VII

18 6 0
                                    

*ჰარი*

  მაგიდასთან ვზივარ და ხელში ყელსაბამს მოუსვენრობისგან ვათამაშებ, რომელიც ჩემი ხელით დავამზადე ებიგეილისთვის. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, მას შემდეგ კი არ გამოჩენილა. ზეინს რამოდენიმეჯერ ვკითხე ების შესახებ და მეუბნება, რომ არც უნივერსიტეტში გამოჩენილა ბოლო ერთი კვირა. იმას დიდად არ ვდარდობ, რომ მე ვერ ვნახულობ, უბრალოდ მეშინია, იქნებ კარგად არ არის ან რამე დაემართა. მთელი დღეები ეს ეჭვები მღრნიან და მოსვენებას არ მაძლევენ, არც გამბედაობა არ მყოფნის, რომ ვინახულო და დავრწმუნდე მის კარგად ყოფნაში. უბრალოდ ვცილობ ორშაბათამდე მოვითმინო, თუ ზეინმა მითხრა არც დღეს გამოჩნდაო, მაშინვე წავალ და ვნახავ ებიგეილს. როგორც კი ჩვენი პატარა მოგზაურობიდან დავბრუნდი, მაშინვე გადავწყვიტე, რომ მისთვის რაიმე უნდა მეჩუქებინა, რაიმე უბრალო. ზეინმა რჩევები მომცა რა შეიძლებპდა ეს ყოფილიყო და მისივე რჩევების დამსახურებით დავამზადე ეს ყელსაბამი, რომელიც, არც კი ვიცი როგორ გადავცე ებიგეილს. მისი და, ალისიაც კი აღარ დადის ინსტიტუტში, ვეჭვობ, რომ მშობლების მოსანახულებლად წავიდნენ, მაგრამ ალისიას არამგონია ასეთი მიზეზის გამო გაეცდინა ლექციები. ვერ ვითმენ, მინდა რაც შეიძლება მალე მივცე ჩემი საჩუქარი ებიგეილს, მინდა მისი რეაქცია დავინახო და ამით მისი ნდობა მოვიპოვო.

-ჰარი! - გავიგონე სამზარეულოდან ზეინის ძახილი. - ფორთოხლის წვენი შენ დამილიე?! - ჯანდაბა რას გადამეკიდა ეს ბიჭი! ფეხზე ავდექი და ქვედა სართულზე ჩავედი.

-რა იყო ზეინ, ფორთოხლის წვენის გამო მეზობლების გაღვიძება და გადამტერება ღირს? - ვუპასუხე უხასიათოთ.

-ოხ ჰარი, შენ კიდევ დეპრესიაში ხარ? - რომ არ მიყვარდეს სამზარეულოს მაგიდაზწ თავს ვარტყმევინებდი, სანამ გონებას არ დაკარგავდა. სულ ასეთი მომაბეზრებელი როგორაა?!

-ზეინ შენი თავი არ მაქვს, ვცდილობ არ გეკამათო.

-არა, მართლა ვწუხვარ შენს გამო, არ დაგცინი. - იმის მიუხედავად, რომ იტყუებოდა, მაინც ვცდილობდი მის დამცინავ ხმაში გულწრფელობის მცირე დოზა მაინც შემემჩნია. - არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდა ებიგეილი... თუ შეგიყვარდებოდა? მოკლედ, რაც არ უნდა იყოს ვხედავ, რომ მის გამო იტანჯები, მაგრამ სულ ტყუილად. ერთი კვირა არ გამოჩენილა და შენ ბებიაჩემივით ნერვიულობა და ქოთქოთი დაიწყე. ჰარი, ყველაფერს ცუდს ნუ უკავშირებ, ეს უბრალოდ უაზრობა, თავ იტანჯავ ამით, პოზიტიურად იფიქრე და მაინც თუ ვერ ისვენებ, წადი და შეამოწმე როგორ არის აქ კი ნუ მოთქვამ. - ჩემდა გასაკვირვად ეს ნამდვილად არ ყოფილა ის დამცინავი ტონი, რომლითაც ცოტა ხნის წინ მელაპარაკებოდა. და მაინც... ის მართალია.

The Last LeafWhere stories live. Discover now