VI თავი

15 5 0
                                    

*ჰარი*

დილით პირველმა გავიღვიძე. ჯემას გვერდით ვიწექი, მის გვერდით ალისია, ხოლო ბოლოში ებიგეილი, გუშინ ხომ თქვა გამათბობელთან მინდაო. გადავწყვიტე გარეთ გამოვსულიყავი, რადგან გაღვიძებისას ალისია და ებიგეილი უხერხულად არ ყოფილიყვნენ ჩემთან. იქვე სეირნობა დავიწყე, ვიხსენებდი გუშინდელ დღეს და სულელივით ვიღიმოდი. ხიდს მივუახლოვდი, რომელიც სიძველისგან ლამის ჩაინგეროდა. მაინც გავრისკე და ზედ ავედი. ქვის სქელ მოაჯირზე ჩამოვჯექი და იქაურობას თვალი მოვავლე. ეს ადგილი შემოდგომაზე და გაზაფხულზე განსალუთრებით ლამაზია.

ებიგეილი დავინახე, რომელიც სახლიდან ახლახანს გამოსულიყო. ზედ საბანი ჰქონდა შემოხვეული. დამინახა, ხელი დამიქნია და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა.

-უკვე გაიღვიძე? - დამიყვირა ჩვენს შორის დიდი მანძილის გამო, რომ გამეგონა. მოახლოვებისას კი ხიდზე ამოსვლა მოინდომა.

-მოიცა არ ამო... - მინდოდა უკან ჩამებრუნებია, რადგან ებიგეილისავით მოუსვენარ ადამიანს ეს ხიდი ნამდვილად ვერ გაუძლებს, მაგრამ ვინ გაცადა, ამოვიდა თუ არა საუბარი გამაწყვეტინა და თვითონ დაიწყო.

-გუშინ ძაან გავერთე.

-იქნებ ქვევით ჩა...

-კიდევ კარგი დაგთანხმდი. - ისევ აგრძელებდა საუბარს და ჩემს ირგვლივ ხტუნვას. უცებ დაიკივლა. შეშინებული უკან შევტრიალდი და ძირს წამოსკუპული ებიგეილი დამხვდა, რომელიც სიმწრისგან იჭყანებოდა და იდაყვზე ხელს მაგრად იჭერდა. ღმერთო ჩემო! გული გამისკდა, ვიფიქრე ხიდი ჩაიმტვრათქო. მის შემხედვარე სიცილი მინდებოდა, რას არ ვშვებოდი, რომ არ გამეცინა. პირზე ხელს ვიჭერდი, ხელზე საკუთარ თავს ვბწკენდი, მაგრამ თავი მაინც ვერ შევიკავე და სიცილი დავიწყე.

-სულელი ხარ?! ნახე მეტკინაა! - დამიყვირა გაბრაზებულმა, ფეხზე წამოდგა და ნატკენი იდაყვი სახესთან ამიფრიალა. მე მივედი და იდაყვზე ვაკოცე. - ჰაროლდ, ეგ არ მიშველის! - ოხ ჯემა... რატო დამიძახა ჰაროლდი?! ხიდიდან ჩავედი და ებიგეილიც უკან ამედევნა.

The Last LeafWhere stories live. Discover now