III თავი

21 4 0
                                    

ჩემს საყვარელ ბაღში ვზივარ და ამჯერად მთვარის სონატას ვუსმენ ყურსასმენებში. დაძაბული ვარ და ნერვიულობისგან უკვე მუცელიც კი მტიკვა. მალე ის უცნობი უნდა მოვიდეს, გუშინ სკოლიდან გამოსვლისას დამხვდა და მითხრა, რომ ამ ბაღში შეხვედრა უნდოდა.

*ერთი დღით უკან*

სკოლის შენობიდან გაკვეთილების შემდეგ მარტო გამოვედი, რადგან ამ დღეს ალისიას ჩემზე ორით მეტი ლექცია ქონდა. უკვე ეზოც უნდა დამეტოვებინა, ამ დროს კი ვიღაცამ უკან მომატრიალა. ის უცნობი დავინახე ბაღიდან, შემეშინდა და უკან დავიხიე. ჩემს რეაქციაზე გაეღიმა და თავი ჩახარა ამის დასაფარად, რაზეც ძალიან შემრცხვა და დავიბენი.

-მის... - ელოდა ჩემგან როდის ვეტყოდი ჩემს სახელს. დავიბენი და "ვივიენი" ვუთხარი. შემეშინდა და არც მინდოდა უცნობისთვის ჩემი სახელი მეთქვა. - ...ვივიენ, დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ეს ბოლო დღეები გაწუხებდით. ახლა ბევრი დროც არ მაქვს, რომ ყველაფერი აგიხსნათ. ძალიან გამახარებთ თუ ხვალ იმ პატარა ბაღში შევხვდებით. ახლა კი ბოდიშით, უნდა წავიდე. - მითხრა და უცებ გვერდი ამიარა. ალისია ჩემს გვერდით არ იყო და ძლივს მოვისმინე რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ არა ბოლომდე.

*ახლა*

მთელი დღეები დაბნეული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა მექნა. თუმდა ამ ხალხით გადატენილ პატარა ბაღში არამგონია რა ე ცუდის გაკეთება მოახერხოს. და აი მე ებიგეილ სკოტი, მაინც აქ ვზივარ და ველოდებჯ უცნობს, რომელსაც კაცმა არ იცის რა უნდა. ალისიასთვის არც კი მითქვამს, მან იცის რომ ამ ბაღში ვარ, მაგრამ არა იმ მიზეზით რის გამოც სინამდვილეში აქ მოვედი. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიჯექი მარტო და მთვარის სონატას ვუსმენდი. ბოლოს ვიფიქრე, რომ ტყუილად ვიცდიდი, მაგრამ ის უცნობიც ზუსტად მაგ დროს გამოჩნდა, ამიტომაც ისევ დავჯექი. მალევე შემამჩნია და ჩემსკენ წამოვიდა. ისევ იქ ვიჯექი სადაც პირველი შეხვედრისას.

The Last LeafWhere stories live. Discover now