*5 წლის შემდეგ*
-ჯანდაბა სად არის? ეს გომბეშო ისევ იგვიანებს
-დაწყნარდი ჯინ, ის სულ იგვიანებს
-ქორწილის დღესაც!?ჯინი აქეთ იქით დადიოდა და გაცოფებული ყვიროდა
-სტუმრები უკვე არ არიან მეორე კიმი კიდე სადღაც ტრაკ-
-სიტყვები აკონტროლე, როდესაც ჩემს პატარასთან ხარ
-გაგიმართლათ რომ ჩემი ყოფილი დირექტორი ხართ თორემ თქვენც მიგაყოლებდით
-ნუ ყვირი
-არ ვყვირი!!იუნგი ყველანაირად ცდილობდა ყურადღება არ მიექცია რადგან ნამდვილად არ უნდოდა ჯინის წიკვინის მოსმენა
-როგორც იქნა, მოეთრა!
ჯინი დაბლა გაიქცა და სიხარულით აღსავსე და ამავდროულად გაბრაზებული უყურებდა ნამჯუნს რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა
ის ისეთი სიმპატიური იყო, მაგრამ ის მარტო არ ყოფილა, მის გვერდით მაღალი და ლამაზი გოგონა იდგა რომელსაც ნამჯუნის ხელი ეჭირა და პირდაპირ მიდიოდა
ჯინს სახიდან ღიმილი გაუქრა, ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო მათკენ სიარული
-შენ?
-ჯინ...ჯინი მას მთელი ძალით მოეხვია და უფრო მეტად ატირდა, ყველა გაოცებული უყურებდა, რა ატირებდა ჯინს? მან ხომ უბრალო გოგონა დაინახა
-ჯესი იცი მაინც როგორ მომენატრე? შე პატარა ბოზო
-დაიმახსოვრე მე რომ არ ამრეოდა მონაცემები თქვენ ერთმანეთს ვერ შეხვდებოდით
-მადლობა
-რა პრობლემაა
-ჯანდაბა, მაკიაჟი გამიფუჭდებაჯინმა ცრემლი მოიწმინდა და ჩაიღიმა
-არ წავიდეთ? ფეხები მეტკინა
-ნუ წუწუნებ!ნამჯუნი და ჯინი ხელ ჩაკიდებულნი მიიწევდნენ წინ, ქორწილში ბევრი არავინ არ მისულა, მხოლოდ ახლობლები 780 კაცი
-კიმ ნამჯუნ თანახმა ხართ ქმრათ შეირთოთ კიმ სეოკჯინი?
-ამმ..ჯინმა ნამჯუნს წიხლი ჩასცხო და გაუღიმა
-გეყოფა სისულელეები და დათანხმდი
-კი, თანახმა ვარ-კიმ სეოკჯინ თანახმა ხართ ქმრად გაყვეთ კიმ ნამჯუნს?
-ადრე რომ გეკითხათ მასეთი რამე ალბათ სიცილით მოვკვდებოდი რადგან ეს გომბეშო ჩემ ქმრად ვერ წარმომედგინა, თუმცა დრო იცვლება, მე ახლა ის ყველაზე მეტად მიყვარს და თანახმა ვარ
-შეგიძლიათ აკოცოთ ერთმაანეთსნამჯუნმა ჯინს ნაზად აკოცა, სამწუხაროდ ხალხის თანდასწრებით ისე ვერ აკოცებდა როგორც უნდოდა
ყველა ტაშს უკრავდა
-რა უცნაური ქორწილი იყო არა?
-თანაც როგორ
-მაგრამ ჩვენ მაინც ბედნიერები ვართ
-რათქმაუნდა
-ჩვენ როდის დავქორწინდებით?
-როცა 3 ადამიანის ქორწინება ლეგალური იქნება
-და იქნებ უკვე არის?
-ჯიმინ, გაჩუმდინამჯუნს ხელები ჯინის წელზე ქონდა შემოხვეული ხოლო ჯინს ნამჯუნის კისერზე და ცეკვავდნენ
-ნამჯუნ, ჩემო გომბეშოვ
-რა გინდა ჩემო უნიჭო მოდელო?
-რო მიყვარხარ იცი?
-ვიცი
-და შენ რო უფრო გიყვარვარ იცი?
-ვიცი* * * *
დასასრული
რა უცნაური ფიკიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად ჩემი დაწერილებიდან ეს მომწონს და ნაწილოვრივ ვამაყობ კიდეც. 💜💜
ŞİMDİ OKUDUĞUN
switch || Namjin (დასრულებული)
Rastgele-როგორ თუ აგერია? ნამჯუნი, მომავალი მხატვარი ხოლო ჯინი მოდელი, რა მოხდება როდესაც მათი მონაცემები აირევა და ერთმანეთთან შეხვედრა მოუწევთ... ფიკი დაიწერა შეკვეთით.