშნა.
ჩონი არც სტუდიაში და არც კაფეში იყო. პაკი აპირებდა მისი ბინა ეპოვა, როდესაც უნივერსიტეტის ეზოში ამიას მოჰკრა თვალი.
-ნუნა!
ლურჯთმიანი გოგონა ჩანთაში წიგნებს ტენიდა და თან გაბრაზებული ბურტყუნებდა:
- მეფის სისხლი უდგას ძარღვში, როგორ არა! კიდევ ერთი ქარაფშუტა ლექტორი. ოუ, ჯიმინ-ში, სალამი.

ბიჭმა გოგოს ჩანთა ჩამოართვა და ხის სკამებისკენ გაეშურა.
-ვინ გაგაბრაზა?
-ახალი ლექტორი გვყავს, მუსიკის შექმნაში უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ ერთადერთი რაც ჯერ მასწავლა, ეს კივილია. წარმოგიდგენია, მითხრა რომ ჩემი ხმა არ მოსწონს, ვინ მიგდია ეს მინ იუნგი.- გოგონამ ბერეტი გაისწორა და ისევ ბიჭს მიუბრუნდა.- არა მგონია, აქ ჩემს მოსასმენად იყო, კითხვა ჰიონიმს ეხება?

-სად არის ჰოსოკი? არ მპასუხობს, არც ზარებზე და არც წერილებზე. არსად არ არის, უკვე ვნერვიულობ.
-ჯიმინ-ში, ჰოსოკი უმიზეზოდ არასოდეს ქრება. თუ ის გაუჩინარდა, ესე იგი შენი ნახვა არ უნდა.
-მაგრამ, მე ...ის ჩემთან კარგად იყო, მე ვერ ვხვდები.- პაკმა  თავი ხელებში ჩარგო და რწევა დაიწყო. ამ წამს იგი პატარა ბავშვს გავდა, რომელიც მშობელმა დატუქსა.
- თეჰიონის შესახებ გაიგო.

Cup of meringue with insomniaWhere stories live. Discover now