5

298 35 15
                                    

-ესეიგი მონაცემები აირია?
-დიახ
-ამას ხომ მოაგვარებთ?
-დიახ
-კარგი, მე წავალ

ჰოსოკი ფეხზე წამოდგა და იქაურობა დატოვა

-გაიგონეთ? ახლა ყველა თავის ადგილს დაუბრუნდეს

-შენ მოგვიანებით დაგელაპარაკები მეორე კიმ!
-სახელი მაქვს
-რას მელაპარაკები, არ ვიცოდი
-არ მიკვირს, ისეთი პატარა ტვინი გაქვს ალბათ არ გახსოვს
-მეორე კიმ! მოკეტე სანამ ნაკუწებად მიქცევიხარ

-ისევ ჩხუბს აპირებთ?

-არა, მე წავედი, შენს გამო სალონში დავიგვიანე
-ხო, სალონში წადი, იქნებ იქ მაინც გაგალამაზონ

ჯინი ნამჯუნს მივარდა თუმცა ბატონ ლიმ მისი დაჭერა მოასწრო

-ეს სახე ბრილიანტზე მეტად ბრწყინავს
-ნაგავში ნაპოვნ ბრილიანტზე თუ ამბობ მაშინ კი
-მისმინე აყლაყუდავ! იცი მოდელი რატომ არ ხარ?
-იმიტომ რომ ფუჭი დროის კარგვაა
-იმიტომ რომ შენნაირ სიმახინჯეს არავინ არ აიყვანს
-ვიცი

ნამჯუნმა თავი დახარა, თავისი ნივთები აიღო და გარეთ გავიდა, რატომღაც ჯინმა გულში რაღაც იგრძნო, თითქოს დამნაშავე იყო და ნამჯუნისთვის ბოდიში უნდა მოეხადა

-ხედავ რა გააკეთე?
-მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი
-შენ მას გული ატკინე
-საერთოდ აქვს გული?

ჯინმა გოგონას გადახედა რომელიც გვერძე ედგა

-და საერთოდ, როდიდან ვართ მეგობრები რომ ასე მეჭუკჭუკები?
-არ ვართ, მაგრამ დაგეხმარები
-ნეტა რაში
-რომ ადგილები უფრო მალე გაცვალოთ
-და რა გქვია?
-ჯესი

switch || Namjin (დასრულებული) Where stories live. Discover now