–ჯანდაბა–გეომეტრიის რვეული მოვისროლე იატაკზე და
უძილობისგან დასიებული თვალები მოვისრისე.
თითქმის სამი საათია ერთ ნახაზს ვარ ჩაშტერებული, მაგრამ გულს ვერ ვუდებ.ფიქრები ლიამისკენ გამირბის.
საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გამომწერეს, მაგრამ ჩემს სანახავად იმ დღის შემდეგ არ მოსულა.
არც ვამტყუნებ, უფრო სწორად ვერც, დაუფიქრებლად მოვიქეცი იმ დაწყევლილ დღეს.ამოვიოხრე და თავი რამდენჯერმე ძლიერად მივარტყი საწოლის თავს.
ტელეფონის ეკრანი მესიჯმა გაანათა.
ისევ ჰარი იყო.
იმ დღის შემდეგ ცდილობს ჩემთან დაკავშირებას და ჩემს შემორიგებას.
168 შეტყობინება?
ეს ბიჭი შეშლილია!მისი ნომერი მოვძებნე და დავრეკე.
–ბია? –გაუკვირდა
–ჰარი რა გინდა?!
–ბი, უნდა მომისმინო.
–შენ მომისმინე, როდესაც გამოსავალს ვეძებდი? აჰ გამახსენდა შენ გაქცევა არჩიე. უნამუსოდ მიმატოვე.–ტელეფონი გასათიშად მოვიმარჯვე.
–მაგრამ მივხვდი, უნდა გნახო და დაგელაპარაკო.
აღარ მოვუსმინე და გავთიშე.
თმაში ხელები შევიცურე და ძლიერად მოვქაჩე.არ მინდა ვინმეს იმიტომ უნდოდეს ჩემთან ურთიერთობა, რომ ვეცოდები.
ტელეფონზე ისევ ზარის ხმა გაისმა, არც დავკვირვებივარ ნომერს ისე ვუპასუხე.
–რა გინდა ჰარი?! –გაღიზიანების დამალვა არც მიცდია.
–ჰეი, ჰეი დამშვიდდი. ისააკი ვარ. –ტელეფონიდან გაოცებული ხმა გავიგე.
–ჯანდაბა, მაპატიე–თავზე ხელი ისე მივირტყი თითქოს დაინახავდა.
–შენ სულ გაბრაზებული როგორ უნდა იყო? –ხმამაღლა ჩაეცინა–თუმცა მაწყობს ეს სიტუაცია. მე, ლიზა და ჩვენი რამდენიმე მეგობარი კლუბში ვაპირებთ წასვლას. წამოდი და ხასიათი გამოგიკეთდება.
YOU ARE READING
Our Bones [Z.M fanfiction]
Fanfiction''დასასრულ: მე მხოლოდ ერთი რამის იმედი მრჩება. სულში ქაოსის შექმნა გვჭირდება, რომ დავბადოთ ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი.'' START: 2020-20 December FINISH: 2021-25 January #2 ზეინი