IV თავი

25 5 0
                                    

კარები დავხურე თუ არა კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და ქუჩაში გავედი. შუა გზაში გაწვიმდა, ამიტომაც ფეხს უფრო ავუჩქარე. ვხვდებოდი, რომ დამაგვიანდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. ბაღის შესასვლელთან სირბილს შევუნელე. ჯანდაბა! მთელი ბაღი დაცარიელებული იყო, მაგრამ მაინც შევედი შიგნით. იქ მხოლოდ მე ვიდექი და თვალებს აქეთ-იქით შეშლილივით ვაცეცებდი. სისულელე იყო აქ მოსვლა. ძალიან მცივა და თან სანამ სახლში მივალ უარესად დავსველდები. სამდე თავს შევაფარებ, გადაიღებს და წავალ.

-ვივიენ! - გავიგონე ვიღაცის ყვირილის ხმა. უკან მოვიხედე და ჰარი დავინახე. - ღმერთო ჩემო! მეგონა, რომ არ მოხვიდოდი, თან გაწვიმდა და... ჯანდაბა მთლიანად სველი ხარ. წამოდი სადმე შევიდეთ. - მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. ხელი ზურგზე მომადოდა და მიბიძგა, რომ წინ წავსულიყავი. მალევე რომელიღაც პატარა კაფეში შემიყვანა, რომელიც მთლიანად ხალხით იყო სავსე.

-ბოდიშით, მაგრამ ადგილები აღარ გვაქვს. - გამოგვძახა ბარის უკან მდგომმა ხანში შესულმა ქალბატონმა.

-დაჯდომა არ გვინდა, უბრალოდ სანამ წვიმა გადაიღებს შიგნით ვიქნებით. - უპასუხა ჰარიმ, იმ ქალმა კი თავი დაუქნია. - ბოდიში, რომ ჩემი ტანსაცმლის შემოთავაზება არ შემიძლია, რადგან მეთვითონ სველი მაქვს ტანსაცმელი. - ახლა მე მომიბრუნდა. კაფე ნელ-ნელა ივსებოდა ხალხით, რომლებმაც ისევე შემოაფარეს თავი, როგორც მე და ჰარიმ. - ანუ გადაღებებისთვის თანახმა ხარ ვივიენ?

-ვფიქრობ წვიმაში სირბილი ჩემი თანხმობის დამადასტურებელი საბუთია. - ვუპასუხე და სახეზე დავაკვირდი. გაიღმა და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნდა. ვაღიარებ, რომ საყვარელი იყო ამ მომენტში. - და... ამ ბაღში გადაწყვიტე ფოტოების გადაღება?

-არა, უკეთესი ადგილი ვიცი. - იმედია იქაც იქნებიან სხვები, რადგან არ მინდა უცხოსთან ერთად მარტო დავრჩე. - ჩემი და მეხმარება ხოლმე და ახლაც ჩვენთან ერთად იქნება. - კარგია, ახლა თავისუფლად შევძლებ წასვლას.

The Last LeafWhere stories live. Discover now